Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

საინტერესო საიტები-ის ბლოგი

სიცოცხლის ენციკლოპედია. სწრაფი და ხელმისაწვდომი ბაზა დოდამიწაზე არსებული ცოცხალი ორაგნიზმების შესახებ


www.flickr  www.flickr


http://eol.org/

EOL – ეს არის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, რომელიც აგროვებს ინფორმაციას არსებულების შესახებ. იგი განიხილავს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ცოცხალ და არაცოცხალ ორგანიზმს. 

აქამდე კონსორციუმის მკვლევარების მიერ პლანეტის 1.9 მლნ. ცნობილი სახეობიდან შეგროვდა და ვეტერინარულ დონეზე გადამუშავდა ინფორმაციის 40 პროცენტი. 

მკვლევარები აგროვებენ ასობით საინფორმაციო წყაროებს (მათ შორის, ისეთ მონაცემთა ბაზებს, როგორციაა ცოცხალი ორგანიზმების შტრიხ კოდები და მორფოლოგიური ბანკები),

საიტი - მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები (http://www.topuniversities.com/)


0c9196394b98
ეს არის უნიკალური საიტი, რომელიც მიზნად ისახავს მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მსოფლიოს საუკეთესო წამყვანი უნივერსიტეტების შესახებ, სადაც  შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო განათლება.
საიტზე ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგი ბლოკების მიხედვით:
უნივერსიტეტის რეიტინგები; ღონისძიებები და მივლენები; საზღვარგარეთ სწავლება; მსოფლიო გზამკვლევი; საუნივერსიტეტო კურსები; სტუდენტთა ცხოვრება

 

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგვიძლია გავხსნათ თითოეული ბლოკი.

ზღვის სიღრმის შესწავლა “Google-ოკეანეების” (Google Oceans) ახალი სერვისით

დედამიწის ზედაპირის 3-განზომილებიანი სურათი და მისი ახლებური აღქმის საშუალება

f9dd44a88edc

ეს არის თანამედროვე სერვისი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დედამიწის სრულიად ახალ უნიკალურ მოდელს. ახლა უკვე ყველას ეძლევა საშუალება სახლში, ვირტუალურად წყალქვეშა ნავით იმოგზაუროს დედამიწის ბოლო საზღვრამდე. როგორც ოკეანოგრაფები ამბობენ, მარსის ზედაპირის შესახებ უფრო მეტი ცნობა არსებობს, ვიდრე დედამიწაზე არსებული წყლების სიღრმეების კვლევების შესახებ. თუმცა ეს ფრაგმენტული ათვისება, უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ქართული კინო, დასაწყისიდან – დღემდე

5631579fb0e7

http://www.geocinema.ge/ge/

საიტზე სრულყოფილადაა მოცემული, ამოუწურავი და დაუსრულებელი მასალა ქართული კინოხელოვნების, ისტორიის, კინოწარმოების, კინოკავშირის წევრების, მსახიობების, რეჟისორების, პროდიუსერების და ა.შ. ნებისმიერი საკითხის შესახებ. ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები. პირველივე გვერდზე გამოტანილი მოკლე ისტორიული რაკურსიდან ვიგებთ 1900 წელს „ჯონ მორისის“ ფსევდონიმით ქართველი მოგზაურის პირველი მნიშვნელოვანი გადაღებების შესახებ, ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარატით; შემდეგ მოგვიანებით გოლოვინის პროსპექტზე გახსნილ კინოსტაციონარ „ილუზიონი“-ს შესახებ; ამას მოსდევს ცნობა 1912 წელს  ვასილ ამაშუკელის პირველი სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“;

GoodPlanet info. ახალი ამბები გარემოს შესახებ : შევხედოთ ჩვენს პლანეტას სხვა თვალით


a13d7dd41c56
http://www.goodplanet.info/eng/
საიტი (რომლის სახელწოდება – Good Planet – ითარგმნება, როგორც „კარგი პლანეტა“) მიზნად ისახავს ფართოდ გაავრცელოს გარემოსდაცვასა და საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებული ინფორმაცია. იგი წარმოგვიდგება საგანმანათლებლო წყაროს სახით და საშუალებას იძლევა მივიღოთ პლანეტაზე მიმდინარე ბუნებრივ ცვლილებებთან დაკავშირებული სანდო, თანამიმდევრული ცნობები ინტერნეტ თუ დოკუმენტურ სივრცეში.

