Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სოფო ჟღენტი-ის ბლოგი

მიხაკო წერეთლის უცნობი ხელნაწერების პრეზენტაცია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

29 ივლისს, 11 საათზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელიც ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ მიხაკო წერეთლის უმნიშვნელოვანეს ხელნაწერებს მიეძღვნა. პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისიის წევრები და სხვა მეცნიერები. აღმოჩენილ ხელნაწერებზე სამეცნიერო კვლევა გრძელდება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ლინკები:

http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/34261/

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=29-07-2014+14%3A299

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&seekTime=29-07-2014+12%3A27

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=29-07-2014+12%3A24

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=29-07-2014+09%3A32


სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

10557390_808333952545370_3873685100099236896_n

მოგახსენებთ, რომ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საცავში აღმოჩნდა მიხაკო წერეთლის უმნიშვნელოვანესი ნაშრომები. უპირველესად შევეხებით “კელიშინის სტელის” ლურსმული ტექსტის მიხაკო წერეთლისეულ ხელნაწერს. აღმოჩენილ ხელნაწერში თვალსაჩინო ხდება მ. წერეთლის სამეცნიერო მუშაობის პროცესი, რაც წარმოდგენილია ავტოგრაფიების სახით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მ. წერეთელმა “კელიშინის სტელის” ბილინგვის გაშიფვრით საფუძველი დაუდო მსოფლიო ურარტოლოგიას. დღესდღეობით კი ამ მსოფლიო მეცნიერების თვალსაჩინო ნაშრომის ქართულ მეცნიერებაში შემოტანა მეტად მამულიშვილურ საქმეს წარმოადგენს.

"ბარათები გრიშაშვილის კოლექციიდან" გრძელდება

images%7Ccms-image-000026023

იხილეთ სტატია იოსებ გრიშაშვილის ბარათების შესახებ, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ "ლიბერალში".

http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/119109/

პროექტ "მწვანე წიგნომანის" დასკვნითი ღონისძიება

10410505_778481332197299_3269574515574040919_n

დავუბრუნოთ ახალგაზრდობას ქართული მწერლობა- ეს  პროექტ "მწვანე წიგნომანის" სლოგანია. მართლაც, 8 ივნისს 2 საათზე ეროვნულ სამეცნიერ ბიბლოთეკაში უამრვი მოსწავლე შეიკრიბა. მოსწავლე, რომლებმაც ჟიურის თვალწინ გააცოცხლეს სხვადასხვა ავტორი და მათი პერსონაჟები. ისინი ერთმანეთს წიგნის სიყვარულში ეჯიბრებოდნენ. მათ პრეზენტაციის სახით უნდა წარმოედგინათ თავიანთი დამოკიდებულება, ხედვა შერჩეული ავტორისა და ნაწარმოების მიმართ. ასეც მოხდა, ზოგიერთი სკოლის ნამუშევარი განსაკუთრებული კრეატიულობით გამოირჩეოდა, თუმცა ყველას ეტყობოდა, რომ ბავშვებმა არაერთი დღე შეალიეს მასალის მომზადებას.  ზოგმა მოკლე მეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და პრეზენტაციას დაურთო, ზოგმა თავისი ხელით დაგგვიხატა ეპიზოდები წიგნიდან, ზოგმა მათთვის მნიშვნელოვანი გამონათქვმები ამოწერა და ისე წარსდგა საზოგადოების წინაშე.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ჯიპას რადიოში

10441473_799584063388189_5607223182927279628_n

რა პროცესები მიმდინარეობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში? რამდენად არის ის სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეების გაცვლის, სწავლების და მსჯელობის #სივრცე? რა ნაშრომებს ინახავს ბიბლიოთეკის უძველესი საცავები და ვინ არიან #ადამიანები რომლებიც სამეცნიერო ბიბლიოთეკას ყველაზე აქტიურად სტუმრობენ?

"იმპულსის" ვრცელი რეპორტაჟი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან

გამოფენა "Side effects" - ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

10338737_769497823095650_9108398492193710311_n

24 მაისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენა – "side effects" გაიხსნა. ექვსი უცხოელი ფოტოხელოვანი, ექვსი განსხვავებული პროექტით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ზოგიერთი მათგანი კონკრეტული ადამიანების შესახებ ზოგიერთი კი სხვადასხვა ქვეყნის შესახებ მოგვითხრობდა. ფოტოები 7 ივნისამდე იქნება გამოფენილი. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მზადაა უმასპინძლოს ყველა მნახველს.

აქცია "წაიკითხე წიგნი სიმწვანეში"

10394026_769997576379008_3977761277239564859_n

23 მაისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აქცია დაიწყო – წაიკითხე წიგნი სიმწვანეში. ბიბლიოთეკის ეზოს დიდი და პატარა სტუმრები ეწვივნენ, რომლებმაც სხვადასხვა სახის მცენარე დარგეს რითაც ბიბლიოთეკის ეზოს გამწვანებას შეუწყეს ხელი. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დიდ მადლობას უცხადებს თბილისის მერიას, კავკასიურ სახლსა  და პარტიზანულ მებაღეობას თბილისში, აქციის ორგანიზებისა და მხარდაჭერისათვის.

ეძღვნება გრიშაშვილის 125 წლისთავს.

10341722_766642176714548_2294132526880119756_n

18 მაისს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმმა ზუგდიდიდგდან ჩამოსულ და თბილისელ დამთვალიერებლებს უმსპინძლა. სტუმრებს მუზეუმი დაათვალიერებინა ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ბატონმა ნოდარ გრიგორაშვილმა. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან და იოსებ გრიშაშვილის 125 წლის იუბილეთან დაკავშირებით ბატონმა პაატა ნაცვლიშვილმა ისაუბრა, დისკუსია შეეხებოდა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას. 
ამავე დღეს მოხდა პროექტის "მოძებენე ძეგლი ფოტოდან" პრეზენტაცია და მასში მონაწილე პირველმა მსურველებმაც იოსებ გრიშაშვილის ბარათების კოლექციიდან მიიღეს ფოტოასლები თბილისის ხედების მოსაძებნად. პროექტში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დაწყებულია! 
ინფოარხების ცნობების შეკრება