Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

n46bg
გამყრელიძე, გ. იარაღ-საჭურველი ძვ. წ. V - ახ. წ. IV საუკუნეების საქართველოში. I / გ. გამყრელიძე, ვ. შატბერაშვილი, მ. ფირცხალავა, მ. ჩარკვიანი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოთარ ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტი. - თბ., 2018. - გვ. 1-170. ილ.: 245-295 = Gamkrelidze, G. Weapons and Armour in Georgia (5th  century BC - 4th century AD). I / G. Gamkrelidze, V.  Shatberashvili, M. Pirtskhalava, M. Charkviani; Georgian National Museum, Otar Lordkipanidze Institute of Archaeological Studies. – Tb., 2018. - P. 171-243. 
ISBN: 978-9941-27-959- 1

წინამდებარე წიგნში ძვ.წ. V- ახ. წ. IV საუკუნეების საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებული იარაღ-საჭურველი: შუბი, სატევარი, ცული, მშვილდ-ისარი, მუზარადი, ჯაჭვ-ჯავშანი, ფარი და სხვ. შესწავლილია სტატისტიკურ-ტიპოლოგიურად, სისტემური ანალიზის მეთოდის გამოყენებით; არქეოლოგიური მონაცემები შეჯერებულია წერილობით წყაროებთან;   მოკლედაა მიმოხილული იარაღის შემცველი არქეოლოგიური ძეგლები. ასეთი მეთოდიკის გამოყენების შედეგად შეიქმნა საცნობარო-მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომი ანტიკური პერიოდის საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური და საბრძოლო ისტორიის შესახებ. აღნიშნული ნაშრომის პარალელურად, შედგა არქეოლოგიური მასალის კატალოგი: „იარაღ-საჭურველი ძვ.წ. V - ახ. წ. IV საუკუნეების საქართველოში II (ნაწ.), რომელიც ინტერნეტშია განთავსებული. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

wvj1k
საქართველო და აღმოსავლური სამყარო (ინდოეთი და შორეული აღმოსავლეთი) / შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; სამეცნ. ხელმძღვ. ნ. დემურიშვილი; სამეცნ. რედ. ნ. ნადარაია. - თბ., 2018. - 218 გვ. 
ISBN: 978-9941-27-526- 5

შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებსა (ჩინეთი, იაპონია) და ინდოეთს მდიდარი წარსულით, საინტერესო, სახასიათო ხელოვნებითა და მხატვრული ტრადიციებით გამორჩეული ადგილი უკავია მსოფლიოს კულტურულ რუკაზე. ამ უძველეს კულტურათა მიმართ ინტერესი ოდითგან დიდი იყო ჩვენს ქვეყანაშიც. ამის ნათელი დასტურია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური, იაპონური და ინდური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები, რომელთა კომპლექსური მეცნიერული კვლევა, ატრიბუცია და რესტავრაცია-კონსერვაცია შესაძლებელი გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
 მემკვიდრეობითი ევროპოცენტრიზმის გამო ჩვენი საზოგადოება ხშირად აწყდება სიძნელეებს აღმოსავლეთის კულტურისა და მენტალობის შეცნობისას. წინამდებარე მონოგრაფიის მიზანია ამ ხარვეზის თუნდაც ნაწილობრივ დაძლევა. მასში თავმოყრილია ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის ისტორიისა და ხელოვნების მკვლევართა შრომები, რომლებიც მოიცავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ უცნობ კოლექციებს, განიხილავს აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურულსა და რელიგიურ-ფილოსოფიურ ასპექტებს. 
მონოგრაფია გამდიდრებულია ილუსტრაციებით. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

qkpin
III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: „ქართულ-ოსური ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“; ეძღვნება აკად. გიორგი ახვლედიანსა და აკად. ვასილ აბაევს; მასალები; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; მთ. რედ. ნ. ბეპიევი = III International Conference : Perspectives of Development of Georgian-Ossetian Relations: Georgian-Ossetian Relations – History and Modernity; Dedicated to Academician Giorgi Akhvlediani and Academician Vasil Abaev; Proceedings; Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Research Centre for Georgian-Ossetian Relations; Chief Ed. N. Bepievi. - თბ., 2017. - 13-15 ოქტომბერი. -217 გვ. 
ISBN: 978-9941-13-672- 6

