Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

sur-3
გერზმავა, ო. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი : სახელმძღვანელო სტუდენტებისა და ექიმებისათვის; მეათე შესწორებული და განახლებული გამოცემა / რედ. ჯ. მამალაძე. – თბ., 2018. – 583 გვ. 
ISBN : 978-99-41-0-4436-6

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ძირითადი ინდიკატორების გამოხატულმა შეცვლამ, სამედიცინო ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ძირეულად შეცვალა შეხედულებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისა და მის ფარგლებში მოქმედი სტრუქტურების მართვის საკითხებზე.
დღესდღეობით, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მიმართული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლებელია კომპლექსური მიდგომის გარეშე, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა სამეცნიერო დარგში მიღებულ ცოდნას. ამით აიხსნება საგნის შესწავლასთან დაკავშირებული სიძნელეებიც, ვინაიდან ამ დარგში მომუშავე სპეციალისტი კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული როგორც მედიცინაში, ასევე სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში, ეკონომიკაში, მარკეტინგში, მენეჯმენტში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, დემოგრაფიაში, ეპიდემიოლოგიაში, ინფორმატიკასა და სხვ. 
დასმული ამოცანების გადაწყვეტა, თავის მხრივ, მოითხოვს განსწავლული კადრების მოზიდვას, მათ საფუძვლიან მომზადებას და გადამზადებას. ამ საკმარისად მწვავე პრობლემის გადაჭრა კი, თავის მხრივ, შეფერხებულია ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის სიმწირის გამო. წარმოდგენილი სახელმძღვანელო, მიზნად ისახავს, ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრას.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

014

Кассович, К. А. Санскрито-русский словар / Российская академия наук; Институт язикознания. – М.: Книгоиздательство «АБВ», 2017. – 657 с. 
ISBN 978-5-906564-23-8

სანსკრიტული ლექსიკონი დაფუძნებულია მე-19 საუკუნის დასაწყისში (1832 წ.) გ. ჯ. ვილსონის მიერ შედგენილი და დამუშავებული ინგლისურ ლექსიკონსა და შუასაუკუნეობრივ ტექსტებზე.
ამ სახელმძღვანელოების გამოყენებით კასოვიჩი 1854 წელს ქმნის სანსკრიტიდან რუსულ  ტრანსლიტერაციულ თარგმანს. უძველესი ინდური სიტყვებია ეფუძნება კირილიცას. ლექსიკონი წარმოადგენს პირველ სანსკრიტულ-რუსული ლექსიკონს მსოფლიოში. ის შეიცავს 10,000 სიტყვას, თუმცა არ არის სრულყოფილი. 
წიგნი საინტერესოა ისტორიოგრაფიული თვალსაზრისითაც და მნიშვნელოვანი იქნება შედარებითი ისტორიული ლინგვისტიკის, სემინარიისა და სლავოფილიზმის ისტორიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

012
ფროიდი, ზ. რჩეული შრომები / გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ. - თბ.: დიოგენე, 2018. – 441 გვ. 
ISBN 9789941115684

კრებული ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ქსიქოანალიზის ფუძემდებლის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. ესენია: “ტოტემი და ტაბუ”, “ერთი ილუზიის მომავალი”, “კულტურით უკმაყოფილება”, “ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები”, “დოსტოევსკი და მამის მკვლელი”. წარმოდგენილი კვლევები ფსიქოლოგიურ, სრულიად განსხვავებულ მიდგომას ავლენს ერთი შეხედვით მარტივი, რუტინული ცხოვრებისა. და ვინჩისა და დოსტოევსკის ბიოგრაფიები სრულიად შემოაბრუნებს ამ ორი ბუმბერაზ პიროვნებების რაობას მკითხველის თვალში. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

medicina-1

მედიცინა : ილუსტრირებული ისტორია / მთარგმნ. მზია ლაპიაშვილი; რედ.: მაკა სესკურია, რუსუდან გორგაძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2018. – 289 გვ.

