Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მკვლევარების მიერ აღმოჩენილი სუპერმასიური შავი ხვრელების ზრდა

2688337185-la-croissance-des-trous-noirs-supermassifs-revelee-par-des-chercheurs

თელ ავივის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა ახლახანს აღმოაჩინა ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ყალიბდება გალაქტიკის ცენტრში მოთავსებული სუპერმასიური შავი ხვრელები. მათი ევოლუციის პირველი ეტაპი სავარაუდოდ აქამდე არსებულ მოსაზრებაზე სამი მილიარდი წლით ადრე უნდა დაწყებულიყო.

სუპერმასიური შავი ხვრელები განთავსებულია გალაქტიკის გულში. მათ შეუძლიათ, მიაღწიონ გიგანტურ მასას, მზის მასაზე ათ მილიარდჯერ მეტსაც კი. მაგრამ უცნობი იყო ამ შავი ხვრელების წარმოშობა. სამყაროს გაჩენიდან პირველი მილიარდი წლების განმავლობაში ისინი ძალიან აქტიურები იყვნენ და თითქოს მათი ზრდა რამოდენიმე გალაქტიკის ურთიერთ შეჯახებისას შემწყმის შედეგი უნდა ყოფილიყო, სწორედ ამ გალაქტიკებს უნდა გაეერთიანებინა შესაბამისი შავი ხვრელები.
უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში Gemini North  და VLT (Very Large Telescope) ტელესკოპებით ჩატარებული დაკვირვებების წყალობით თელ ავივის უნივერსიტეტის ასტრონომებმა შეძლეს, გაეშიფრათ ზოგიერთი ისეთი ელემენტი, როგორიცაა შავ ხვრელებზე დაცემული აირის გამოსხივება.

ამგვარად, ჟურნალი Futura Sciences გვიჩვენებს, რომ სუპერმასიური შავი ხვრელების ზრდის მთელი პირველი პერიოდი სამყაროს გაჩენიდან 1,2 მილიარდი წლის შემდეგ იჩენს თავს (სამყარო 13,7 მილიარდი წლის წინ გაჩნდა), ანუ ბევრად ადრე, ვიდრე აქამდე ეგონათ. ეს ფენომენალური ზრდა 100-200 მილიონი წლის შემდეგ უნდა შეჩერებულიყო. ამ კვლევებმა საშუალება მოგვცა, დავბრუნებოდით შავი ხვრელების დაბადებას და აღმოგვეჩინა, რომ ისინი  ”მხოლოდ” 100-1000 მზის მასის ექვივალენტური მასისაგან წარმოიშვნენ. და მაინც მათი ზრდა ექსტრემალურად სწრაფი უნდა ყოფილიყო.

კვლევის ფინალური ეტაპი საშუალებას მოგვცემს, შევადაროთ ამ სუპერმასიური შავი ხვრელების ევოლუცია იმ გალაქტიკების ევოლუციასთან, რომლის წიაღშიც ისინი იმყოფებიან.

ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110108/tsc-la-croissance-des-trous-noirs-superm-04aaa9b.html