Grishashvili-ის ბლოგი
ფოტოკონკურსი - „გააცოცხლე ძველი თბილისი“
გამოაქვეყნა Grishashvili-მ : სამ, 23/04/2019 - 16:04.პროექტის შესახებ:
ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ გრიშაშვილის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გთავაზობთ ფოტოკონკურსს.
იოსებ გრიშაშვილი იყო არა მხოლოდ პოეტი, არამედ საზოგადო მოღვაწე, ძველი თბილისის დიდი მოამაგე და კოლექციონერი. მის არქივში მრავალ იშვიათ წიგნთან და საინტერესო ნივთთან ერთად, ძველი თბილისის ყოფის ამსახველი არაერთი ფოტო ინახება.
ფოტოკონკურსის მიზანია, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს იოსებ გრიშაშვილი, როგორც ძველი თბილისის გულშემატკივარი და ამასთან, ფართო საზოგადოებას გააცნოს მის კოლექციაში დაცული ფოტომასალა.
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
