Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

500eefe777e6

ჯაფარიძე, ივანე.

მყინვარწვერიდან ევერესტამდე/ რედაქტორი გივი ქართველიშვილი. - თბილისი. - 2010. - გამომც. "ფორმა"
ISBN 978-9941-0-2303-3


წიგნში საარქივო მასალის გამოყენებით წარმოჩენილია ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია 1923 წლიდან 1991 წლამდე, როცა გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე ასვლით დასაბამი მიეცა მთასვლელობას საქართველოსა და საბჭოთა კავშირში, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების წელს რომან გაუტაშვილმა ქართველთაგან პირველმა შედგა ფეხი დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

6d9c20713b05

ვარლამ ჩერქეზიშვილი. თხზულებანი. ტომი პირველი. თბ.-2011
გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწისა და მამულიშვილის ვარლამ ჩერქეზიშვილის პუბლიცისტური წერილები ხშირად იბეჭდებოდა როგორც ქართულ ისე ევროპულ პრესაში;

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

0dc3616ed55f

კერესელიძე, ზურაბ; გაბისონია, იზოლდა.დედამიწის მაგნიტური სასაზღვრო ფენის მოდელირება .- თბილისი.- 2011. - მერიდიანი
ISBN 978-9941-10-343-8
მონოგრაფიაში შეჯამებულია პროფ. ზურაბ კერესელიძის და მისი მოწაფეების მიერ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში 2000-2010 წლებში ჩატარებული თეორიული კვლევის შედეგები.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

dc8590b0343b

თეზელიშვილი, ს., კელაპტრიშვილი, ო., „ხელოვნების ენციკლოპედია“ : [2 ტომად] - თბ.: 2011 ISBN: 978-9941-0-2418-4
წიგნი მასალის მოცულობის მიხედვით დაყოფილია- პერიოდებად, ქვეყნებად, ჟანრების მიმდინარეობებად, ევოლუციის მომენტებად, გარდამტეხ ფაზებად, პერსონალებად (მსოფლიო ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებზე), ვინც შეიტანა შესწორება ხელოვნების განვითარების მოვლენებზე, ზეგავლენაზე, მათ გარდამავალ მომენტებზე, რამაც ბიძგი მისცა, რომ ყოფილიყო დღევანდელი მსოფლიო ასეთი განვითარების მხატვრული სილამაზის აღმქმელი.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

51a160549468

Kheladze, Shadiman. Otar Tsereteli and the Metric Properties of Functions = Хеладзе, Шадиман. Метрические свойства функций и Отар Церетели / Edited by Barsegyan, G.- Tbilisi, Publishing House GCI, 2011. – 76 p.: 2 p. photo.
ISBN 978-99940-17-96-6
      შადიმან ხელაძის წიგნი „ფუნქციების მეტრული თვისებები და ოთარ წერეთელი“ ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ წერეთლის დაბადების 85 წლისთავს.
      წიგნში ინგლისურ და რუსულ ენაზე მოცემულია გამოჩენილი მეცნიერის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა; შეერთებული ფუნქციების მეტრული თვისებები; ორთოგონალური რიგის უპირობო თანხვედრა და ფუნქციების მეტრული თვისებები. 
      წიგნს ახლავს ოთარ წერეთლის შრომათა ბიბლიოგრაფია (45 სხწ.)

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

4502d7a5f91a

გოდაბრელიძე, ა., მეხუზლა, ლ., სამანიშვილი, გ., საუკეთესო ქართული ღვინოები = Godabrelidze, A., Mekhuzla, L., Samanishvili, G., The Best Georgian Wines = Годабрелидзе, А., Мехузла, Л., Саманишвили, Г. Лучшие Грузинские Вина - თბ.: პარნასი. – 2010. -გვ.158
ISBN: 978–9941–9158–0–2
წიგნი არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც დაინტერესებულ პირს საქარველოში ჩამოსხმულ საუკეთესო ღვინოებს გააცნობს. წიგნი მიზნად ისახავს აგრეთვე ქართული ღვინის, როგორც პროდუქტის პოპულარიზაციას.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

53406200218c

ქართული ნაქარგობა - თბ.: ქარჩხაძის გამომცემლობა -. 2011. - გვ.504
ISBN 978-99940-34-46-8
ქარჩხაძის გამომცემლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად წარმოგიდგენთ შუა საუკუნეების უნიკალური ქართული ნაქარგობის, კერძოდ, ქართული საეკლესიო ქარგულობოს პირველ გამოცემას.
წიგნში შესულია ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონის (XII-XIXსს.) მხატვრული, კომპოზიციური, იკონოგრაფიული და ტექნიკური თვალსაზრისით საუკეთესო საეტაპო ძეგლები: გარდამოხსნები, კრეტსაბმელები, დაფარნები, ოლარ-ომოფორები, საბუხარები, სამღვდელმთავრო სრული შესამოსელი, ენქერები, სამღვდელო სარტყლები და მიტრები.

ინფოარხების ცნობების შეკრება