Sciencelib Research and Education Center-ის ბლოგი
ინტერვიუ შიო ხეცურიანთან
გამოაქვეყნა Sciencelib Rese...-მ : კვი, 16/10/2016 - 21:00.2016 წლის 27 სექტემბერს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ლექცია: "კარგი მმართველობა". ლექცია იუჯითი ჯგუფის ბიზნესის განვითარების დირექტორმა, შიო ხეცურიანმა ჩაატარა.
გვესაუბრეთ თქვენი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.
1998-2002 წლებში ვსწავლობდი თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსები და საბანკო საქმის სპეციალობით. შემედეგ დავასრულე სტუ-ს მაგისტრატურა
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
სიღარიბის დონე საქართველოში
გამოაქვეყნა Sciencelib Rese...-მ : ოთხ, 27/07/2016 - 17:09.რა არის სიღარიბე? სიღარიბე - ეს არის საზოგადოებისთვის ფინანსური სახსრების უკმარისობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.
თანამედროვე სამყაროში არ არსებობს სიღარიბის საყოველთაო ნიშნული. იგი ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. მაღალგანვითარებული სახელმწიფოებისთვის იგი არის დაბალი დონის ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. სიღარიბე გულისხმობს განათლების, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაკლებობას. ოჯახების უმეტესობას არ გააჩნიათ სრულყოფილი კვება. ადამიანის კეთილდღეობას თუ ხარჯებით შევაფასებთ,
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
საქართველოს საექსპორტო პერსპექტივები და შემაფერხებელი მიზეზები
გამოაქვეყნა Sciencelib Rese...-მ : ოთხ, 27/07/2016 - 17:05.ცნობილია, რომ ექსპორტი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება ისეთი საქონლის წარმოება, რაც ნაკლებ დანახარჯებთან და მეტ მოგებასთან იქნება დაკავშირებული.
საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, ამ თვალსაზრისით ალბათ სოფლის მეურნეობის საექსპორტო პერსპექტივებზე ყურადღების გამახვილება იქნება საინტერესო.
წინამდებარე ნაშრომის მიზანს წარმოადგენს სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო პერსპექტივების ხელშეწყობა და მისთვის ხელისშემშლელი პირობების განხილვა.
პირველ რიგში შევჩერდებით განვითარებადი ქვეყნების საექსპორტო შემოსავლის არასტაბილურობის მიზეზებზე: 1.ნედლეულზე ფასების მერყეობა, რაც გამოწვეულია მასზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობის ცვლილებით. 2.ექსპორტის სასაქონლი პროდუქციის მაღალ ხარისხი. 3.ექსპორტის გეოგრაფიული კონცენტრაცია.
ნედლეული, საქართველოს იმპორტის სტრუქტურაში უმნიშვნელო ხვედრითი წილითაა წარმოდგენილი (ტექნოლოგიები და მანქანა-მოწყობილობები). ბუნებრივია, რომ საქართველოში იმპორტის სასაქონლო სტრუქტურა უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული საწარმოო ძალათა განვითარებაზე, რაც საექსპორტო ბაზრის განვითარების საფუძველი გახდება. ამისათვის ადგილობრივი წარმოების განვითარება უპირველეს პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს.
გეოგრაფიული კონცენტრაციის თვალსაზრისით,საქართველოს საექსპორტო არეალი რუსეთის ბაზრით შემოიფარგლებოდა, რაც გარდა იმისა, რომ არასაკმარისი იყო, ახასიათებდა მერყეობაც და არასტაბილურობაც. ევროკავშირის რატიფიცირების გაფორმების შედეგად, რასაკვირველია, საქართველოს გაუჩნდა საექსპორტო არეალის გაფართოების დიდი შანსი, თუმცა ევროპულ ბაზარზე საქონლის გატანა დაკავშირებულია გარკვეულ სტანდარტებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ვერ შეესაბამება, ამ პერსპექტივას ზღუდავს თუნდაც ფიტოსანიტარული და მცენარეთა დაცვისა და პირუტყვის დაავადებათა კონტროლის არარსებობა. ამ მხრივ კონტროლის გამკაცრება ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა ევროზონის ბაზრის მეტი ღიაობისთვის. ლიბერალური ეკონომიკის მხარდამჭერთა მხრიდან ამ კონტროლის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის საგანია, თუმცა შეთანხმების მიღწევა და ოქროს შუალედის გამონახვა, ვფიქრობთ, სულაც არ არის შეუძლებელი ისევე, როგორც ევროსტანდარტებთან გატოლება.