საიტის სქემა (ბმულების ზოლი):
საკვები და სოფლის მეურნეობა (კვების მრეწველობა, მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, ტყეები, ბიოსაწვავი, პესტიციდები, ...)
ბიომრავალფეროვნება (ინვაზიური სახეობები, ოკეანეები, არქტიკა-ანტარქტიკა, ტყეები, ჭაობები, ...)

ენციკლოპედია ირანიკა Encyclopædia Iranica

04f444f72015

(http://www.iranica.com)

Encyclopedia Iranica ეძღვნება ირანის ცივილიზაციის შესწავლას შუა აღმოსავლეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ინდოეთის სუბკონტინენტებზე. ეს აკადემიური ცნობარი მთლიანად მოიცავს ირანის ისტორიასა და კულტურას; ენასა და ლიტერატურას; არქეოლოგიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს.
ენციკლოპედია საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტია. იგი დაფუძნდა კოლუმბიიის უნივერსიტეტში, ნიუ იორკში. ერთი შეხედვით მას მიღებული აქვს ვიკიპედიის ფორმატი და ქმნის ავტორიტარულ ინგლისურენოვან საიტს, რომელიც მთლიანად მიმართულია ირანიკის შესწავლის პერსპექტივაზე. პროექტის მიზანია მოიცვას ყველა ის გეოგრაფიული ადგილი, სადაც ირანული ენა დომინირებს და ამდენად ეხება ავღანეთის, ტაჯიკეთის, ანატოლიის, ქურთისტანის, ასევე მესოპოტამიის, შუა აზიის, ჩინეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების როლს ირანის კულტურაში.

ევროატლასი – ევროპის ისტორია

93f7091ac8ab

http://www.euratlas.net/history/europe/index.html

ევროპის ქრონოლოგიური ატლასი წარმოგვიდგენს 21 ისტორიულ რუქას. თითოეული მათგანი ასახავს ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს განსაზღვრულ  პერიოდში – შესაბამის საუკუნეში.
ევროპის ისტორიული ონლაინ-ატლასი გვიჩვენებს ევროპის კონტინენტისა და ხმელთაშუა-შავი ზღვის აუზის რუქებს ჩვ. წ.-ით 1 წლიდან 2000 წლის ჩათვლით.
ეს არის 21 მინი-რუქა, რომლების ნახვა შეიძლება უფრო დეტალურადაც – მეოთხედების მიხედვით (ჩრდილოაღმოსავლეთის, სამხრეთაღმოსავლეთის, ჩრდილოდასავლეთის და სამხრეთდასავლეთის)
ეს რუქები ქმნიან ახალი სახის ისტორიულ ატლასს, რომელიც წარმოგვიდგენს ევროპის კონტინენტის ევოლუციას.

ფერეიდანი (http://www.fereidani.ge/)

bd6a39214e5e

საიტი http://www.fereidani.ge/ გვაძლევს საინტერესო ინფორმაციას ფერეიდანზე და იქ მცხოვრებ ქართველებზე, რომლებიც 400 წლის წინათ გადაასახლეს ირანში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ოთხი საუკუნე აშორებთ საქართველოს, დღემდე შეძლეს ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნება.

ეს ცხადია ყველამ თუ არა – ბევრმა ვიცით, მაგრამ საიტის უნიკალურობა ემოციურ მხარეშია: აქ წაიკითხავთ ფერეიდნელი ბიჭის წერილს, ნახავთ ისპაჰანში ქართველის მიერ აგებულ 33 თაღიან ხიდს და კიდევ მრავალ საინტერესო ფოტოსა თუ წერილს.
 
საიტი შექმნა გიორგი ალავერდაშვილმა  შვილთან ერთად.

