საჰაერო კომპანია Qantas-ი ბიოსაწვავს ირჩევს

ბრიტანული British Airways-ის მსგავსად ავსტრალიურმა საჰაერო კომპანია ქანტასმა (Qantas) გადაწყვიტა, ბიოსაწვავზე გადასვლა. კომპანიას შეეძლო, შეერთებოდა ამერიკულ Solena-ს ქარხნის ასაშენებლად, რომელიც სულ რაღაც 232 მილიონი ევრო ჯდება.
2012 წლის 1 იანვარს ევროპულ საჰაერო კომპანიებში ძალაში შევა CO2-ის ემისიის საწინააღმდეგო სისტემა. ევროპული საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში ფირმებმა უნდა შეამცირონ სათბურის ეფექტის მქონე აირების ემისია, ფინანსური სანქციების დაკისრების შიშით. ამგვარად, ქანტას-მა გადაწყვიტა, წინასწარი ზომები მიიღოს ბიოსაწვავის პროდუქციის არჩევის გამო, ეს არის პროექტი, რომელიც კომპანიამ უნდა განახორციელოს Solena-სთან ერთად, ალტერნატიული საწვავის ამერიკულ მომწოდებელთან, რომელიც, თავის მხრივ, აწარმოებს მოლაპარაკებებს კიდევ სამ სხვა ევროპულ კომპანიასთან: EasyJet, Ryanair და Aer Lingus-სთან დუბლინის მახლობლად ქარხნის აშენების თაობაზე.
ვრცელი ტექსტი ფრანგულად:
http://fr.news.yahoo.com/- Login to post comments