new publications-ის ბლოგი
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 18/10/2018 - 13:35.
ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 2 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. ბუბა კუდავა. - თბ. : არტანუჯი, 2017. - 440 გვ. : ილ. ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 3 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. ბუბა კუდავა. - თბ. : არტანუჯი, 2017. - 428 გვ. : ილ. ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 4 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. როინ მეტრეველი. - თბ. : არტანუჯი, 2016. - 388 გვ. : ილ.
ISBN 978-9941-463-97-6 (ტომეულის)
ISBN 978-9941-445-72-9 (II ტომი)
ISBN 978-9941-463-63-1 (III ტომი)
ISBN 978-9941-463-65-5 (IV ტომი)
ტომეული წარმოადგენს 2016 წელს გამოცემულ I ტომის გაგრძელებას. პირველ ნაწილში შესული იყო ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგში 1907 წელი; შემდეგი სამი ტომი ეტაპობრივად აგრძელებს უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის მომდევნო პერიოდის შრტომებს, ესენია: ტ. 2. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი; ტ. 3. არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ სვანეთში 1910 წელი; ტ. 4. არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში.
წიგნის მე-2 ტომი რუსულ და ქართულ ენოვან ჩანაწერებს მოიცავს, ესენია: მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ექსპედიციის მიერ შეკრებილი (1902, 1909 წლის ჩანაწერები) და ჟურნალ „მოამბეში“ დასტამბული დიდძალი მასალა. აქ წარმოდგენილია ტიფლისის გუბერნია, ყარსი, იმერეთი, გურია, ქართლი და კახეთი
წიგნის მე-3 ტომი შეიცავს ოთხ ნაწილს და სვანეთის ცალკეული უბნების აღწერილობას მოიცავს. ესენია ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი,
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 18/10/2018 - 13:28.ლი, ერიკ. ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921/ სამეცნ. რედ. გ. მამულია; მთარგმნ. ქ. ქანთარია. - თბ., 2018. – 322 გვ. 22 გვ.
ISBN 978-9941-27-852-5
ერიკ ლი ჟურნალისტი და ისტორიკოსია. იგი ოცდაათი წლის განმავლობაში იკვლევდა დამოუკიდებელ საქართველოს.
წიგნი პირველად გამოიცა 2017 წელს, ლონდონში. იგი ეხება საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და სოციალისტურ რევოლუციას. წიგნი ეყრდნობა როგორც უცხოელი თანამედროვეების, ასევე იმავე პერიოდში მოღვაწე გამოჩენილ პიროვნებათა მოგონებებს. ავტორი მკაფიოდ აჩვენებს ერთი საუკუნის წინანდელ ისტორიას - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა, რამაც საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ქართულ დემოკრატიას.
წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
წიგნში ჩართულია ფოტო დოკუმენტალური მასალა, ახლავს შენიშვნები და პირთა საძიებელი.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 08/10/2018 - 17:01.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 08/10/2018 - 16:56.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 03/10/2018 - 17:38.Tectonic Evolution of the Eastern Black Sea and Caucasus / Geological Society Special Publication 428 / ed.by Sosson, M; Stephenson, R. A. Adamia; S. A. – London : Geological Society, 2017. – 368 p.
ISBN-10: 1862397392
ISBN-13: 978-1862397392
გამოცემა მოიცავს ევრაზიის კონტინენტური საზღვარისა და მიმდებარე ოკეანის აღწერილობას. სტატიების უმეტესობა მულტიდისციპლინურია და მათში მიმოხილულია რეგიონი მეტამორფიკული პეტროლოგიიდან დაწყებული სტრუქტურული, ტექტონიკური და გეოფიზიკური ერთეულების ჩათვლით. სტატიებში მნიშვნელოვანიად არის განხილული აქტიური და პასიური კასტრალური სეისმოლოგია, პალეომაგნეტიზმი, საველე გეოლოგია, გეოქიმია, დაბალი ტემპერატურის თერმოქრონოლოგია.
გამოცემა ინტეგრირებულია და კონცეპტუალურად ყველა რეგიონს მოიცავს, მათ შორის განაპირა რეგიონებსაც.
წიგნი ინგლისურენოვანია, ერთვის ფერადი ილუსტრაციები, გრაფიკული გამოსახულებები და რუკები, აგრეთვე გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 03/10/2018 - 17:35.Tectonic Evolution, Collision, and Seismicity of Southwest Asia: In Honor of Manuel Berberian’s Forty-Five Years of Research Contributions / Geological Society of America; Ed. by Rasoul Sorkhabi. - Boulder, Colorado : The Geological Society of America, 2017. – 675 p.
ISBN 978-0-8137-2525-3
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (ამჟამინდელი ევრაზია) არაბულ კონტინენტურ ფირფიტებს შორის მიმდინარე ტექტონიკური შეჯახების ადგილს წარმოადგენს. რეგიონში ასევე შედის სპარსეთის ყურის სტრატეგიული საზღვაო სივრცეები, ომანის ყურე, კასპიისა და ხმელთაშუა ზღვა.
