ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში | ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში | ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში |
საინტერესო საიტები-ის ბლოგი
ფერეიდანი (http://www.fereidani.ge/)
გამოაქვეყნა საინტერესო საიტები-მ : ხუთ, 24/03/2011 - 16:09.
საიტი http://www.fereidani.ge/ გვაძლევს საინტერესო ინფორმაციას ფერეიდანზე და იქ მცხოვრებ ქართველებზე, რომლებიც 400 წლის წინათ გადაასახლეს ირანში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ოთხი საუკუნე აშორებთ საქართველოს, დღემდე შეძლეს ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნება.
ეს ცხადია ყველამ თუ არა – ბევრმა ვიცით, მაგრამ საიტის უნიკალურობა ემოციურ მხარეშია: აქ წაიკითხავთ ფერეიდნელი ბიჭის წერილს, ნახავთ ისპაჰანში ქართველის მიერ აგებულ 33 თაღიან ხიდს და კიდევ მრავალ საინტერესო ფოტოსა თუ წერილს.საიტი შექმნა გიორგი ალავერდაშვილმა შვილთან ერთად.
ამერიკის ეროვნული აკადემიის გამომცემლობა – The National Academies Press
გამოაქვეყნა საინტერესო საიტები-მ : სამ, 15/03/2011 - 13:54.
The National Academies Press (NAP) http://www.nap.edu/ – ეს არის აშშ-ს ეროვნული აკადემიის უნივერსალური გამომცემლობა. იგი აქვეყნებს ისეთი ცნობილი სამეცნიერო დაწესებულებების ნაშრომებს, როგორებიცაა ეროვნული მეცნიერებათა აკადემია National Academy of Sciences, ეროვნული საინჟინრო აკადემია National Academy of Engineering, მედიცინის ინსტიტუტი Institute of Medicine და ეროვნული კვლევითი საბჭო National Research Council. NAP-ი მთლიანად ფუნქციონირებს ამერიკის კონგრესის ეგიდით. იგი ყოველწლიურად გამოსცემს 200-ზე მეტ წიგნს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სამედიცინო თემებზე.
საიტზე წიგნები შეგვიძლია მოვიძიოთ თემატურად:- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
Atlantico, ახალი ფრანგული საინფორმაციო საიტი
გამოაქვეყნა საინტერესო საიტები-მ : ხუთ, 03/03/2011 - 23:41.ორშაბათს, 28 თებერვალს გამოჩნდა ახალი ფრანგული საინფორმაციო საიტი Atlantico - http://www.atlantico.fr/ იშიფრება, როგორც „ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მედიატორი-გამმარტივებელი“. გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ათზე მეტი ჟურნალისტისაგან შემდგარი ჯგუფი ავრცელებს, საიტი ინტერნეტ-ინფორმაციის ექსპერტებისა და რედაქტორების ნამოღვაწარსაც აქვეყნებს.
Atlantico სხვა საიტებთან დამაკავშირებელიც იქნება: „თუკი რაიმე კარგად არის გადმოცემული სადმე, რატომ უნდა შევცვალოთ ის? სჯობს, კავშირი დავამყაროთ“, აკონკრეტებს გამოქვეყნების რედაქტორი ჟან-სებასტიან ფერჟუ (Jean-Sébastien Ferjou). მაგალითად ის Huffington Post-ს ასახელებს, ეს არის აშშ-ში არიანა ჰაფინგტონის (Arianna Huffington) მიერ შექმნილი სიახლეთა აგრეგატორი საიტი, რომელიც სულ ახლახანს AOL-მა (America On Line) შეიძინა 315 მილიონ დოლარად და ვებ-ის ბევრი კონტრაქტორის ოცნება აისრულა.Atlantico-ს კაპიტალის 51% მისი თანადამაარსებლების,
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
Animal Diversity Web – „ცხოველთა მრავალფეროვნების ვებსაიტი“
გამოაქვეყნა საინტერესო საიტები-მ : ხუთ, 24/02/2011 - 14:08.
