Irakli-ის ბლოგი
იაპონია საქართველოს მოქალაქეებს კიბოს მკურნალობის განსხვავებულ მეთოდს სთავაზობს
გამოაქვეყნა Irakli-მ : ორშ, 20/02/2012 - 23:44.დასხივება ნახშირბადის (კარბონის) იონით - კიბოს მკურნალობის ამ მეთოდისა და მისი ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია დღეს, იაპონიის სახელმწიფო დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოში ონკოლოგიის სფეროში მომუშავე მედიკოსებს მიაწოდეს.
მცირე დროში მეტი ეფექტი - ასე უწოდებენ იაპონელი მედიკოსები ნახშირბადის იონის დასხივებით კიბოს მკურნალობას, რომელსაც, მათი თქმით, სხვა სხივური თერაპიებისგან განსხვავებით მეტი უპირატესობა აქვს.
იაპონელთა წარმოდგენილი სტატისტიკით, მაგალითად, ფილტვის კიბოს პირველი სტადიის მკურნალობას ნახშირბადის იონით, ერთდღიანი თერაპია სჭირდება.
„ჩვენ წლების მანძილზე ბიოლოგიური კვლევებით დავადასტურეთ კარბონ (ნახშირბადის) თერაპიის უპირატესობა,“-ამბობს კოჯი ფუჯიმოტო, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ჯანდაცვის სერვისების განყოფილების ხელმძღვანელი.
იაპონიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, იაპონიაში სიკვდილობiს 50% კიბოთი არის გამოწვეული, ამიტომ, მათივე განმარტებით, სხვადასხვა, კიბოსთან დაკავშირებულ კვლევაზე და მისი მკურნალობის მეთოდებზე წლების მანძილზე მუშაობენ.
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
"იუსტინე ჯანელიძე - გახსენება მოგონებებში"
გამოაქვეყნა Irakli-მ : კვი, 19/02/2012 - 11:45. 
17 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზმა უმასპინძლა წიგნის "იუსტინე ჯანელიძე" პრეზენტაციას.
საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი ქირურგის სახელს პროფესიულ წრეებში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში იცნობენ. უპირველეს ყოვლისა იუსტინე ჯანელიძე ცნობილია, როგორც ქირურგი, რომელმაც პირველმა გააკეთა ოპერაცია მუშა გულზე. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიასა თუ სახელმძღვანელოში არის მოცემული.
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
ეროვნული სამეცნიერო ფონდი საკონფერენციო გრანტების კონკურსს აცხადებს
გამოაქვეყნა Irakli-მ : შაბ, 18/02/2012 - 14:00.- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
IMRCEES-კონკურსი მკვლევრებისთვის
გამოაქვეყნა Irakli-მ : სამ, 14/02/2012 - 23:22.IMRCEES-კონკურსი მკვლევრებისთვის -
მოწვეული მკვლევარი
• სტიპენდიები მკვლევრებისათვის ,,მესამე” ქვეყნებიდან
• სტიპენდიები იმ მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ IMRCEES კონსორციუმის ევროპელ პარტნიორებთან
• სწავლება
• შერჩევის კრიტერიუმები
• ხანგრძლივობა და გრანტი
სტიპენდიები მკვლევრებისათვის "მესამე” ქვეყნებიდან
IMRCEES კონსორციუმი გასცემს სტიპენდიებს მკვლევრებზე "მესამე” ქვეყნებიდან. სტიპენდიების ხანგრძლივობა არის 2 კვირიდან 12 კვირამდე. პროგრამის ფარგლებში მკვლევრებს ევალებათ, მონაწილეობა მიიღონ IMRCEES-ის სასწავლო და კვლევით აქტივობებში, რომლებიც განხორციელდება გლაზგოს უნივერსიტეტში (გლაზგოს უნივერსიტეტი წარმოადგენს პროგრამის კოორდინატორს და პირველი ორი სემესტრის მასპინძელ უნივერსიტეტს).
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
"მკითხველის ბლოგი" : მიგელ დე უნამუნო – “დეიდა ტულა”
გამოაქვეყნა Irakli-მ : სამ, 14/02/2012 - 22:45.საქართველოში ბევრი დეიდა ტულაა, ჩვენთან დის/ძმის შვილების საკუთარივით აღზრდა ჩვეულებრივი რამაა. აქ ბევრი ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით. უნამუნოს ტულაც ასეთი დეიდაა.
თავიდანვე უარს ამბობს პირად ცხოვრებაზე და დის შვილების აღზრდას იწყებს. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ერევიან. დედაც იმიტომ აჩენს ბავშვს, რომ თვითონ მოუაროს. ვერ ვიტან ტულასნაირ ქალებს, ჯერ რომ ვერ გაუგიათ, რა უნდათ, მერე არასდროს იბრძვიან პირადი ცხოვრების ასაწყობად, ამის გამო კი მუდმივად ერევიან სხვის ცხოვრებაში.
