new publications-ის ბლოგი
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 28/03/2018 - 17:41.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 19/03/2018 - 12:28.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 26/02/2018 - 11:47.
ჯორბენაძე, თეიმურაზ. კერძო პათოლოგიური ანატომია: ორ წიგნად. [წ. II] / თ. ჯორბენაძე, გ. პატარაია, ნ. ჯორბენაძე, ტ. მერმანიშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; რედ. თ. ჯორბენაძე. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 776 გვ.
ISBN 978 -9941-13 -566 - 8 ( I და II წიგნის)ISBN 978 -9941-13 -568 -2 (II წიგნის)
სახელმძღვანელო შედგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით. მასში წარმოდგენილია მონაცემები ავადმყოფობათა სტრუქტურული საფუძვლების შესახებ.ნაშრომში, თავების სახით, შემდეგი საკითხებია გადმოცემული: სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების პათოლოგია, ლიმფორეტიკულური სისტემის ორგანოების ავადმყოფობები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადმყოფობები, სასუნთქი ორგანოების პათოლოგია, საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ავადმყოფობები, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ავადმყოფობები, თირკმელებისა და საშარდე გზების ავადმყოფობები, ქალის სასქესო ორგანოების ავადმყოფობები, მამაკაცის სასქესო სისტემის ავადმყოფობები, სარძევე ჯირკვლების ავადმყოფობები, ორსულობისა და ლოგინობის ხანის პათოლოგია, პრე- და პოსტნატალური დარღვევები, ბავშვთა ასაკის ავადმყოფობები, ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები, ინფექციური ავადმყოფობები, კანის ავადმყოფობები, ძვალკუნთოვანი სისტემის პათოლოგია, ცენტრალური ნერვული სისტემის, თვალისა და ყურის ავადმყოფობები, კბილების, ყბების ძვლებისა და პირის ღრუს ორგანოების ავადმყოფობები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უნივერსიტეტების მედიცინის ფაკულტეტებისა და სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებისათვის.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 26/02/2018 - 11:41.
ახალი ქართული ენა : დიალექტების მორფოლოგია. პარადიგმები. წიგნი IV / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი; რედ. გ. გოგოლაშვილი, ა. არაბული. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 511 გვ.
ISBN 978 -9941-13 -561 - 3 (წიგნი I- IV)
ISBN 978 -9941-13 -634 -4 (წიგნი IV)
„ახალი ქართული ენის“ IV წიგნში წარმოდგენილია ქართული ენის დიალექტთა სახელის ბრუნებისა და ზმნის უღლების პარადიგმები. ეს არის, ფაქტობრივად, დამატებითი მასალა წინა (მესამე) წიგნისათვის, რომელშიც დიალექტების მორფოლოგიის კრებსითი ანალიზი არის მოცემული. ახალი ქართული ენის თანამედროვე დიალექტებში უამრავი ისეთი კონკრეტული ფაქტია, რომელიც ვერ მოხვდა კრებსით ანალიზში, ამიტომ IV წიგნის სახით წარმოდგენილია სწორედ თითოეულ დიალექტში სახელის ბრუნებისა და ზმნის უღლების საკითხები.
„ახალი ქართული ენის“ III-IV წიგნები ემყარება 2016 წელს გამოცემულ წიგნს „ თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია. დიალექტები“. ესაა დაზუსტებული, შევსებული, გავრცობილი ვარიანტი. დაემატა ტექსტები და ბიბლიოგრაფია.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 26/02/2018 - 11:37.
კური, ანეტ. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სამართალი : ტექსტები, გადაწყვეტილებები და მასალები / ა. კური, ტ. დრეიერი; რედ. ნ. ბურდული. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 588 გვ.