ამერიკის ეროვნული აკადემიის გამომცემლობა – The National Academies Press

078b045d9fd7

The National Academies Press (NAP) http://www.nap.edu/ – ეს არის აშშ-ს ეროვნული აკადემიის უნივერსალური გამომცემლობა. იგი აქვეყნებს ისეთი ცნობილი სამეცნიერო დაწესებულებების ნაშრომებს, როგორებიცაა ეროვნული მეცნიერებათა  აკადემია National Academy of Sciences, ეროვნული საინჟინრო აკადემია National Academy of Engineering, მედიცინის ინსტიტუტი Institute of Medicine და ეროვნული კვლევითი საბჭო National Research Council. NAP-ი მთლიანად ფუნქციონირებს ამერიკის კონგრესის ეგიდით. იგი ყოველწლიურად გამოსცემს 200-ზე მეტ წიგნს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სამედიცინო თემებზე.

საიტზე წიგნები შეგვიძლია მოვიძიოთ თემატურად:

Atlantico, ახალი ფრანგული საინფორმაციო საიტი

1486367_3_16c1_page-d-accueil-du-nouveau-site-d-information

ორშაბათს, 28 თებერვალს გამოჩნდა ახალი ფრანგული საინფორმაციო საიტი  Atlantico - http://www.atlantico.fr/ იშიფრება, როგორც „ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მედიატორი-გამმარტივებელი“. გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ათზე მეტი ჟურნალისტისაგან შემდგარი ჯგუფი ავრცელებს, საიტი ინტერნეტ-ინფორმაციის ექსპერტებისა და რედაქტორების ნამოღვაწარსაც აქვეყნებს.

Atlantico სხვა საიტებთან დამაკავშირებელიც იქნება: „თუკი რაიმე კარგად არის გადმოცემული სადმე, რატომ უნდა შევცვალოთ ის? სჯობს, კავშირი დავამყაროთ“, აკონკრეტებს გამოქვეყნების რედაქტორი ჟან-სებასტიან ფერჟუ (Jean-Sébastien Ferjou). მაგალითად ის Huffington Post-ს ასახელებს, ეს არის აშშ-ში არიანა ჰაფინგტონის (Arianna Huffington) მიერ შექმნილი სიახლეთა აგრეგატორი საიტი, რომელიც სულ ახლახანს AOL-მა (America On Line) შეიძინა 315 მილიონ დოლარად და ვებ-ის ბევრი კონტრაქტორის ოცნება აისრულა.
Atlantico-ს კაპიტალის 51% მისი თანადამაარსებლების,

Animal Diversity Web – „ცხოველთა მრავალფეროვნების ვებსაიტი“

a4a7752acc9c
Animal Diversity Web (http://animaldiversity.ummz.umich.edu/site/index.html) არის ონლაინ მონაცემთა ბაზა რომელიც აერთიანებს ცხოველთა ისტორიას, კლასიფიკაციას, ხასიათის თავისებურებებს, კონსერვირებულ ბიოლოგიას და უამრავ მასალას ზოგადად ცხოველთა სახესხვაობების შესახებ. იგი შეიცავს ათასობით ფოტონიმუშს, ასობით ხმოვან კლიპს და მზა ვირტუალურ მასალას მუზეუმებიდან. იგი ფაქტიურად წარმოადგენს ცხოველთა ონლაინ-ენციკლოპედიას და შეიცავს ცნობებს ცხოველის, მისი შინაგანი ორგანოების, ბუნებრივი მონაცემების და ხასიათის შესახებ. მასალა შემდეგნაირად ნაწილდება: გეოგრაფიული არეალი, ჩვევები, ფიზიკური აღწერილობა, რეპროდუქტიულობა, ცხოვრების ციკლი, ურთიერთობა და აღქმა, ჩვევები, კვებითი რეჟიმი, მტაცებლები და კონსერვაცია.