აღნიშნულ კრებულში განხილულია ქართულ-ოსური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო, სამეცნიერო კონფერენციაზე, ქართველი, ოსი და სხვა ეროვნების ავტორების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები,რომლებიც ეხება შემდეგ საკითხებს: „ქართულ-ოსური ეტიმოლოგიები“,  „ქართულ-ოსური კულტურული ურთიერთობები: მსგავსებები და თანამედროვე გამოწვევები“, „სახელთა ხარისხის ფორმები ქართულსა და ოსურ ენებში“, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობა ცხინვალში“, „ ქართულ-ოსური ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი“, „ეთნიკური უმცირესობების ენების სწავლების თავისებურებები საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში (აფხაზური და ოსური ენების მაგალითზე), „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის საკითხისათვის - საბჭოური მითი და სინამდვილე“, „ოსურ ენაში არსებული „კავკასიური ხშულების“ ისტორიისთვის“, „ინტერკულტურულ-მიგრაციული მწერლობა - მედიუმი ნაციონალურ და ინტერკულტურულ იდენტობათა შორის“, „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების გაშუქება თანამედროვე პრესაში“, „უძველეს რწმენათა და წეს-ჩვეულებათა კვალი ოსურ ზღაპრულ ეპოსში“, „ოსური სამოყვარულო თეატრი“, „თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ასახული, ქართულ-ოსური ადამიანური ურთიერთობები რუსული პოლიტიკის მიღმა“, „საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ოსთა ბრძოლის ისტორიიდან (XIX საუკუნის დასაწყისი)“ და სხვა. 
კრებულში წარმოდგენილი მასალები შესრულებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

 2c906   ok8k9
დადიანი, თამარ. შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება / თ. დადიანი, ე. კვაჭატაძე, თ. ხუნდაძე; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი; რედ. დ. თუმანიშვილი. - თბ.: სეზანი, 2017. - 424 გვ. 
ISBN: 978-9941-27-498-5

Dadiani, Tamar. Medieval Georgian Sculpture / T. Dadiani, E. Kvachatadze, T. Khundadze; George Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation; Ed. D. Tumanishvili. – Tb. : Cesanne, 2017. – 375 p. 
ISBN: 978-9941-27-498- 2

ნაშრომში ერთ მთლიანობადაა წარმოდგენილი შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების თოთხმეტსაუკუნოვანი განვითარება, მისი საერთო სურათი, დღეისათვის არსებული სამეცნიერო ცოდნის შეჯამების საფუძველზე გაანალიზებულია მისი ძირითადი ტენდენციები და არსებითი მახასიათებლები. მონოგრაფია ძეგლთა ქრონოლოგიური რიგის მიხედვით ცალკეულ თავებადაა დაყოფილი. წიგნში თითოეული რელიეფი განხილულია იკონოგრაფიული, სემანტიკური და სტილური თვალსაზრისით. პროექტის განხორციელების შედეგად თავი მოეყარა შუა საუკუნეების რელიეფური ქანდაკების მრავალრიცხოვან ნიმუშს, მოხდა არაერთი მათგანის იდენტიფიცირება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მრავლად ჩატარებული ექსპედიციების წყალობით შესაძლებელი გახდა როგორც დღემდე უცნობი ძეგლების აღმოჩენა, ისე ჩვენთვის ცნობილ ნიმუშთა ახლიდან ფოტოფიქსაცია. ამგვარად, წიგნში პირველად ქვეყნდება ახლადაღმოჩენილი, სამეცნიერო წრისთვის უცნობი რამდენიმე რელიეფური ქანდაკება. ბუნებრივია, წიგნში გამოყენებულია აგრეთვე სხვადასხვა ავტორის, ჩვენთვის ხელმიუწვდომელი ძეგლების ფოტოებიც (მაგ., ოკუპირებული რეგიონების და სხვ.). 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

bbhfp
Кавказский сборник. Т.№10 (42) / МГИМО МИД России; Институт Международных исследований; Центр проблем Кавказа и региональной безопасности. – М.: Асспект Пресс, 2017. – 415 с.
ISBN978-5-7567-0949-0

Кавказский сборник-ის მე-10 ტომი შეიცავს სტატიებს კავკასიის ისტორიის, ისტორიამცოდნეობის, ისტორიოგრაფიის, ეთნოლოგიისა და კულტუროლოგიის შესახებ. წიგნში გამოქვეყნებულია ახალი საარქივო დოკუმენტები კავკასიის ომის შესახებ. აქვე წარმოდგენილია მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორის ა. ბოგატუროვის ავტობიოგრაფიული ჩანაწერები.
კრებულის გამოცემა 2004 წლიდან დაიწყო და მთლიანად მოიცავს 127 ავტორის 240 სტატიას მთლიანი კავკასიის (და არა მხოლოდ) მასშტაბით, კრებული თავისთავში აერთიანებს პროფესიონალების მთელ გუნდს და ეხება ყველა პირადულ ტუ საყოველთაო პრობლემებს.
ამჯერად მიმდინარე ტომი განკუთვნილია კავკასიის ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქეოლოგიის მკვლევართათვის. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

rjiq2
ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისური და ოსურ-ქარტუ-რუსულ0ინგლისური სასაუბრო = Гуырдзиаг-Ирон-Уырыссаг-Англисаг æмæ Ирон- Гуырдзиаг- Уырыссаг- Англисаг ныхасгæнæн = Грузинско-Осетинско-Русско-Английский и Осетинско- Грузинско- Русско- Английский разговорник = Georgian-Ossetian-Russian-English and Ossetian-Georgian-Russian-English Phrasebook / შემდგ. და მთ რედ. ნაირა ბეპიევი. – [თბ.]., 2017. – 345 გვ. 
ISBN 978-9941-26-070-4

