Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

gq9fj

როგავა, ზვიად. საგადასახადო სამართალი : დამხმარე სახელმძღვანელო = Tax Law. წგ. III / რედ. მ. კოპალეიშვილი. - თბ.: იურისტების სამყარო, 2017. – 438 გვ. 

ISBN 978-9941-9512-3-7

სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოში მოქმედი საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, გაანალიზებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინსტრუქციები, აგრეთვე საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინსტრუქციული და მეთოდური მასალა, მითითებები და კომენტარები. თითოეულ გადასახადზე განხილულია მისი ელემენტები და ძირითადი ნორმატიული აქტები. 
წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კომპეტენტური ორგანოების მიერ შემუშავებული კონკრეტული სიტუაციური მაგალითები და გრაფიკული ჩანაწერები, უფრო კომპაქტურად გადმოგვცემს საქართველოში მოქმედ მთელ რიგ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს და ამავდროულად აადვილებს სასწავლო კურსის შესწავლას. 
წიგნის ძირითადი ნაწილი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

a0drh

შენგელია, რომან. საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი / რ. შენგელია, ე. შენგელია; რედ.: ჯ. ხეცურიანი, ლ. ჭანტურია. - თბ.: მერიდიანი, 2017. – 496 გვ. 

ISBN 978-9941-25-121-4
ISBN 978-9941-25-314-0

საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალის საკითხების გაერთიანება მათ შორის არსებული შინაარსობრივი და ლოგიკური კავშირითაცაა განპირობებული.  საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი სამოქალაქო სამართლის, როგორც დამოუკიდებელი დარგის შემადგენელი ნაწილია. 
სამოქალაქო კანონმდებლობში უკანასკნელ პერიოდში შეტანილმა არსებითი ხასიათის ცვლილებებმა და შესაბამისი ლიტერატურის იშვიათობამ დღის წესრიგში დააყენა საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის ახალი სასწავლო წიგნის შექმნის აუცილებლობა. მიმდინარე ნაშრომში განხილულია ოჯახთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა სამართლებრივი საკითხი.
წიგნს ახლავს დანართები:

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

2iea9

Teteriatnikov, Natalia B. Justinianic Mosaics of Hagia Sophia and Their Aftermath. – Washington: Dumbarton Oaks Research Library and Collection, 2017. – 355 p.: ill.
 ISBN: 9780884024231 

კონსტანტინოპოლის არქიტექტურული ძეგლი აია სოფიას საკათედრო ტაძარის ნაგებობა თითქმის იმავე სახით არის შემორჩენილი, თუმცა მისი მოზაიკური ფრესკების მხოლოდ მცირე ნაწილია პირვანდელი იერით შემონახული. ავტორი განიხილავს პირველად ფრესკებს და მიწისძვრის შემდგომდროინდელ (558 წ.) სახეშეცვლილ ანალოგიას. ავტორი აანალიზებს იუსტინიანური მოზაიკის მატერიალურ და დეკორატულ კომპონენტებს. იგი განიხილავს როგორც არქიტექტურულ და თეოლოგიურ ესთეტიკას, ისევე იმ სოციალურ პირობებს, რამაც გამოიწვია გამორჩეული, არაიკონიკური მოზაიკის პროგრამის წარმოება.
ეს წიგნი რეალურად ინახავს გადარჩენილ მტკიცებულებათა მთლიან ინფორმაციას და ფაქტიურად მსოფლიოს თქვენთვის ხელმისაწვდომად ხდის.
წიგნს ახლავს ფერადი ილუსტრაციები, ბიბლიოგრაფია (გვ. 331-345) და სახელთა საძიებელი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

ys8e2

დუნდუა, თედო. საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის ნარკვევები. - თბ.: მერიდიანი,  2017. – 308 გვ.: ილ.
ISBN 978-9941-25-348-5

წინამდებარე  წიგნი  წარმოადგენს მონოგრაფიას საქართველოს ისტორიის შესახებ, რომლის ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს ძვ. წ. XV- ახ. წ. III საუკუნეებს. წიგნი განკუთვნილია ისტორიკოსების, სტუდენტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის. ნაშრომში წარმოდგენილია ილუსტრაციები და რუკები. ასევე ერთვის რეზიუმე, ინგლისურ ენაზე. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

mhqa6

პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფო ვალდებულებები / ბესარიონ ბოხაშვილი, კონსტანტინე კორკელია, - თბ., 2017. – 309 გვ.

