Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

57ee1723717f

Бурдули, Нона. Смертельный приговор отменяется. (К борьбе против старения, против болезней Альцгеймера, Паркинсона и некоторых других паталогий мозга).-200 с.
წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ცერებრალური პათოლოგიები, როგორიცაა ალცჰეიმერის, პარკინსონის, ჰანტინგტონის, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, ცერებრალური იშემია, ტრამვული და ინსულტის შემდგომი ტვინის დაზიანება და ყველა ის დაავადება, რომლის დროსაც ხდება ტვინში ნეირონების დაშლა. ეს დაავადებები არ იკურნება.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

95ffa8ae41ca

პროექტი citybooks ბრუსელში ფლამანდურ-ნიდერლანდული კულტურის ცენტრის DeBuren-ის ინიციატივაა; მას ევროკავშირი აფინანსებს. პროექტი ევროპის ქალაქებს ლიტერატურული და ვიზუალური პორტრეტების მოზაიკაში აერთიანებს. წიგნი მოიცავს ლიტერატურულ შთაბეჭდილებებს თბილისის შესახებ. წინამდებარე გამოცემაში შესულია ხუთი მწერლის და ორი ფოტოხელოვანის ნამუშევრები. ისინი ერთმა ქალაქმა - თბილისმა შთააგონა.

citybooks თბილისის დანიშნულებაა, ნიდერლანდელ მკითხველში გამოაღვიძოს ინტერესი თბილისისა და თანამედროვე ქართველი მწერლების მიმართ, და პირიქით - ქართველები ნიდერლანდებით დააინტერესოს. წიგნში შესულია ტექსტები ქართულად და ინგლისურად; ნაწარმოების კითხვა ნიდერლანდურ და ფრანგულ ენებზე შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.city-books.eu

ახალი გამოცემები ჩვენს ბიბლიოთეკაში

11a2e4cb42c3

თსუ მეცნიერება=TSU Sciene // 2011. - დეკემბერი [ №1]. – 104 გვ.:სურ. ISSN 2233-3657

„თსუ მეცნიერება“ ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პერიოდული ორენოვანი სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალია, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოვა და მკითხველს ბოლო სამეცნიერო სიახლეებს გააცნობს. ჟურნალს სამეცნიერო სტატიების გარდა ახლავს  „თსუ – საერთაშორისო კონფერენციების 2011 შემოდგომა–ზამთარი“ მოკლე მიმოხილვა, „თსუ–ის  ფაკულტეტებზე 2011 წელს დაცული დისერტაციები“–ის სია, „თსუ–ის გამომცემლობის 2011 წლის გამოცემებიდან“  სახელმძღვანელოების მოკლე მიმოხილვა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

b6fbe674f890
კასე, ჰ. ხმა მდუმარეთა: საუბრობენ მსხვერპლები; გვირჩევენ ექსპერტები; აანალიზებენ მეცნიერები / ქართ. გამოც. რედ. და ადაპტ. კითხვარების ავტ. თ. მოსიაშვილი. – [ თბ.:] პეტიტი, 2011. – 416 გვ. –რეზ. ინგლ., რუს.
წიგნის ორიგინალური ვერსია შეიქმნა ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტში. წიგნის ქართული ვარიანტი გამოიცა ამავე ინსტიტუტის ლიცენზიით პროექტის „საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დასახმარებლად“ ფარგლებში.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

3e29fae60e7b

ქლოუზი, ფრენკ „ნაწილაკების ფიზიკა“ (ძალიან მოკლე შესავალი). - თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. – 2011. 
ISBN: 978-9941-13-135-6;  ISBN: 978-9941-13-208-7
სამყაროს შემადგენელი ძირითადი ნაწილაკების შესახებ დაწერილ ამ შესავალში ფრენკ ქლოუზს მივყავართ ატომის სამყაროში. იგი ღრმად გვახედებს იმაში, თუ რა აღმოჩენა გაკეთდა ნაწილაკების ფიზიკაში და როგორ შეიცვალა სამყაროს სურათი ამ მიღწევების ფონზე.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

7e3c666f4e30

1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი II. ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით და ფაქსიმილებით გამოსაცემად მოამზადეს აკად. სერგი ჯიქიამ და პროფ. ნოდარ შენგელიამ. - კავკასიისა და აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი. ივანე ჯავაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - თბილისი. – 2010 . - ISBN: 978-9941-407-10-9
1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარის II ტომი ერთერთი საუკეთესო წყაროა XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის სამხრეთ კავკასიის ხალხთა ისტორიისათვის. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ისეთი რეგიონები, როგორიცაა საბარათიანოს, სომხითის, ბაიდარის, ტაშირის, ანჩას, დემურჩი ჰასანლუს, აჰსაბადის და სხვა ნაჰიეები. აღნიშნულ რეგიონებში წარმოდგენილია XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ოსმალური გადასახლებები და საგადასახადო სისტემა, ასევე საუბარია პოლიტიკური ისტორიის, ლინგვისტიკის, ონომასტიკისა და სხვა საკითხებზე.

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

b065076e4d9f

დარჩიაშვილი, შანშე  „ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან“. სომხური ლაპიდარული წარწეერების ცნობები საქართველოს შსახებ XII-XIII საუკუნეების პირველ ნახევარში. სერია საქართველო-სომხეთი.  არტანუჯი. - 2010.- 184 გვ. 

ISBN 978-9941-421-09-9

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

12c297e84022

ქართველი მათემატიკოსის ნიკოლოზ მუსხელიშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ბიობიბლიოგრაფიული წიგნი სერია „ქართველი მეცნიერების“ ფარგლებში გამოსცა.

წიგნში შესულია მუსხელიშვილის სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან, მისი რედაქციით გამოცემული შრომები და ლიტერატურა ცნობილი მათემატიკოსის შესახებ. აღნიშნული მასალა ქრონოლოგიურადაა დალაგებული და 1915-2011 წლებს მოიცავს.

წიგნის რედაქტორი ირაკლი ღარიბაშვილი,  ბიბლიოგრაფიული რედაქტორი კი ნანა ბაღათურიაა. შემდგენლები – მარიკა ჟორჟოლიანი, ლენა ხუხია.

წიგნი სამ – ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვანია და გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა.

ინფოარხების ცნობების შეკრება