Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

new publications-ის ბლოგი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

hsflq
ლაზები და ლაზეთი თურქეთის გამოცემებში / ნატო ახალაია, წათე ბაწაში, გურამ ლორთქიფანიძე, ქეთევან ლორთქიფანიძე, ომარ მემიშიში, ზეზვა ქავთარაძე. - თბ., 2015. – 882 გვ. : 8 ტაბ., ილ. 
ISBN 978-9941-0-7704-3

წიგნში წარმოდგენილია ლაზურ კულტურასთან, ენასა და ისტორიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვანი წყაროები; ლაზური ზეპირსიტყვიერება; პერიოდიკა და ლაზურ თემატიკაზე დაბეჭდილი ყველანაირი მასალის ანოტირებული ბიბლიოგრაფია.  
ლაზურ ენობრივ-კულტურულ სივრცეში გარკვეული სახით იქმნება სამეცნიერო თუ სამეცნიერო პოპულარული სახის პროდუქცია. აქვე იკვეთება ლაზების ეთნიკური იდენტობის კულტურა. ეს მონოგრაფია არის ქართველოლოგიის ისტორიაში პირველი ნაშრომი.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

t9gzs

ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა - ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. - თბ., 2015. - გვ. 166. 

ISBN: 978-9941-0-8408-9


კრებული „ანტიგენდერული მოძრაობების აღმასვლა: ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში” შედგენილია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ბერლინში ჩატარებული საერთაშორისო გენდერული კონფერენციის მასალების მიხედვით. ეს მასალები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში, სომხეთში, ბელარუსში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, პოლონეთში, რუსეთში, სერბეთში, სლოვაკეთსა და უკრაინაში ერთმანეთის მსგავსი თუ განსხვავებული საზოგადოებრივი, კულტურული და პოლიტიკური პროცესების ტენდენციების ანალიზისთვის.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

50 ქალი საქართველოდან = 50 Women of Georgia / ავტ.: ლელა გაფრინდაშვილი, თამარ ცოფურაშვილი, შორენა გაბუნია, ეკა ფირცხალავა, ეკატერინე აღდგომელაშვილი,თამთა მელაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ეკა წერეთელი, ქრისტინე დარჩია, თამთა თათარაშვილი; ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. - თბ., 2013. – 51 გვ.


ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ საფოსტო ბარათების კრებულს. შეკრებილია 50 ქართველი და უცხოელი ქალის ბიოგრაფია, რომლებმაც საქართველო შეცვალეს.

ამ ბარათებით 50 ქალი თავიანთ ისტორიას გვიყვება. ისინი XIX-XX საუკუნეების საქართველოში ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. მათ ბიოგრაფიებსა და ფოტოებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ სხვადასხვა მუზეუმებში, საოჯახო თუ სახელმწიფო არქივებში მიაკვლია და შეკრიბა.

ქართული ფემინიზმის ისტორია XIX საუკუნის ბოლოდან საქართველოში ქალის როლის და ფუნქციის გამრავალფეროვნების იდეას ემსახურებოდა. 

აქ აღწერილია მრავალფეროვანი სპექტრით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალები: პოლიტიკოსები, ხელოვანები,

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

9osn0

ბურჯანაძე, მზია. ახალი და უახლესი სპარსული ლიტერატურის ისტორია / რედ. თ. შურღაია. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016. – 459 გვ.

ISBN 978-9941-13-445-6

უახლესი ლიტერატურული მიმდინარეობა ძალიან საინტერესო და თვისობრივად ახალი მოვლენაა ირანის რეალობაში. წიგნი წარმოადგენს ქართული ირანისტიკის პირველ სახელმძღვანელოს, რომელშიც ასახულია მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების სპარსული ლიტერატურული პროცესები. აქ წარმოდგენილია როგორც თანამედროვე სპარსული პროზის, ასევე პოეზიის ანალიზი. ცალკე თავი ეთმობა ქალთა ლიტერატურას.  