ევროპული კონვეციის მერვე მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: პატივი და ღირსება, პირადი მონაცემების შეგროვება და მათზე წვდომა, სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოება, ინდივიდის ფოტო და ვიდეო გამოსახულება, ბავშვის მოთავსება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ, და მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ნაშრომის მიზანია უფრო ეფექტურად დაიცვას ადამიანის უფლებები ეროვნულ დონეზე, გრძელვადიანი პერსპექტივით, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

4jdp9

შველიძე, დიმიტრი. საქართველოს ისტორია : უძველესი დროის საქართველო / რედ. ზ. აბაშიძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 64 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-23-525-2

ISBN 978-9941-23-701-0

შველიძე, დიმიტრი. საქართველოს ისტორია :  პირველი ქრისტიანული ათასწლეული / რედ. ზ. აბაშიძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 64 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-23-526-9

შველიძე, დიმიტრი. საქართველოს ისტორია :  ოქროს ხანა / რედ. ზ. აბაშიძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 64 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-23-527-6

შველიძე, დიმიტრი. საქართველოს ისტორია :  სისხლის წვიმების საუკუნეები / რედ. ზ. აბაშიძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 64 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-23-528-3

შველიძე, დიმიტრი. საქართველოს ისტორია :  ერეკლე მეორის ეპოქა / რედ. ზ. აბაშიძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 64 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-23-529-0

შველიძე, დიმიტრი. საქართველოს ისტორია :  მფარველის დაპყრობილი ქვეყანა / რედ. ზ. აბაშიძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 64 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-23-530-6

შველიძე, დიმიტრი. საქართველოს ისტორია :  ილიას ეპოქა / რედ. ზ. აბაშიძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 64 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-23-531-3

შველიძე, დიმიტრი. საქართველოს ისტორია : პირველი რესპუბლიკა / რედ. ზ. აბაშიძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 64 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-23-532-0

შველიძე, დიმიტრი. საქართველოს ისტორია : საქართველო საბჭოთა იმპერიაში / რედ. ზ. აბაშიძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 64 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-23-533-7

შველიძე, დიმიტრი. საქართველოს ისტორია : დაბრუნება მსოფლიო რუკაზე / რედ. ზ. აბაშიძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 64 გვ.: ილ.

ISBN 978-9941-23-534-4


აღწერლი ისტორილი ფაქტები უხვად გამდიდრებული შთამბეჭდავი ილუსტრაციებით, ფოტოებითა და რუკებით  10 დამოუკიდებელ წიგნს აერთიანებს. წიგნები ქრონოლოგიურად შემდეგი თანმიმდევრობისაა: ადამიანის უძველესი სახეობა, დმანისელი ადამინი და მოგვიანებით საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი  სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დიაოხი და კოლხა; ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ქართული დამწერლობა; შემდეგ უკვე - დავითის ეპოქა „ოქროს ხანა“, ეროვნული ერთობის უმაღლესი ფორმა - ქართველი ერი. ამის შემდეგ მოვლენები სამწუხარო მიმართულებს იძენს: ესაა მუსლიმანური დამპყრობლები, საქართველოს დაყოფა სამეფო-სამთავროებად, ქართლ-კახეთი და ერეკლე მეორის პოლიტიკა; 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

mo936

Rapp JR., Stephen H.  The Sasanian World through Georgian Eyes: Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature.  USA: Ashgate, 2014. – 513 p. 
ISBN – 9781472425522 (hbk)
ISBN – 9781472439352 (ebk-PDF)
ISBN – 9781472439369 (ebkePUB)

წიგნში, აღწერილია გვიანი ანტიკური ხანის ქართული ლიტერატურული წყაროები, რომლებიც სასანიანთა იმპერიის შესახებ მოგვითხრობს. სასანიანთა სამყაროს ჩრდილოეთი ნაწილი კოსმოპოლიტური კულტურების გავრცელების კერად ითვლება, ეს ინფორმაცია ქართული ჰაგიოგრაფიულ და ისტორიოგრაფიულ თხზულებებშია გადმოცემული. აღნიშნულ  წყაროებში, ზუსტი ინფორმაცია სასანიანთა იმპერიის ბირთვის და მანამდე არსებული, პართიისა და აქემენიდური სპარსეთის შესახებ, მწირია. თუმცა, ფართო კავკასიური საზოგადოების ჩამოყალიბება ირანული და განსაკუთრებით, ჰიბრიდული ირანული ხაზების გასწვრივ, აშკარაა. წიგნში გადმოცემულია აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელი არაერთი  ფაქტი. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

j2v9mqz9po

Rayfield, Donald. Edge of Empires: A History of Georgia. UK: Reaktion Books, 2012. - 479 p. 
ISBN –  978  1  78023  030  6
Рейфилд, Дональд. Грузия: Перекресток империй. История длиной в три тысячи лет. М.: КоЛибри, 2017. - 608 c.
ISBN – 978-5-389-12135-5

წიგნში  გადმოცემული  საქართველოს  ისტორია, უძველესი დროიდან (ანტიკურ ანატოლიაში ქართველების გამოჩენიდან) მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის ჩათვლით არის გადმოცემული. ავტორი განიხილავს, ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და ცვლილებებს დეზინტეგრაციასა და ერთიანობას შორის. გადმოცემულია საქართველოს ბრძოლის ამსახველი ფაქტები იმ იმპერიებთან, რომელთაც ქვეყნის დანაწევრება, მასზე კონტროლი ან განადგურება სურდათ.  ასეთი კონფლიქტების  მაგალითებია: ბერძნებთან, არაბებთან,  თურქებთან, ჯვაროსნებთან, მონღოლებთან, სპარსეთისა და რუსეთის იმპერიებთან, საბჭოთა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლები და სხვა. ავტორი გვაწვდის ინფორმაციას, ცალკეული ქართველი მეფეებისა და ქვეყნის დამპყრობლების შესახებაც. 
ინფოარხების ცნობების შეკრება