Animal Diversity Web (http://animaldiversity.ummz.umich.edu/site/index.html) არის ონლაინ მონაცემთა ბაზა რომელიც აერთიანებს ცხოველთა ისტორიას, კლასიფიკაციას, ხასიათის თავისებურებებს, კონსერვირებულ ბიოლოგიას და უამრავ მასალას ზოგადად ცხოველთა სახესხვაობების შესახებ. იგი შეიცავს ათასობით ფოტონიმუშს, ასობით ხმოვან კლიპს და მზა ვირტუალურ მასალას მუზეუმებიდან. იგი ფაქტიურად წარმოადგენს ცხოველთა ონლაინ-ენციკლოპედიას და შეიცავს ცნობებს ცხოველის, მისი შინაგანი ორგანოების, ბუნებრივი მონაცემების და ხასიათის შესახებ. მასალა შემდეგნაირად ნაწილდება: გეოგრაფიული არეალი, ჩვევები, ფიზიკური აღწერილობა, რეპროდუქტიულობა, ცხოვრების ციკლი, ურთიერთობა და აღქმა, ჩვევები, კვებითი რეჟიმი, მტაცებლები და კონსერვაცია.
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
Google-ის პროექტი ხელოვნების შესახებ –Google Art Project
გამოაქვეყნა საინტერესო საიტები-მ : პარ, 18/02/2011 - 17:46.
http://www.googleartproject.com/ ეს საიტი-პროექტი არის Google-ის მიერ მსოფლიოს ცნობილ ხელოვნების მუზეუმებთან უნიკალური თანამშრომლობის შედეგი. იგი საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ და დავათვალიეროთ ხელოვნების საოცარი ნიმუშები "street view"-ის პრინციპით ვირტუალურად, ბერლინიდან ვერსალამდე, სანკტ-პეტერბურგის გავლით. აგრეთვე ვიმოგზაუროთ და შევისწავლოთ ყველა აქ წარმოდგენილი მუზეუმების ინტელექტუალური სამყარო. საიტის საშუალებით შეგვიძლია მოვიძიოთ ხელოვნების ნიმუშები და დავათვალიეროთ შესაბამისი ვიდეოები You Tube-ში.
პრადოს მუზეუმთან (ესპანეთი) ერთად განხორციელებული პირველი ექსპერიმენტის შემდეგ უკვე ჩვიდმეტი მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი,
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
პედაგოგის ცნობარი – The Educator’s Reference Desk
გამოაქვეყნა საინტერესო საიტები-მ : პარ, 18/02/2011 - 15:07.საიტზე ინფორმაციის უფრო სწრაფი და იოლი გზით მოსაძიებლად შექმნილია საძიებელი
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
სამეცნიერო სიახლეების საიტი – MSNBC Technology and Science
გამოაქვეყნა საინტერესო საიტები-მ : სამ, 15/02/2011 - 11:50.MSNBC საიტი შეიქმნა 1996 წელს NBC (National Broadcast Company)-ის და Microsoft-ის თანამშრომლობით.
Msnbc.com, ფაქტიურად ცალკე საინფორმაციო კომპანიაა (და არა მხოლოდ MSNBC-ის ვებსაიტი). ეს არის NBC News ოჯახის ონლაინ საინფორმაციო ქსელი. გარდა MSNBC-ის საინფრომაციო შოუებისა (Today, NBC Nightly News, Dateline NBC ან MSNBC TV), საიტის თანამშრომლები თვითონაც ამზადებენ საინფორმაციო მასალებს სხვადასხვა დარგებში და აგრეთვე აქვეყნებენ სტატიებს ისეთი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა მაგალითად ჟურნალები "ვოშინგტონ პოსტ" (Washington Post) და ნიუს ვიკი (Newsweek).
ეს არის უნიკალური საიტი რომელიც გადმოგვცემს გლობალურ და მიმდინარე ახალ ამბებს. აქ მოცემულია მრავალი კატეგორია: ამერიკა, მსოფლიო, პოლიტიკა, ბიზნესი, სპორტი, გასართობები, ჯანმრთელობა, ტექნოლოგია და მეცნიერება, მოგზაურობა ...
სწორედ ერთ ერთ მათგანია Technology and Science ბმული, რომელიც გვთავაზობს სიახლეებს ტექნოლოგიასა და მეცნიერებაში.
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
Geosource – გეოწყაროები, გეოინფორმაცია
გამოაქვეყნა საინტერესო საიტები-მ : პარ, 11/02/2011 - 17:09.
Geosource
ბმულები დაჯგუფებულია იმ საგნების მიხედვით, რომლებიც ისწავლება უტრეხტის უნივერსიტეტის გეოგრაფიული მეცნიერების ფაკულტეტზე. საიტი მოიცავს დაახლოებით 4620 ბმულს და ივსება ახალი ბმულებით ყოველდღიურად (თუმცა "უმისამართო" ანუ გაწყვეტილი ბმულებიც არის).
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება
- იხ. ვრცლად