ირანულ ლიტერატურაში თანამედროვე ეპოქის კულტურულ-მენტალური პროცესები, ორგანულად უკავშირდება სოციუმის მატერიალურ გამოვლინებებს. წიგნი განიხილავს როგორც პროზის, ასევე პოეზიის განვითარების გზებს.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

0udpd
კვინიკაძე, გიორგი. გეოეკონომიკური ნარკვევები : ფრიდრიხ ლაისტიდან ედვარდ ლუტვაკამდე / სამეცნ. რედ. ვ. მელიქიძე. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016. – 242 გვ. 
ISBN 978-9941-13-497-5

მონოგრაფიაში მოცემულია მსოფლიოს გეოეკონომიკური განვითარების ისტორია XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან დღემდე. რადიკალური ტრანსფორმაციული პროცესების შესწავლა, რაც XX საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს ხდება აქტუალური. ანალიტიკოსები თანამედროვე სამყაროში ფსონს გეოპოლიტიკასა და გეოეკონომიკაზე დებენ. წიგნში განხილულია განვითარების ევოლუციური გზა, საიდანაც

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

otnw6

Jaime Angulo Pava. Nonlinear Dispersive Equations: Existence and Stability of Solitary and Periodic Travelling Wave Solutions. Mathematical Surveys and Monographs. Volume: 156. - American Mathematical Society Providence, Rhode Island, 2009. – 258 p. 

ISBN: 978-0-8218-4897-5 

ეს წიგნი წარმოადგენს ტალღური ფენომენის შესწავლის კლასიკურ და ახალ მეთოდებს, რომელიც დაკავშირებულია განცალკევებული და პერიოდულად მოძრავი ტალღის არსებობისა და სტაბილურობის სათანადო ამონახსნთან არაწრფივი დისპერსიული განტოლებებისთვის. სიმარტივისთვის, კონკრეტული მაგალითები და მათი გამოყენება ყველგან ხაზგასმულია, რათა მასალა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. შესწავლილი კლასიკური არაწრფივი დისპერსიული განტოლებების სია მოიცავს Korteweg-de Vries, Benjamin- Ono-ს  და Schrödinger-ის განტოლებებს. ამ მაგალითებში გარკვეულ როლს თამაშობს ბევრი სპეციალური იაკობიანური

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

qhupz

Victor A. Galaktionov, Enzo L. Mitidieri, Stanislav I. Pohozaev. Blow-up for Higher-Order Parabolic, Hyperbolic, Dispersion and Schrodinger Equations : Monographs and Research Notes in Mathematics. – U.S. Tailor and fradcis Group; Chapman and Hall Book, 2015. – 542 p.    

ISBN 9781482251722

მაღალი რიგის პარაბოლური, ჰიპერბოლური, დისპერსიული შრიოდინგერის განტოლებები აჩვენებს, რომ არა-წრფივი ევოლუციის ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლებების (PDEs) ოთხ ტიპს გააჩნია ბევრი საერთო კვაზიწრფივური გადაგვარებული რეპრეზენტაციებით. ავტორები წარმოგვიდგენენ ერთიან მიდგომას კვაზიწრფივურ PDE-ებთან მიმართებაში. 

წიგნში უპირველეს ყოვლისა შესწავლილია განტოლებების ერთიანი სინგულარობის ამონახსნი (ნიმუში). ეს მიდგომა საშუალებას ქმნის, რომ არა-წრფივი PDE-ს სხვადასხვა კლასებისთვის ერთდროულად შეიქმნას საერთო მახასიათებლები. წიგნში აღწერილია განტოლებების ბევრი თვისება და გამოკვლეულია შემდეგი ტრადიციული საკითხები: არსებობის/არარსებობის, უნიკალურობის/არაუნიკალურობის, გლობალური ასიმპტოტიკის, რეგულარიზაციის, შოკურ-ტალღური თეორიისა და მრავალი სხვადასხვა აფეთქების სინგულარობის საკითხები.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

yskca
Kuzin, I. Pohozaev, S. Entire Solutions of Semilinear Elliptic Equations. – Basel; Boston; Berlin: Birkhäuser, 1997. – 250 p. 

ISBN 3-7643-5323-6
ISBN 0-8176-5323-6

ნახევრადწრფივი ელიფსური განტოლებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათემატიკური მეცნიერებების ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკა და სხვა ზუსტი მეცნიერებები. ეს წიგნი წარმოადგენს განტოლებების ამოხსნის თანამედროვე მეთოდს. მასში წარმოდგენილია განტოლებათა ამოხსნის არანულოვანი შედეგები.
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მკითხველებს, მაგისტრანტებს და ასევე მათემატიკის, ფიზიკისა და სხვა ზუსტი მეცნიერებების მკვლევარებს.
ინფოარხების ცნობების შეკრება