Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ი.გრიშაშვილის დაბადებიდან 121 წლისთავი

იოსები

ალგეთის შესახვევის ნომერი პირველი სახლი მე-20 საუკუნის ათიანი წლებიდანვე იყო ცნობილი. პატარა ორსართულიანი და შუშაბანდიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა იოსებ გრიშაშვილი, როგორც უბანში ეძახდნენ – ფირუზა, რომელსაც იმთავითვე “წიგნის კაცს “ უწოდებდნენ.

საქართველოს სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი  იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი (მამულაიშვილი) დაიბადა 1889 წლის 23 აპრილს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში-ხარფუხში, კალატოზის ოჯახში.

წერა-კითხვა იოსებს დედამ შეასწავლა. იოსები 1904 წლიდან უკვე ლექსებს წერდა. წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ იგი მიუბარებიათ ქართულ გიმნაზიაში, რომელიც მამის გარდაცვალების გამო არ დაუმთავრებია. მისი ნაცნობები აღნიშნავდნენ, რომ იოსებს ბავშვობიდანვე უყვარდა წიგნები. იგი ხარფუხის ხელოსნებს უკითხავდა ხოლმე ზღაპრულ ამბებს. მან ხარფუხის უბნის იმ პატარა სახლში წლების განმავლობაში თავი მოუყარა უიშვიათეს წიგნებს და შექმნა ისეთი სოლიდური ბიბლიოთეკა, რომლის მსგავსი საქართველოში სხვა არ არის საგულვებელი.

ღირსეულმა მამულიშვილმა და პოეტმა ანდერძით თავისი უნიკალური ბიბლიოთეკა და ძველი თბილისის ცხოვრების დამახასიათებელი მრავალი ნივთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადასცა, მხოლოდ ერთი პირობით: ძველი, ორსართულიანი სახლის ადგილზე უნდა აშენებულიყო ამ წიგნებისა და ნივთების დამტევი სახლი. მართლაც, იმ პატარა სახლის ნაცვლად იმავე მისამართზე ახლა დგას ლამაზი შენობა, რომელშიც მოთავსებულია იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი.