Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის შესახებ

CANTT Logo 
ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი დაარსდა 2018 წელს. იგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს და TBC ბანკის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ცენტრის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს და გაამარტივოს სტუდენტთა ინტეგრირება შრომის ბაზარზე ბიზნესის მოთხოვნის შესაბამისად.

ცენტრის მიზნებია:
  • სტუდენტებისთვის აკადემიურ წინსვლაში დახმარების გაწევა;
  • აკადემიურ და სოციალურ-ეკონომიკურ წრეებს შორის კავშირის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტების პროფესიული განვითარების გამარტივება;
ცენტრს აქვს ორი სივრცე პროფესიული და სოციალური, სადაც ის სტუდენტებს არაერთ უფასო სერვისს სთავაზობს. პროფესიულ სივრცეში  სტუდენტები თავიანთ სფეროში  კომპეტენციებსა და უნარ-ჩვევებს განივითარებენ  და ის განკუთვნილია:
  • ტრეინინგებისათვის (ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე);
  • ლოკალური, რეგიონალური და საერთაშორისო პროექტების შექმნისათვის;
  • აკადემიური საქმიანობით  მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების გაძლიერებისათვის;
  • საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად.  მაგ:. Tempus,  Erasmus+… ;
  • დისტანციური სწავლების პროგრამების მომზადებისთვის.

სოციალური სივრცე სტუდენტების თანამშრომლობითი მუშაობის, სტუდენტთა კომპეტენციების განვითარებას,  მათი პროექტების და საწარმოო იდეების  ამოქმედებას ემსახურება, რაც  გამოიხატება მათთვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერისა და ექსპერტიზის შეთავაზებაში. ეს სივრცე განკუთვნილია:
შეხვედრების სტუდენტი-საწარმო-უნივერსიტეტი (მრგვალი მაგიდა, სახელოსნო, საწარმოების ფორუმი, სემინარები) მოსაწყობად;
მასწავლებელთა ერთობლივი თანამშრომლობისთვის (მაღალი ხარისხის ინტერნეტი, საოფისე ინვენტარის ხელმისაწვდომობა, პრინტერი, სკანერი და სხვ.) 
  • ღია კარის დღეების მოსაწყობად, ფართო პუბლიკისთვის გამიზნული ინფორმაციების (სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, საწარმოთა და უნივერსიტეტის წარმომადგენელთათვის) გასავრცელებლად;
  • სტუდენტური კონფერენციების გასამართად;
  • დასაქმების ფორუმების მოსაწყობად.
ცენტრის ორი თანამშრომელი სისტემატიურად ამზადებს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის, რომელიც მიმართულია აკადემიურ და ბიზნეს სამყაროს შორის დიალოგის სტიმულირებისკენ. ცენტრი ღიაა როგორც საგანმანათლებლო ასევე  ბიზნეს სექტორისგან ყოველგვარი წინადადებების და შემოთავაზებების განსახილველად. ამ ეტაპზე როგორც პროფესიულ, ასევე სოციალურ სივრცეში საქმიანობა უსასყიდლოა.