ISBN 978-9941-23-740-9

წიგნში განხილულია მედიცინის ის საფუძვლები, რომელთაგან ზოგი ეფექტური გამოდგა, ზოგი კი მთლიანად ჯადოზე, სულებზე, დემონებსა და ზებუნებრივ ძალებზე იყო დაფუძნებული. მე-16 საუკუნეში რენესანსმა საფუძველი ჩაუყარა კვლევას, ჩანაწერებს, ექსპერიმენტებს, და მედიცინამ უკვე მეცნიერების სტატუსი მოიპოვა. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც წარსულის კვლევას, ასევე თანამედროვე სამედიცინო მიღწევებს. აქვე განხილულია ისეთი პრობლემატური საკითხები როგორიცაა მალარია, აივ/შიდსი, სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემების ქრონიკული დაავადებები, კვება და ვაქცინაცია. 

წიგნში განხილულია რა უმნიშვნელოვანეს მიზნებს მიაღწია მედიცინამ დღესდღეობით და როგორ იცვლება ავადმყოფობასა და ჯანმრთელობას შორის ბალანსი მომავალი თაობებისათვის. 

წიგნი დაყოფილია ნაწილებად: ძველი სიბრძნე 700 წლამდე;

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

sur-2
ერემაძე, ქ. თავისუფლების დამცველნი თავისუფლების ძიებაში : საკონსტიტუციო კონტროლის 20 წელი საქართველოში / რედ.: ა. დემეტრაშვილი, ჯ. ხეცურიანი, გ. პაპუაშვილი,  კ. ვარძელაშვილი. – თბ.: მერიდიანი, 2018. – 507 გვ. 
ISBN : 978-9941-25-472-7

წინამდებარე წიგნი ეთმობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მრავალმხრივ, კომპლექსურ ანალიზს მისი ფუნქციონირების 20 წლის დინამიკაში. ნაშრომში შეფასებულია სასამართლოს ინსტიტუციური როლი, მნიშვნელობა კონსტიტუციური ღირებულებების დაცვის პროცესში; პრაქტიკაზე დაყრდნობით გაანალიზებულია სასამართლოს მიერ ფუნდამენტური უფლებების მიზნობრივი განმარტებისთვის დადგენილი სტანდარტები, კრიტერიუმები, ინსტრუმენტები, ასევე, მათი გამოყენების შედეგები; მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოსა და პოლიტიკური ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემების, არსებული გამოწვევების ანალიზს. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში


sur-1
ჩარექიშვილი, ნ. ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია : მმართველობის სტრუქტურები, სახელმწიფო და სოციალური წესწყობილება უძველესი დროიდან დღემდე / რედ. ზ. აბაშიძე. – თბ., 2018. – 420 გვ.
ISBN : 978-9941-9616-1-8

წიგნში თავმოყრილია საინტერესო მასალები, რომელიც შეეხება საქართველოს მმართველობის სტრუქტურებს, სახელმწიფო და სოციალურ წესწყობილებას. მასალები დალაგებულია ეპოქების მიხედვით. 
წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან. ერთ ნაწილში –  საქართველოს მეფის ხელისუფლება, სამოხელეო აპარატი და სახელმწიფო ინსტიტუციები – მიმოხილულია ზოგადად მეფის რაობა, დარბაზი, ვეზირები და სავაზირო, საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები და სხვ. საკითხები, ხოლო მეორე ნაწილში – საქართველოს სახელმწიფო და სოციალური წესწყობილება საუკუნეების მიხედვით უძველესი დროიდან დღემდე – განხილულია უძველესი დროიდან დღემდე საუკუნეების, ეპოქების მიხედვით ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია, მისი წარმოშობისა და განვითარების ძირითადი ეტაპები, მმართველობის ფორმები, სტრუქტურები, კონკრეტულ ეპოქაში სახელმწიფო მოხელის უფლება-მოვალებანი, მეზობელი სახელმწიფოების გავლენები მმართველობის სისტემების ჩამოყალიბების პროცესში და სხვ. ნაშრომს თან ერთვის ლექსიკონი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია, როგორც საჯარო მართვის სტუდენტებისათვის, ასევე საქართველოს ისტორიით დაინტერესებული პირებისთვისაც.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