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რეგიონია, რომელიც აქტიური დანაწევრების, დიდი მასშტაბის მიწისძვრების, ვულკანური ლანდშაფტების, ისტორიული ცივილიზაციების, ასევე გეოლოგიური მოვლენების თვალსაზრისით კომპლექსურად, დედამიწის 540 მილიონი წლის სტრატიგრაფიულ ჩანაწერს მოიცავს.
წიგნი აერთიანებს გეოლოგიური ევოლუციის, კოლინური ტექტონიკის, აქტიური დეფორმაციის, ისტორიული და თანამედროვე სეისმურობის ანალიზს.
გამოცემა ინგლისურენოვანია და ერთვის ფერადი ილუსტრაციები, გრაფიკული გამოსახულებები, რუკები
წიგნში სხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ერთად შესულია ქართველ მკვლევართა ნაშრომები:
1. Tethyan evolution and continental collision in Georgia / Shota Adamia, A. Chabukiani, T. Chkhotua, O. Enukidze, N. Sadradze, G. Zakariadze
2. Postcollisional tectonics and seismicity of Georgia / Shota Adamia, V. Alania, N. Tsereteli, O. Varazanashvili, N. Sadradze, N. Lursmanashvili, A. Gventsadze
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 04/09/2018 - 13:27.კაცელაშვილი ბასილიძე, ზ. აბატ ლორენსო ჰერვას პანდუროს „მსოფლიოს ენათა კატალოგი“ და ზენაარელი ქალდეველ-ქართველები / ზ. კაცელაშვილი ბასილიძე, ლ. კაცელაშვილი, მ. კაცელაშვილი. - თბ., 2014. - გვ. 591.
ISBN: 978-9941-0-7063- 1
ნაშრომი, რომელიც ეძღვნება საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ქართველთა წარმომავლობის დღემდე ბუნდოვანი საკითხის გაშუქებას, შედგება ორი ნაწილისაგან.
ნაშრომის პირველ ნაწილში განსაკუთრებული ადგილი უკავია აბატ ჰერვასის ფუნდამენტური ნაშრომის „ცნობილი ერების ენათა კატალოგი, და ნუმერაცია, დაჯგუფება, და კლასები მათი იდიომებისა და დიალექტების განსხვავებების მიხედვით“. ეს ნაშრომი სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება შემოკლებული სათაურით - „ენათა კატალოგი“, რის გათვალისწინებითაც ავტორებმა უმჯობესად ჩათვალეს მისთვის ეწოდებინათ „მსოფლიოს ენათა კატალოგი“. წარმოჩენილია ამ ნაშრომის ძირითადი მიზანი და მისი მნიშვნელობა ენათმეცნიერებაში. ვინაიდან ეს ნაშრომი დღემდე არ არის მეცნიერულად რედაქტირებული, ავტორების მიერ შედგენილია მისი ექვსივე წიგნის „სახელებისა და გეოგრაფიული ტერმინების ეტიმოლოგიათა საძიებელი“, რომლის წაკითხვაც მკითხველს გააცნობიერებს მრავალი ხალხისა და ენის წარმოშობის ისტორიაში.
აბატ ჰერვასის „მსოფლიოს ენათა კატალოგის“ II წიგნის მეშვიდე თავი ეძღვნება ქართულ-კოლხურ, ალბანურ და არმენულ ენებს, ამიტომ ეს თავი ავტორების მიერ სრულადაა თარგმნილი.
»
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : პარ, 13/07/2018 - 17:58.ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა (გამოკვლევა, ტექსტები) = Manuscript Heritage of Tao-Tlarjeti (Research, Texts) / მ. სურგულაძე, ნ. ჩხიკვაძე, ლ. შათირიშვილი, მ. კარანაძე, ნ. ჟღენტი, ე. ედიშერაშვილი; კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. - თბ., 2018. - 318. გვ.: ილ.
ISBN 978-9941-9564-0-9
გამოცემა ეძღვნება იმ ხელნაწერების მიმოხილვას, რომელიც ტაო-კლარჯეთმა შემოგვინახა, მათ შორისაა: ძველი ქართული საეკლესიო და საისტორიო მწერლობის ნიმუშები და სამოქალაქო და სამართლებრივი დოკუმენტები.
წიგნი ასახავს მთლიანი კუთხის ისტორიულ გზასა და კულტურულ პროცესებს. აქ თავმოყრილი და განზოგადებულია დღეისათვის არსებული ცოდნა ტაო-კლარჯეთის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ. განხილულია ეპოქის პოლიტიკური თუ სოციალური წანამძღვრები „ბერმონაზვნული“ კულტურის შემდგომი განვითარებისათვის.
წიგნში წარმოდგენილია ასევე მოკლე ინგლისურენოვანი ტექსტი,
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
