new publications-ის ბლოგი
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 27/12/2017 - 16:51.როგორ დავიცვათ სამუზეუმო კოლექციები შესაძლო საფრთხეებისგან = How to Protect the Museum Collections from Potential Threats / საქართველოს ეროვნული მუზეუმი; რესტავრაცია- კონსერვაციის კვლევითი ინსტიტუტი; სარედაქციო საბჭო: დ. ლორთქიფანიძე, მ. წერეთელი, ნ. კალანდაძე, ნ. ქებულაძე, თ. კინწურაშვილი, დ. გოგაშვილი; რედ. ნ. კალანდაძე. - თბ., 2017. – 144 გვ.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 21/12/2017 - 15:09.
გია ჯაფარიძე = Gia Japaridze. [ალბომი] / ავტ., შემდგ., დიზაინი გ. ჯანბერიძე. - თბ., 2017. – 200 გვ.
ISBN 978-9941-0-9698 -3
გია ჯაფარიძის ფართო შემოქმედებითი დიაპაზონი მრავალჯერ წარმოჩნდა და ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინეტრესს. მოქანდაკის ქმნილებებმა ჰპოვეს საყოველთაო აღიარება.
წინამდებარე ორენოვანი კატალოგი მოიცავს გია ჯაფარიძის შემდეგი სახეობის მნიშვნელოვან ნამუშევრებს: ქანდაკება ქალაქში, დაზგური ქანდაკება, დეკორატიული ხელოვნება.
კატალოგს ერთვის ვალერი ასათიანის წინასიტყვაობა; დალი ლებანიძის „მარადიული პოეზია“: გ. ჯაფარიძის შემოქმედების შესახებ; მოქანდაკის ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 21/12/2017 - 15:03.
ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი = Old Georgian Momumental Painting And Its Guardians/ საქართველოს ეროვნული მუზეუმი; პროექტის მენეჯმენტი: მ. წერეთელი, დ. ქაჯაია, ნ. ჯიქაძე; კატალოგის შედგენა, ტექსტი და შენიშვნები ნ. ჩიხლაძე; ანოტაციები: ნ. ჩიხლაძე, ნ. დათუნაშვილი, მ. გველესიანი; ფოტოგრაფია: მ. მაჭავარიანი, ზ. მახარაძე, გ. ბუმბიაშვილი, ბ. სკრინნიკოვი, მ. კილაძე, რ. არზუმანოვი; თარგმანი: მ. ოდიშელი, ც. ბასილაძე; ქართული ტექსტის რედაქცია ნ. ნადარაია; ინგლისური ტექსტის რედაქცია მ. ვიკერსი; დიზაინი: ი. ხუციშვილი, ი. დევდარიანი, მ. ცოცხალაშვილი. - თბ., 2017. – 320 გვ.
ISBN 978-9941-9468-5-1მონუმენტური მხატვრობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ქართული ფრესკა, რომელიც მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი მიმართულებაა, ერის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
წინამდებარე ორენოვანი წიგნი წარმოადგენს პირველ მასშტაბურ გამოცემას ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლთა შესახებ. მასში მოთხრობილია შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური დეკორის ცამეტსაუკუნოვანი განვითარების ისტორია იმ სახვითი არტეფაქტებით, რომლებმაც ქართული კულტურის დამცველი, გადამრჩენი და შემსწავლელი ადამიანების წყალობით, ერთი საუკუნის განმავლობაში თავი მოიყარა ეროვნული მუზეუმის საცავებში. გამოცემა ნათლად წარმოაჩენს აღნიშნულ კოლექციაზე მოამაგე ადამიანებს - მეცნიერებს, მხატვრებს, კოპიისტებსა და რესტავრატორებს.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 21/12/2017 - 14:56.
არსენიშვილი, ირინა. ქართული დაზგური ფერწერა: XVIII საუკუნის მეორე ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები / სამეცნ. რედ. ნ. ხუნდაძე; რედ. ნ. ნადარაია. - თბ., [წ.ა.]. – 211 გვ.
ISBN 978-9941-27-341-4წიგნი-ალბომი „ქართული დაზგური მხატვრობა. XVIII საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები (მხატვრულ-სტილური საკითხისათვის)“ კვლევის ტიპოლოგიური და კომპარატიული მეთოდების გამოყენებით ქართული დაზგური ფერწერის განვითარების ძირითადი მხატვრულ-სტილური ტენდენციების გამოვლენას ისახავს მიზნად.
ყოველი ისტორიული ეპოქის ხელოვნებას აქვს თავისი, სხვებისგან განსხვავებული, ბედი, ხშირად რთული და არაერთმნიშვნელოვანი. ასეთივეა ქართული დაზგური ფერწერის ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდი (XVIII ს-ის II ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები), როდესაც ქართულ მხატვრობაში ხელოვნების ტრადიციული ფორმები იშლება, იქმნება და ვითარდება ახალი - დაზგური ფერწერა.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 21/12/2017 - 14:40.
ჯავახიშვილი, ალექსანდრე. ბერიკლდეების ნასახლარი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი; რედ. ე. გამყრელიძე. - თბ., 2017. – 183 გვ.
ISBN 978-9941-9468-6-8ნაშრომი წარმოადგენს ცნობილი ქართველი არქეოლოგის აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის მონოგრაფიას, რომელმაც შეისწავლა მრავალფენიანი ძეგლი - ბერიკლდეების ნამოსახლარი. 1979-1992 წლებში ძეგლზე მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. საველე სამუშაოების შედეგად დადგინდა ძეგლის შემადგენელი კულტურული ფენებისა და ჰორიზონტების თანმიმდევრობა, ქრონოლოგიურ-ისტორიული რაობა, საერთო ხასიათი. აღნიშნული სამუშაოების შედეგების შეჯამებას ისახავს სწორედ მიზნად წინამდებარე პუბლიკაცია. ამ კვლევის მნიშვნელობა გასცდა ამიერკავკასიის და, საერთოდ, კავკასიის ფარგლებს. მას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 21/12/2017 - 14:23.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 07/12/2017 - 14:02.
ქაზემზადე, ფირუზ. ბრძოლა ამიერკავკასიისთვის:1917-1921 / წინასიტყვაობა მ. კარპოვიჩისა; წინასიტყვაობა ქართული გამოცემისათვის ლ. ბაქრაძისა; მთარგმ. ქ. ქანთარია; მეცნ. რედ. გ. მამულია. -თბ.: პოეზია, 2016. – 427 გვ.
ISBN 978-9941- 0-8701- 1წიგნს თან ახლავს ფოტომასალა.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 07/12/2017 - 13:56.
იუნგი, კარლ გუსტავ. მეტამორფოზის სიმბოლოები / მთარგმ. მ. ბადრიძე. - თბ.: დიოგენე, 2017. – 622 გვ.
ISBN 978-9941- 11-530- 1
დიდი შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ თხზულებაში ჩამოყალიებებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს.„მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის - მითებისა და სიზმრების - წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