001
Avaliani, Sergi. The Philosophy of Pseudoabsolute. – New York: Nova Science publisher, 2018. – 140 p.
ISBN 978-1-53613-807-8

ავტორი განიხილავს არსის სტრუქტურულ ანალიზს - რეალური არსი და განსაკუთრებული არსი; იგი იკვლევს კავშირს ემპირიულ, წინა-მეცნიერულ და მეცნიერულ-ფილოსოფიურ ცოდნას შორის. არსებობს მოცემულობა, რომ ადამინის ბუნებრივი ცოდნა თანდაყოლილია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში მიზნობრივად თუ ქვეცნობიერად, ადამიანები ქმნინ აბსოლუტს. უგულველყოფენ რა სინამდვილეს პრაქტიკული და გონებრივი  საქმიანობის დროს ისინი განიხილავენ მხოლოდ აბსოლუტურ ასპექტებს.

ამრიგად, აბსოლუტური ქმნილება ხდება ფსეუდოაბსულოუტი და ადამიანის ვირტუალური წარმოსახვის წყალობით ბუნებრივ არსად იქცევა. ამავდროულად იგი განაგრძობს არსებობას ჰომო საპიენსის პრაქტიკულ და თეორიულ ცხოვრებაში  ნამდვილი აბსოლუტად. ამდენად ფსეუდოაბსულოუტი თავდ ხდება  აბსოლუტი ადამიანის მიერ. ფსეუდოაბსულოუტი ხდება უდისესი როლის შემსრულებელი - „მესამე რეალობა“ ადამიანების სულიერ ცხოვრებაში აბსოლუტისა და ბუნებრივის გვერდით. ეს არის ცნობიერების, ღირებულების, რწმენის ფუნდამენტური განწყობა. გნოსეოლოგია, ეპისთემოლოგია, აქსიოლოგია და რელიგიური რწმენა მთლიანად ფსეუდოაბსოლუტის ფილოსოფიური თვალსაზრისით მიაზრება. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

003

იმედაშვილი, ი. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი (1801-1952) : ა-დ. ტომი I. / ტექსტის რედ. ხელნაწერებისა და ბიბლიოგრაფიების შევსება-შედარება ქ. გზირიშვილისა; სარედ. კოლეგია: ქ. გზირიშვილი, ლ. თაქთაქიშვილი, კ. იმედაშვილი, თ. ლაღიძე. - თბ.: ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2018. – 900 გვ. 

ISBN 978-9941-9606-1-1

ISBN 978-9941-9606-2-8

იოსებ იმედაშვილი სახალხო წიგნების გამოცემას 1897 წლიდან იწყებს და იმთავითვე მიზნად ისახავს ქართული მწერლობის, მეცნიერების მხატვრობის, მუსიკის, ხუროთმოძღვრების, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და მეურნეობის ყველა დარგის მუშაკთა შესახებ მნიშვნელოვანი საცნობარო წიგნის დაწერას. 

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონს წინ ერთვის იმედაშვილის მიმართვა. ტექსტი იმ მოქალაქეებს დაეგზავნა, რომელთაც ავტორი ეროვნულ მოღვაწეებად მიიჩნევდა, მიმართვა აგრეთვე დაიბეჭდა „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“. მასში ახსნილი იყო ის მოთხოვნები რაც დაეხმარებოდა იმედაშვილს ამ მართლაც საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში. ლექსიკონზე ავტორი სიცოცხლის ბოლომდე, 1952 წლამდე,  მუშაობდა, თუმცა ამაოდ იბრძოდა მის გამოსაცემად. იმ ეპოქაში სამწუხაროდ არავის სჭირდებოდა ეროვნული თავმოყვარეობისა და ღირსების გასამძაფრებლად გამოცემული არანაირი ლიტერატურა.

ინფოარხების ცნობების შეკრება