Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

აღმაშფოთებელი „საჩუქარი“ რუსეთიდან

1001192815

სანქტ-პეტერბურგის რუსეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საერთაშორისო წიგნგაცვლის ფარგლებში გამოგვიგზავნა (თუმცა, დიდი ხანია რუსეთიდან არანაირი ლიტერატურა არ მიგვიღია, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა) რუსი ავტორების (ა. შიროკორადი, ა. შიშოვი, რ. ძარასოვი) მიერ კავკასიის, ამიერკავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკურ საკითხებზე შეთხზული წიგნები.

თავიდან გაგვახარა და გაგვაკვირვა საჩუქარმა, მაგრამ ჩვენმა აღშფოთებამ, წიგნების გადახედვის შემდეგ, გვაიძულა დაგვერღვია ბიბლიოთეკარის ტრადიციული ნეიტრალობა და ამ საიტზე გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი.

1001131395 


1001871071


451412

ყველა საკითხი რუსული იმპერიული პოზიციებიდანაა გაშუქებულია. წიგნები გამსჭვალულია ნიჰილისტური დამოკიდებულებით ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსულისადმი, ავტორები მიმოიხილავენ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს, კავკასიაში არსებულ ვითარებას, უკანასკნელი დროის მოვლენებსა და, რაც მთავარია, 2008 წლის აგვისტოს ომს.

1

სარჩევი

საკმარისია თვალი გადავავლოთ ამ წიგნებს, რომ დავრწმუნდეთ დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ კურსის  შეფასების ტენდენციურობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი ისტორიის განზრახ გაყალბებაზე.

11

პირველი გვერდი (А. Широкорад
Война и мир Закавказья за последние три тысячи лет)

პირველივე აბზაცებში იგრძნობა რუსი ავტორების იმპერიულ-ქედმაღლური დამოკიდებულება კავკასიის ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს და ქართველი ხალხის, მიმართ, რაც რუსეთის როგორც კავკასიაზე მშვიდობის დამამყარებლის როლისა და მნიშვნელობის განდიდებაში გამოიხატება.

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ წიგნებში მოცემული ისტორიული მოვლენების შეფასებები ჩვენთვის უმეტესწილად მიუღებელია, ვთვლით, რომ ქართველ მკითხველს უფლება აქვს გაეცნოს მოწინააღმდეგე მხარის თვალსაზრისს ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს ისტორიულ წარსულსა თუ დღევანდელობას ეხება, რათა შეძლოს სათანადო არგუმენტირებული პასუხის გაცემა.


აღნიშნული წიგნები შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.

წიგნების ნუსხა:

Александр Широкорад
Война и мир Закавказья за последние три тысячи лет
Серия: Неизвестные войны
Издательства: АСТ, АСТ Москва, ВКТ, 2009 г

===================

Широкорад А.Б. Кавказский капкан. Цхинвал
Издательство: Книга по Требованию, 2010 г.

===================

Р. С. Дзарасов
Пятидневная война на Кавказе. События и размышления
Издательство: Либроком, 2009 г.

===================

Двуглавый орел над Кавказом. 1804-2008 годы

Автор: Шишов Алексей
Год издания: 2009
Количество страниц: 448
ISBN: 978-5-9533-3688-8
Издательство: Вече