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) - მომავალი ლიდერის სტიპენდია (ISET)
გამოაქვეყნა Irakli-მ : სამ, 14/02/2012 - 22:36.თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)-მომავალი ლიდერის სტიპენდია (ISET) -
მომავალი ლიდერის სტიპენდია ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის საუკეთესო სტუდენტებსთსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) - ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ათამდე სტუდენტს მიანიჭებს მომავალი ლიდერის სტიპენდიას. აღნიშნული სტიპენდია საუკეთესო სტუდენტებს სრულად დაუფარავს სწავლის სრულ გადასახადს და დაუნიშნავს სტიპენდიას თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. დაფინანსების მისაღებად სტუდენტს უნდა ქონდეს მაღალი აკადემიური
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
პოლონურ-ამერიკული თავისუფალი ფონდი და პოლონურ-ამერიკულ ფულბრაიტი-ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის
გამოაქვეყნა Irakli-მ : სამ, 14/02/2012 - 21:12.პოლონურ-ამერიკული თავისუფალი ფონდისა და პოლონურ-ამერიკულ ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის 2012/2013 სასწავლო წლისთვის პოლონურ-ამერიკული თავისუფალი ფონდისა და პოლონურ-ამერიკულ ფულბრაიტის კომისია აცხადებენ ღია კონკურსს ლეინ კირკლენდის სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს უმაღლესი განათლება და დაინტერესებულია დემოკრატიის განვითარებით და სურს სოციალური და პოლიტიკური კუთხით პოლონეთის გამოცდილების გაზიარება. სტიპენდია მოიცავს 2 სემესტრიან სასწავლო კურსს
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
თსუ-ში ზოოლოგიის მუზეუმი გაიხსნა
გამოაქვეყნა Irakli-მ : სამ, 07/02/2012 - 18:14.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განახლებული მუზეუმი მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეს.
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი ბიბლიოთეკა გახსნა
გამოაქვეყნა Irakli-მ : სამ, 07/02/2012 - 18:14.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი ბიბლიოთეკა გახსნა -

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო ოთახები და სპეცსაცავები. განახლებული ბიბლიოთეკა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნეს.
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
სტუდენტთა მობილობის პროცედურა დაიწყო
გამოაქვეყნა Irakli-მ : პარ, 03/02/2012 - 18:08.სტუდენტთა მობილობის პროცედურა დაიწყო -
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
პოტსდამის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ''SANS SOUCI'' - გერმანული ენის კურსები პოტსდამი (გერმანია)
გამოაქვეყნა Irakli-მ : სამ, 31/01/2012 - 17:48.ბოლო ვადა : 02-03-2012
პოტსდამის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია "SANS SOUCI" გიწვევთ ენისა და სპეცკურსებში მონაწილეობის მისაღებად. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ელექტრონულ გვერდებზე: http://www.uni-potsdam.de/aaa/kurse/index/sanssouci.html
[განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
ბერლინის, ჰამბურგის და მიუნხენის უნივერსიტეტები (გერმანია) -კოპერნიკუსის ერთსემესტრიანი სასწავლო სტიპენდიები გერმანიაში
გამოაქვეყნა Irakli-მ : სამ, 31/01/2012 - 17:09.სტუდენტური გაერთიანება “კოპერნიკუსი “ გთავაზობთ ერთსემესტრიან სტიპენდიას ბერლინის, ჰამბურგის და მიუნხენის (გერმანია) უნივერსიტეტებში სასწავლებლად. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილში და ასევე შემდეგ ელექტრონულ გვერდებზე: http://www.copernicus-stipendium.de/copernicus/ http://www.copernicus-stipendium.de/blog/
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
“Skoool საქართველო”- ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
გამოაქვეყნა Irakli-მ : პარ, 27/01/2012 - 22:30.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №143 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა ”Skoool საქართველო” წარუდგინა. პროგრამა არის ახალი ინიციატივა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ინოვაციური, ინტერაქტიული და ძალიან საინტერესო სასწავლო პროგრამები.
პროგრამა მრავალ ენაზეა თარგმნილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია Intel®-თან თანამშრომლობით პროგრამის ქართულ ენაზე თარგმნა და ჩვენ საგანმანათლებლო საჭიროებაზე მორგება უზრუნველყო. მისი ნახვა სამინისტროს ვებ გვერდზეა (www.skoool.ge) შესაძლებელი.
”Skoool საქართველო” სპეციალურად მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი ადაპტირებული ელექტრონული მულტიმედიური რესურსია, რომელიც სწავლების პროცესს უწყობს ხელს, არის ცოდნის მიღებისა და თვითშეფასების უნიკალური საშუალება.
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
თსუ–ში სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა
გამოაქვეყნა Irakli-მ : სამ, 24/01/2012 - 01:01.თსუ–ში სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა -
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–ის სამეცნიერო–პოპულარული ორენოვანი ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, პარლამენტის წევრები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ ბოლო წლებში გამოცემული პირველი სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალია, რომელიც პოპულარულ ენაზე გვიამბობს თსუ–ში მიმდინარე საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების კვლევებზე.
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
გამოფენის ცენტრი ''Expo Georgia''-განათლების გამოფენა 2012
გამოაქვეყნა Irakli-მ : შაბ, 14/01/2012 - 22:34.გამოფენის ცენტრი ''Expo Georgia''-განათლების გამოფენა 2012 -
განათლების გამოფენა 2012
უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების გამოფენა
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად





