Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საერთაშორისო კონფერენცია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის

მოწვევის წერილი

გვსურს, მოგიწვიოთ ”სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების თურქეთის მსოფლიო კონგრესზე”, რომელიც გაიმართება 6-8 მაისს 2011წ. ქალაქ სამსუნში. კონგრესი ორგანიზებულია ონდოკუზ მეისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ფაკულტეტის სტუდენტების კლუბის მიერ.


ბოლო პერიოდის მიღწევები და განახლებული ინფორმაცია სამედიცინო სფეროსა და სამედიცინო განათლების სისტემებში, წარმოდგენილი იქნება კონგრესის შესაბამის კონფერენციებსა და პრეზენტაციებში. გარდა ამისა, მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი მეცნიერის მიერ გამართული პრეზენტაცია დამსწრეებს უზრუნველყოფს მიმართულებით და რჩევებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდნენ წარმატებული მეცნიერები.


იმედი გვაქვს, რომ   გვეწვევით სამსუნში და მოხარული ვიქნებით, თუ  მონაწილეობას მიიღებთ კონფერენციაში .


პატივისცემით,


ხელმძღვანელი: დოქტორი მეჰმეტ სენკ ტურგუტი
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი

თურქეთის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტთა მსოფლიო კონგრესი

 

(IMESCON)
6-8 მაისი 2011
სამსუნი - თურქეთი
http://www.imescon.org/2011/eng/index.html

 

მონაწილეობა:


კონგრესში მონაწილეობა უფასოა
საცხოვრებელი, კვება, ტრანსფერი და გადაცემული ბეჭდვითი მასალა არ არის ფასიანი.

ვერბალური პრეზენტაცია:


თითოეული ქვეყნიდან ერთ წარმომადგენელს შეუძლია მონაწილეობის მიღება. პრეზენტაციის თემის შერჩევა შესაძლებელია კონგრესის ვებ-გვერდზე (ჩართვებიც შესძლებელი იქნება). პრეზნტაცია უნდა მოაწყოს სტუდენტმა. პრეზენტაცია უნდა წარმოებდეს მხოლოდ თურქულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

 

პრეზენტაცია პოსტერებით:


სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს. თითოეულ ქვეყანას შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 4 პოსტერი მხოლოს თურქულ, ან ინგლისურ ენაზე.

 

ტრანსფერი:


დათქმულ დროსა და ადგილზე  მონაწილეებს დახვდებიან მაორგანიზებელი  კომისიის წევრები. ყველა ტრანსფერს განახორციელებს მაორგანიზებელი კომისია კონგრესის მეშვეობით (სამ დღეში).

კონგრესის წარმოების ენები:

კონგრესი უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით (ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე).

 

ვრცლად (ინგლ.): edu-guide.ge