Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ინტერნეტ საფრთხეები განსაკუთრებულად დამოკიდებული ბავშვებისათვის

25 ქვეყნის ცხრიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის 25140 ინტერნეტ მომხმარებელთაგან მიღებულმა მრავალსაფეხურიანმა სოციოლოგიურმა ანკეტამ (შედეგების სრული ვერსია ინგლისურად და ძირითადი დასკვნები ფრანგულად) აჩვენა, რომ ყველაზე ახალგაზრდა ინტერნეტ მომხმარებლებთან ასოცირებული საფრთხეები ძირითადად გადასაფასებელია. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული და London School of Economics--ს მიერ CNRS-თან ერთად ფრანგული გამოკითხვისათვის წამოწყებული ეს კვლევა აჩვენებს, რომ მშობლები ხშირად არასწორად აფასებენ იმას, რასაც მათი შვილები უყურებენ, და აღიქვამენ როგორც ტრამვულს, ან არასასიამოვნოს. პირველი დაკვირვება: ინტერნეტი ევროპელი ახალგაზრდების ყოველდღიურობის ნაწილია, მათი 93% კი სულ მცირე კვირაში ერთხელ მაინც სარგებლობს ამით. მომხმარებელთა ასაკი უფრო და უფრო მცირდება: მათი საშუალო ასაკი, ვინც პირველად იყენებს ინტერნეტს, იცვლება ქვეყნის მიხედვით,შვედეთში შვიდი წლის ასაკიდან საფრანგეთში 8-9 წლის ასაკამდე. მითუმეტეს, რომ ეს ასაკი  ყველა ქვეყანაში მცირდება.

9-16 წლის ასაკი სწორედ რომ სოციალური ქსელებისთვისაა შესაფერისი. 9-10 წლის ბავშვების 26% დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელზე, 15 -16 წლის ასაკისათვის კი ეს ციფრი 81%-მდე აღწევს. უმრავლეს შემთხვევაში ეს მომსახურება გამოიყენება იმ პიროვნებებთან საკონტაქტოდ, ვისაც ისინი უკვე იცნობენ, მაგრამ ევროპელი ახალგაზრდების 25 % უცნობებსაც ეკონტაქტება, ძირითადად ონლაინ თამაშების დროს.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/technologies/article/2011/01/13/les-dangers-d-internet-pour-les-enfants-largement-relativises_1464824_651865.html