Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

„სფეისერი“ (Spaser) გარდატეხას ახდენს ლაზერულ ტექნოლოგიაში

ლაზერებმა გარდატეხა მოახდინეს საკომუნიკაციო და სამედიცინო ინდუსტრიაში. ისინი სინათლის ფოკუსირებას ახდენენ, რათა დაამარცხონ სიმსივნე, ან მთელს მსოფლიოში გაგზავნონ ციფრული სატელევიზიო და სატელეფონო კომუნიკაცების სიგნალები.

მაგრამ, ჩვეულებრივი ლაზერის ფიზიკური სიდიდე არ არის მისი სინათლის ტალღების სიგრძის ნახევრაზე ნაკლები, რაც მრეწველობის ბევრ დარგში ზღუდავს მის გამოყენებას. ამჟამად კი, თელ ავივის უნივერსიტეტის მონაწილეობით შემუშავებული ახალი გამოგონება – „სფეისერი“, შესაძლებელია იყოს ისეთი მცირე ზომის, რამდენადაც საჭიროა მომავლის ნანო-ტექნოლოგიებში გამოსაყენებლად.


თელ ავივის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტის პროფესორმა დევიდ ბერგმენმა (David Bergman), ატლანტის ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად, 2003 წელს შეიმუშავა და დააპატენტა „სფეისერის“ წინამორბედი გამოგონება. ამჟამად, ეს გამოგონება შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოს კვლევითმა ჯგუფებმა პრაქტიკაში დანერგეს.


„სფეისერი“ (SPASER) არის აკრონიმი, რაც ნიშნავს „ზედაპირის პლაზმონის გაძლიერებას რადიაციის სტიმულირებული გამოსხივების შედეგად“ (surface plasmon amplification by stimulated emission of radiation) –– და მიუხედავად მისი ენისგასატეხი განმარტებისა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტერმინი ნანო–ტექნოლოგიების ინდუსტრიაში.

ვრცლად (ინგლ.): ScienceDaily - Science News