Google-ის პროექტი ხელოვნების შესახებ –Google Art Project

420ace0005bb

http://www.googleartproject.com/ ეს საიტი-პროექტი არის  Google-ის მიერ მსოფლიოს ცნობილ ხელოვნების მუზეუმებთან უნიკალური თანამშრომლობის შედეგი. იგი საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ და დავათვალიეროთ ხელოვნების საოცარი ნიმუშები "street view"-ის პრინციპით ვირტუალურად, ბერლინიდან ვერსალამდე, სანკტ-პეტერბურგის გავლით. აგრეთვე ვიმოგზაუროთ და შევისწავლოთ ყველა აქ წარმოდგენილი მუზეუმების ინტელექტუალური სამყარო. საიტის საშუალებით შეგვიძლია მოვიძიოთ ხელოვნების ნიმუშები და დავათვალიეროთ შესაბამისი ვიდეოები You Tube-ში.
პრადოს მუზეუმთან (ესპანეთი) ერთად განხორციელებული პირველი ექსპერიმენტის შემდეგ უკვე ჩვიდმეტი მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი,

პედაგოგის ცნობარი – The Educator’s Reference Desk

ee7baff31439d5cdd1545a28

The Educator’s Reference Desk (http://www.eduref.org/) საიტი  საგანმანათლებლო ინფორმაციის მოძიების საუკეთესო საშუალებაა. ის იყენებს განათლების სფეროში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში (ERIC – Education Resources Information Center) და სირაკუზის უნივერსიტეტში არსებულ მრავალი წლის გამოცდილებას, რომელიც დაფუძნებულია მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსებსა და მომსახურებაზე.
საიტზე ინფორმაციის უფრო სწრაფი და იოლი გზით მოსაძიებლად შექმნილია საძიებელი

სამეცნიერო სიახლეების საიტი – MSNBC Technology and Science

33439eef1dad

MSNBC საიტი შეიქმნა 1996 წელს  NBC (National Broadcast Company)-ის და Microsoft-ის თანამშრომლობით.

Msnbc.com, ფაქტიურად ცალკე საინფორმაციო კომპანიაა (და არა მხოლოდ MSNBC-ის ვებსაიტი). ეს არის NBC News ოჯახის ონლაინ საინფორმაციო ქსელი. გარდა MSNBC-ის საინფრომაციო შოუებისა (Today, NBC Nightly News, Dateline NBC ან MSNBC TV), საიტის თანამშრომლები თვითონაც ამზადებენ საინფორმაციო მასალებს სხვადასხვა დარგებში და აგრეთვე აქვეყნებენ სტატიებს ისეთი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა მაგალითად ჟურნალები "ვოშინგტონ პოსტ" (Washington Post) და  ნიუს ვიკი (Newsweek).

ეს არის უნიკალური საიტი რომელიც გადმოგვცემს გლობალურ და მიმდინარე ახალ ამბებს. აქ მოცემულია მრავალი კატეგორია: ამერიკა, მსოფლიო, პოლიტიკა, ბიზნესი, სპორტი, გასართობები, ჯანმრთელობა, ტექნოლოგია და მეცნიერება, მოგზაურობა ...

სწორედ ერთ ერთ მათგანია Technology and Science ბმული, რომელიც გვთავაზობს სიახლეებს ტექნოლოგიასა და მეცნიერებაში.

Geosource – გეოწყაროები, გეოინფორმაცია

6ac142491069

Geosource (http://www.library.uu.nl/geosource/)– არის უტრეხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებული ბმულების კოლექცია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების დარგში: ჰუმანიტარული გეოგრაფია, ფიზიკური გეოგრაფია, დაგეგმარება, გეომეცნიერებები და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები. 

ბმულები დაჯგუფებულია იმ საგნების მიხედვით, რომლებიც ისწავლება უტრეხტის უნივერსიტეტის გეოგრაფიული მეცნიერების ფაკულტეტზე. საიტი მოიცავს  დაახლოებით 4620 ბმულს და ივსება ახალი ბმულებით ყოველდღიურად (თუმცა "უმისამართო" ანუ გაწყვეტილი ბმულებიც არის).

ინფოარხების ცნობების შეკრება