Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სამაგისტრო პროგრამა: IST დოქტორის ხარისხი საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებში, ავსტრია

ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2011 წ.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: მაგისტრის ან ბაკალავრის (ან ექვივალენტური) ხარისხის მფლობელებს საბუნებისმეტყველო, მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებებში.

სტიპენდია: კონკურსის საფუძველზე გაიცემა სტიპენდია,  მგზავრობის ხარჯები კონფერენციაზე დასასწრებად, ხარჯებში შედის გერმანული ენის კურსებიც.

პროგრამის აღწერა:

უმაღლეს კურსდამთავრებულთა სკოლა IST (მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი) ავსტრია კლოსტერნოიბურგში შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს, მიიღონ დოქტორის ხარისხი. პროგრამა განკუთვნილია მთელი მსოფლიოს აპლიკანტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ მაგისტრის, ან ბაკალავრის (ან ექვივალენტური) ხარისხი. დოქტორანტურის სტუდენტები გაივლიან უმაღლეს კურსებს და ხელს შეუწყობენ ერთი, ან უფრო მეტი სამეცნიერო ჯგუფის კვლევაში. ისინი დასაქმებულნი იქნებიან ინსტიტუტის მიერ და სათანადოდ დაჯილდოვდებიან მათ მიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში შეტანილი წვლილის გამო საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. კვლევითი საქმიანობა და საწვლება მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტში, ავსტრიაში, იწარმოებს ინგლისურ ენაზე. დოქტორანტურაში სწავლების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბოლო პერიოდში მიღებულ ხზარისხსა და ინდივიდუალურად მიღწეულ პროგრესზე და საშუალოდ გაგრძელდება ოთხიდან ხუთ წლამდე.


მოთხოვნები:


პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკური და კომპიუტერული მეცნიერებების და სხვა ნებისმიერი  ინტერდისციპლინარული სფეროს მაღალკვალიფიციურ სტუდენტებს, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ სამეცნიერო კარიერის გაგრძელება საერთაშორისო კვლევით გარემოში.
ყველა აპლიკანტი უნდა იყოს მაგისტრის, ან ბაკალავრის (ან ექვივალენტური) ხარისხის მფლობელი, ან 2011 წლის სექტემბრემდე უნდა მიიღოს ზემოთ-მოხსენიებული ხარისხი. მონაწილე სტუდენტები პროფესიონალურ დონეზე უნდა ფლობდნენ ინგლისურს - წერით და ზეპირად.
IST პროგრამა ავსტრიაში ემსახურება თანასწორუფლებიანობას და მრავალმხრივობას. კერძოდ, მდედრობითი სქესის აპლიკანტებს მიენიჭებათ განსაკუთრებული უპირატესობა მონაწილეობის მისაღებად.
*პროგრამა დაიწყება 2011 წლის სექტემბერში: განაცხადების ფაილებისა და სარეკომენდაციო წერილების მიღება წარმოებს 15 იანვრამდე, 2011 წ.

ვრცლად (ინგლ.): edu-guide.ge