Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ბლოგები

32-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია

32-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ბესარიონ ჯორბენაძის დაბადების 70 წლისთავს. გაიმართება ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში 16-17 ნოემბერს.

კონფერენციის მასალები


მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამები CEU-ში

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამები CEU-ში -

მომწოდებელი: საერთაშორისო განათლების ცენტრი / ბოლო ვადა: 3 იანვარი 2013 

საერთაშორისო განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას 2012/2013 სასწავლო წლისთვის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში შემდეგ აკადემიურ ფაკულტეტებსა და პროგრამებზე.

** ეკონომიკა (MA, PhD)
** გარემოს დაცვა და პოლიტიკა (MS, PhD, MS - გარემოს დაცვაში, პოლიტიკასა და მენეჯმენტში (MESPOM, Erasmus Mundus)
** გენდერული სწავლება და კულტურა (MA, PhD)
** ისტორია (MA, PhD)
** საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპული მეცნიერებები (MA, PhD)

სასწავლო გრანტები საჯარო მოხელეებისათვის

სასწავლო გრანტები საჯარო მოხელეებისათვის - მომწოდებელი: საერთაშორისო განათლების ცენტრი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი.

ღია საზოგადოების ფონდების სტიპენდიების პროგრამა შრომის, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ამ სამინისტროების დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო განათლების ცენტრთან ერთად აცხადებს საჯარო სამსახურის პროგრამას 2013-2014 სასწავლო წლისათვის.

ეს სტიპენდია საშუალებას აძლევს კონკურსში გამარჯვებულებს, გააგრძელონ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

ედით უორტონი – “უმანკოების ხანა”

ედით უორტონი – “უმანკოების ხანა” -

Edith Wharton – The Age of Innocence

მოვალეობის გამო ერთად მყოფი ადამიანები, უპრინციპო კაცები და მათ ჩაფრენილი ქალები, ვერასდროს გავიგებ მათ საქციელს, აღშფოთებული ვარ მეიზეც, არჩერზეც, იმ საზოგადოებაზეც. მათ ფონზე ელენი ყველაზე დადებითია.

ნერვები მეშლება ხოლმე როცა გოგოები ისეთ პოზიციაში აყენებენ თავს, ვითომ არაფერი იციან, ვერაფერს ხედავენ და მაინც მიჰყვებიან ცოლად, როცა იციან, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა და არსებობს კიდევ ვიღაც მესამე.

ვერ ვიტან კაცებს, რომელთაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, ვერ დაუსვიათ წერტილი ერთი ურთიერთობისთვის, საზოგადოებრივ აზრს საკუთარ ბედნიერებას სწირავენ და ბოლომდე ახალგაზრდობის სიზმრებში ცხოვრობენ.

არც ისეთი ქალები მომწონს, სხვის კაცებს რომ ეხვანცალებიან.

ყველაზე აღსაშფოთებელი მაინც ის საზოგადოებაა, მუდმივად სხვისი ცხოვრებით რომ ცხოვრობს.

ყველანი უორტონის გმირები არიან და მეც შფოთვა-შფოთვით ჩავიკითხე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართვა

0012anonsi

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართვა -

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მისამართით უამრავი წერილი შემოდის პედაგოგების, ლექტორების, დირექტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სამსახურიდან არიან გათავისუფლებულნი. განმცხადებელთა უმრავლესობა მათი დათხოვნის საფუძვლად პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს და სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოს.
მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვთვლი, რომ იმ ავტორიტატულ სისტემაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა ყველა მხარე სისტემის მსხვერპლია. ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელს საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფეროში აღარ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას, და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში.

სამეცნიერო კონფერენცია "ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმია და სამკურნალო პრეპარატების ექსპერტიზა"

conference_2012
2012 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ატარებს სამეცნიერო კონფერენციას "ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმია და სამკურნალო პრეპარატების ექსპერტიზა".

ღია კარის დღე - ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი

ღია კარის დღე - ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი -

ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი და საერთაშორისო განათლების ცენტრი საშუალო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს ეპატიჟებიან ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე, 2012 წლის 29 ოქტომბერს, 16:00 საათზე და 1 ნოემბერს, 17:00 საათზე, შემდეგ მისამართზე:

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს საკონფერენციო დარბაზი
ჭოველიძის ქ. 10, თბილისი

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio

logo

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio -

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio (ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის შესაქმნელი პროგრამა);

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ბიბლიოთეკებში „კომპიუტერული პროგრამის – „ღია ბიბლიოთეკის“ დანერგვა და ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირების ხელის შეწყობა. საბიბლიოთეკო პროგრამა Openbiblio განკუთვნილია სასკოლო, საუნივერსიტეტო, საეკლესიო, ასოციაციების, ორგანიზაციების ბიბლიოთეკებისათვის ან კერძო კოლექციებისათვის.

იხილეთ ვრცლად [საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]

ინფოარხების ცნობების შეკრება