ISBN 978-9941-13 -643- 6
ბოლო ხანს ინფორმაციულ საზოგადოებაში განსაკუთრებით გაიზარდა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობა, რაც მისმა რთულმა სამართლებრივმა სტრუქტურამ განაპირობა. ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირს. ინტელექტუალური საკუთრების ერთი სფეროს სპეციალისტებს ხშირად უჭირთ სხვა სფეროს სიახლეებისათვის თვალის მიდევნება. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის გაგება განსაკუთრებით რთულია ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის, რომელთათვისაც უცხოა ევროკავშირის შიდა მექანიზმები და განსხვავებული სამართლებრივი ტრადიციები, ევროკავშირისა და ეროვნული სამართლის ნორმათა ურთიერთგადაფარვისა და ურთიერთქმედების საკითხები. ეს ეხება სტუდენტებს როგორც ევროკავშირში, ისე ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში, რომელთაც სურთ არამხოლოდ ზოგადი, მოკლე მიმოხილვით შემოფარგვლა, არამედ ფუნდამენტური ცოდნის მიღება.- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 26/02/2018 - 11:19.
მაჭავარიანი, ნანა. აფხაზური ენის
გრამატიკის საკითხები (აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების გათვალისწინებით) / თსუ
არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა
აკადემია = Machavariani, Nana M. Abkhazian Grammar Issues (Considering the
Speech of Abkhazians Living in Adjara)/ Arnold Chikobava Institute of
Linguistics at TSU Tskhum-Abkhazian Academy of Sciences / რედ. ვ. შენგელია. - თბ.,
2017. -222 გვ.
ISBN 978-9941-13 -627- 6
წინამდებარე მონოგრაფიაში წარმოდგენილია აფხაზური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიისა და გრამატიკული სტრუქტურის აღწერითი ანალიზი და აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების თავისებურებანი.
აფხაზური ენის სისტემისა და ისტორიის უკეთ წარმოსაჩენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც აფხაზეთში გავრცელებულ დიალექტთა მონაცემების შესწავლას, ისე აფხაზეთიდან გეოგრაფიულად მოწყვეტილ არეალებში წარმოდგენილი აფხაზური მეტყველების თავისებურებათა გათვალისწინებას.
ნაშრომს ერთვის საველე სამუშაოებისას მოპოვებული მასალა (ჟანრობრივად მრავალფეროვანი ტექსტები სიტყვასიტყვითი ქართული თარგმანით) და მოკლე (1900-მდე ლექსიკური ერთეულის შემცველი) აფხაზურ-ქართული ლექსიკონი.
წიგნი განკუთვნილია იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევართათვის, თეორიული ენათმეცნიერების სპეციალისტებისათვის, კავკასიურ ენათა სპეციალობის სტუდენტთა და კავკასიის ხალხთა კულტურისა და ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 26/02/2018 - 11:08.
გონჯილაშვილი, ნანა. „ვეფხისტყაოსნის“ პარადიგმული სახისმეტყველება და განსახოვნების თავისებურებანი / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; რედ. ლ. გრიგოლაშვილი. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 359 გვ.
ISBN 978-9941-13- 655 - 9
წიგნში შესულ ნარკვევებს რუსთაველის ესთეტიკური ნააზრევი და მხატვრული განსახოვნების თავისებურებანი აერთიანებს. წარმოდგენილი პრობლემატიკა, ძირითადად, „ვეფხისტყაოსნის“ პარადიგმული სახისმეტყველების კვლევა-ძიებას მიემართება. ყოველივე ეს, პოემის ტექსტის, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემთა საფუძვლიან ანალიზთან ერთად, ტიპოლოგიურ მიმართებათა გამოსავლენად მოხმობილი სხვადასხვა ეპოქის შემოქმედთა ნააზრევის განხილვას მოიცავს. ტრადიციული მოსაზრებების კვალდაკვალ წიგნში საკითხთა შესახებ ახალი მოსაზრებები და ვარაუდებია გამოთქმული.წიგნი განკუთვნილია აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, პედაგოგების, სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 19/02/2018 - 14:13.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