საექსპორტო შემოსავლების მერყეობა აიხსნება იმ ფაქტით, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურა ორიენტირებულია ექსპორტზე. განვითარებადი ქვეყნების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა არასაკმარისად ეფექტურია სახელმწიფოს ბიუჯეტზე საექსპორტო შემოსავლის მერყეობის გავლენის შესამსუბუქებლად. უნდა აღინიშნოს,
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ძალადობა და მისი გამოვლენის ნიშნები
გამოაქვეყნა Sciencelib Rese...-მ : ოთხ, 27/07/2016 - 17:00.
ძალადობა,
სამწუხაროდ, აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად
მის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისა, ძალადობის რიცხვი ძალიან მაღალია. მასში
არ მოიაზრება მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, ის შიძლება იყოს ემოციური, სექსუალური და ასევე უგუველყოფა. საჭიროა
გვქონდეს მეტი ინფორმაცია, იმისთვის რომ დროულად აღმოვაჩინოთ ძალადობის ნიშნები და
შევატყობინოთ შესაბამის ორგანოს მის აღსაკვეთად. გახსოვდეთ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს
იცავს კანონი!
თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა იწვევს ძალადობას. თავდაცვის მექანიზმი გადატანა ძალადობის ერთ-ერთი წყაროა, აგრესია გადაგვაქვს მასზე, ვისზეც გვაქვს ძალაუფლება. მაგ. მამაკაცს სამსახურში კამათი მოუვიდა უფროსთან, მან ვერ გასცა პასუხი მას , რადგან სამსახურის დაკარგვის შეეშინდა, სახლში დაბრუნებული ცოლს ეკამათა, ცოლმა კი აგრესია ბავშვზე გადაიტანა. და აი ბავშვი, ახალი პოტენციური მოძალადე, რომლის მიმართ ძალადობაც პირველ რიგში უნდა აღიკვეთოს. ძალადობის მსხვერპლი ხდება მოძალადე და პირიქით, ხშირად მოძალადეები არიან ძალადობის მსხვერპლნი. ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობიისა და უსაფრთხოების განცდას, რაც წესით ოჯახმა უნდა უზრუნველყოს.
იმისათვის რომ გავარკვიოთ არის თუ არა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი, ჩვენ შგვიძლია უბრალოდ დავაკვირდეთ მას, გავესაუბროთ. ბავშები ხშირ შემთხევაში მალავენ ძალადობის ფაქტს მისი გამეორების შიშით და ამ ნიშნებს ავლენენ ქცევაში, ჩვენ უნდა მივცეთ მათ საშუალება საკუთარი თავი გამოხატონ საუბრის, თამაშის თუ წერითი დავალებების საშუალებით. მაგ. სკოლის მოსწავლემ ხატვის გაკვეთილზე დახატა ბიჭუნა, რომელსაც ჰქონდა მუცელი გაჭრილი,
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა
გამოაქვეყნა Sciencelib Rese...-მ : ოთხ, 27/07/2016 - 16:48.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240–ე მუხლის თანახმად გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ინფექციური დაავადების შეყრის შემთხვევა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას
გამოაქვეყნა Sciencelib Rese...-მ : ოთხ, 27/07/2016 - 16:42.სსკ-ის 131-ე და 132-ე მუხლები, შესაბამისი სახელწოდებებით, "შიდსის შეყრა" და "განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა," კანონმდებელმა კოდექსის 21-ე თავში განათავსა, რომელსაც "ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა " ეწოდება. ამგვარი ფორმირების მიზანი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა, რომლებიც სისხლის სამართლის კანონით დაცული ყველაზე ნიშვნელოვანი სიკეთეებია და, სწორედ ამიტომაც, კანონმდებელმა საჭიროდ ჩათვალა მათი ხელყოფის კრიმინალიზაცია არა მხოლოდ საზიანო შედეგის დადგომისას, არამედ უფრო ადრეულ საფეხურზეც, როცა ადამიანის მოქმედებამ მხოლოდ დაზიანების საფრთხე შექმნა. შიდსისა და სხვა ინფექციური დაავადებების შეყრის საფრთხის კრიმინალიზაცია
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
კონფორმულობა და საზოგადოება
გამოაქვეყნა Sciencelib Rese...-მ : ოთხ, 27/07/2016 - 16:35.- Login to post comments
- იხ. ვრცლად
დეპრესია და მისი ამოცნობის გზები
გამოაქვეყნა Sciencelib Rese...-მ : ოთხ, 27/07/2016 - 16:21.- Login to post comments
- იხ. ვრცლად
