Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მინისტრმა უსინათლო ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

მინისტრმა უსინათლო ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა -
202-shi%20brailis%20aparatura
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლა-პანსიონის  აღსაზრდელებს ნორვეგიის მთავრობისგან საჩუქრად გადმოცემული  სპეციალურად სუსტი მხედველობის ბავშვებისთვის განკუთვნილი წასაკითხი აპარატურა გადასცა.

ეს დანადგარი მორგებულია ნებისმიერი ბავშვის მდგომარეობაზე და აქვს სხვადასხვა მანიპულაციის საშუალება, როგორიცაა ტექსტის გადიდება, ფერის შეცვლა და მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია. უსინათლო ბავშვებს გადაეცათ სხვადასხვა სახის გამადიდებელი ლუპები.

ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მსგავსი აპარატი საჩუქრად ნებისმიერ ინკლუზიურ სკოლას გადაეცემა.

მინისტრი  და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა ხშირი სტუმრები არიან, მათ რიცხვშია 202-ე სკოლაც, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დიმიტრი შაშკინმა ბრაილის საბეჭდი მანქანა, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და ტაქტიკური სასწავლო მასალები გადასცა. თანამედროვე აპარატურასთან სამუშაოდ სამინისტრომ ამ სკოლის პედაგოგებიც გადაამზადა.

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლაში 50 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. სკოლა აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმინობებში და მოსწავლეების სოციალურ ადაპტაციაზეა ფოკუსირებული.

№202 უსინათლო ბავშვთა  სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ. მათთვის საგამოცდო მასალა ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული.

წყარო: [სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]