სოფო ჟღენტი-ის ბლოგი
ირანის საელჩო ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა სოფო ჟღენტი-მ : ოთხ, 07/05/2014 - 17:40.
დღეს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ირანის საელჩომ საქართველოში ღონისძიება ჩაატარა სახელწოდებით "ირანული კულტურა". ირანის ძველი კულტურა, შთამბეჭდავი ქალაქების ფოტოები, ყოფითი და დეკოტატიული ნივთები, ხელნაკეთობანი მრავლად იყო წარმოდგენილი ბიბლიოთეკის ფოიეში, საკონფარენციო დარბაზი კი რამდენიმე მცირემეტრაჟიან ფილმს დაეთმო ირანის მუზეუმების, ყოფის, უზველესი ქალაქების დემონსტრირებით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნაციონალური ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველ ფილმზე, რომელშიც ნათლად გამოჩნდა ირანის ნაციონალური ბიბლიოთეკის თანამედროვე სახე და სერვისის ფორმები. ფილმების ჩვენების შემდეგ ირანის საელჩოს კულტურის ატაშემ უპასუხა დამსწრე საზოგადოების კითხვებს. ღონისძიება "ირანის კულტურა" – საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გაიმართა
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თანამშრომელს ფერიალ ფარამარზის ღონისძიების ორგანიზებისთვის.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა სოფო ჟღენტი-მ : ოთხ, 07/05/2014 - 17:25.
დღეს, 7 მაისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საფრანგეთის საელჩომ საქართველოში ღონისძიება ჩაატარა სახელწოდებით "ფრანგული კულტურა". ფრანგული კულტურის შესახებ ისაუბრა საფრანგეთის საელჩოს მრჩეველმა კულტურის დარგში ბატონმა ჟილ კორასომ, ხოლო საფრანგეთის ბიბლიოთეკების დღევანდელი საქმიანობისა და ნოვაციების შესახებ ისაუბრა ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორმა ქალბატონმა თამარ ხოსრუაშვილმა. ღონისძიება "ფრანგული კულტურა" – საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
იოჰან კრისტოფ ბროცეს გამოფენა
გამოაქვეყნა სოფო ჟღენტი-მ : სამ, 29/04/2014 - 00:00.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის ღონისძიება
გამოაქვეყნა სოფო ჟღენტი-მ : შაბ, 26/04/2014 - 00:00.26 აპრილს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის ძალიან საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა. "ქართული მეცნიერების დღე" ასე ერქვა კონფერენციას, რომელზეც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს! ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული და ფარმაცევტული კომპანია PSP–ს მხარდაჭერით დააჯილდოვა ისინი. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ბარათები იოსებ გიშაშვილის კოლექციიდან
გამოაქვეყნა სოფო ჟღენტი-მ : პარ, 25/04/2014 - 00:00.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
წიგნები სამახსოვროდ
გამოაქვეყნა სოფო ჟღენტი-მ : ხუთ, 24/04/2014 - 00:00.23 აპრილს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 300 წიგნი უსახსოვრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს!
უფრო ვრცლად იხილეთ: http://www.mcla.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=1938
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა სოფო ჟღენტი-მ : სამ, 15/04/2014 - 00:00.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ეს საოცარი საბავშვო წიგნები
გამოაქვეყნა სოფო ჟღენტი-მ : პარ, 11/04/2014 - 00:00.11 აპრილს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საბავშვო და საყმაწვილო 3D წიგნების სერიის პრეზენტაცია.
3D წიგნები მოძრავი ჩანართებით ეხმარებიან პატარებს სიუჟეტის უკეთ აღქმაში. მოზარდებს უქმნიან პირველ კარგ შთაბეჭდილებას ნაწარმოების შესახებ და უღვივებენ ინტერესს თემის მიმართ.
წიგნების ნაწილს მოსდევს შემეცნებითი ვიქტორინები და CD ჩანაწერები.
პრეზენტაციას გაუძღვნენ იდეის ავტორები დაჩი გრძელიშვილი და კოტე იანტბელიძე.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
