Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ჭექაქუხილის შედეგად ანტიმატერიის სხივები გაიტყორცნება ჰაერში

An illustration shows antimatter shooting above a thunderstorm.

სურათზე ნაჩვენებია მაღალი ენერგიის ელექტრონები და პოზიტრონები, რომლებიც დედამიწიდან კოსმოსისკენ გაიტყორცნება.

”ეს არის ახალი ფუნდამენტალური აღმოჩენა იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი პლანეტა”, - აცხადებენ ექსპერტები.

ჭექაქუხილს შეუძლია კოსმოსისკენ გაისროლოს ანტიმატერიის სხივები - ეს სხივები კი ისეთი ინტენსივობისაა, რომ მათი აღბეჭდვა კოსმოსური ხომალდიდანაც შესაძლებელია ათასობით მილის დაშორებით, როგორც მეცნიერებმა განაცხადეს.

უმეტესი ე.წ. ”ჩვეულებრივი მატერია” სუბ-ატომური ნაწილაკებისგან შედგება, როგორებიცაა ელექტრონები და პროტონები. ანტიმატერია კი იმ ნაწილაკებისგან შედგება, რომლებსაც ისეთივე მასა და სპინი გააჩნია, როგორიც მათ მსგავს ანტიმატერიებს, თუმცა საპირისპირო მუხტით და მაგნიტური მახასიათებლებით.

ახლახანს, NASA–ს ფერმის გამა სხივების კოსმოსურ ტელესკოპზე (NASA's Fermi Gamma-ray Space Telescope) მდებარე რადიაციის დეტექტორებმა  დაახლოებით 30 მილიწამის განმავლობაში დააფიქსირეს პოზიტრონების - ელექტრონების შესაბამისი ანტიმატერიის - დამახასიათებელი ნიშნები.

მეცნიერებმა მოახერხეს, დაკვირვებოდნენ დედამიწის გარშემო მბრუნავი ტელესკოპიდან დაახლოებით 5000 კილომეტრის დაშორებით,  ნამიბიის ცაზე ელვის შედეგად კონცენტრირებული რადიაციის წარმოქმნას, რომელმაც იმ მომენტში ეგვიპტესაც გადაუარა. (იხილეთ  აფრიკის რუკა)

”მოსაზრება იმის შესახებ, რომ პლანეტაზე ხდება ჭექა-ქუხილი, რომელსაც შეუძლია ანტიმატერიის წარმოქმნა და მისი კოსმოსში გატყორცნა, მეცნიერული ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება. ჩვენი პლანეტის ამგვარი ქმედება მართლაც გასაოცარი ფაქტია”.

თარგმანის წყარო: NATIONAL GEOGRAPHIC Daily News