წიგნი არის პირველი პრეცენდენტი ყველა ამ ენაზე წარმოადგინოს ფრაზეოლოგიურად საკმაოდ რთული  ენების კონსტრუქციები და მიაწოდოს იგი მკითხველს მისთვის საჭირო ფორმით. სასაუბროს ერთვის ლექსიკონიც რაც აადვილებს ლექსიკისა და ტერმინოლოგიის შესწავლას. აგრეთვე ახლავს ქართულ-ოსური ანბანიც სატანადო ტრანსკრიფციით. სასაუბროში წარმოდგენილია ასზე მეტი თემა, მათ შორისაა: მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, გაცნობა, თანხმობა, მიპატიჟება, სახელი ასაკი და მრავალი სხვა. სასაუბროს ერთვის კომპაქტდისკი, რომელშიც ჩაწერილია ყველა ძირითადი თემა და მოკლე ტექსტები ქართულ და ოსურ ენებზე.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

h4ci0
არქიტექტურა და იდენტობა : საეკლესიო მშენებლობა თბილისში (1801-1918) = Architecture and Identity Church Building in Tbilisi (1801-1918) / დავით ხოშტარიას საერთო რედაქციით; გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. - თბ., 2016. – 261 გვ. 
ISBN 978-9941-0-8781-3

წიგნის ამოცანას წარმოადგენს ერთი მხრივ თბილისის ეთნოკონფესიურ თემთა ეროვნული თუ რელიგიური იდენტობის ასახვა მათ არქიტექტურაში და მეორე მხრივ თავად არქიტექტურის როლი ამ იდენტობის ფორმირებაში. წიგნში ისმება პრობლემა ქართველ და რუს მართლმადიდებელთა, მონოფიზიტ სომეხთა, ქართველ, სომეხ და პოლონელ კათოლიკეთა და გერმანულ ლუთერანთა საეკლესიო შენობების როლი მათ ეროვნულ და რელიგიურ იდენტობის ჭრილში. წიგნში უხვად არის წარმოდგენილი ფერადი ილუსტრაციები, რაც თვალნათლივ გვანახებს თითოეული კონფესიის ჩართულობას ქალაქის არქიტექტურულ ფორმირებაში.
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 
წიგნს ახლავს სურათების სია (192 სხწ.) და სურათების წყაროები.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

kw2qr
ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი IV. ქართული ისტორიული საბუთები XVI საუკუნე : (ქართლი და სამცხე-საათაბაგო) = Georgian Historical Documents 16th Century : (Kartli and Samtskhe-Saatabago) / კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; საქართველოს ეროვნული არქივი; ტომი შეადგ. და ქართული ტექსტები გამოსაც. მოამზადა მ. სურგულაძემ, სპარსული ტექსტები მოამზადა თ. აბაშიძემ; ტომის რედ.: ზ. აბაშიძე, ე. ცაგარეიშვილი. - თბ., 2016. – 746 გვ.: ტაბ. 
ISBN 978-9941-25-427-7

უაღრესად ღირებული და ამავდროულად საკმაოდ ვრცელი ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის წიგნი თავდაპირველად 1984 წელს გამოიცა და IX-XIII საუკუნეებს მოიცავდა. ისტორიული საბუთების კორპუსის თითოეული ტომი ქართლის სამეფოს ჩვენამდე მოღწეული ისტორიული საბუთების გაცნობის ერთგვარ მნიშვნელოვან და ამავდროულად საინტერესო ცნობად წარმოგვიდგება. 
მიმდინარე ტომში მკითხველი გაეცნობა XVI საუკუნიდან შემონახულ სამცხე საათაბაგოს ისტორიულ საბუთებს; ოფიციალურ პირთა - მეფეთა, დედოფალთა, საეკლესიო იერარქთა და ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელთა ბრძანება განკარგულებებს, იურიდიულ გარიგებებს, სასამართლო აქტებს, რომელთა სამართლებრივ შინაარსს ამ დროისათვის უკვე ტრადიციულად დამკვიდრებული სოციალური სტრუქტურები და მიწათმფლობელობის ფორმები განსაზღვრავენ. აქ აგრეთვე გადმოცემულია საეკლესიო ცხოვრების სფეროში გამოვლენილი სამცხე-საათაბაგოს მმართველთა სეპარატისტული პოლიტიკა.
ინფოარხების ცნობების შეკრება