Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რიჰარდ ვაგნერის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩანაწერები

e20bdbc01766

პოლონელი დირიჟორი მარეკ იანოვსკი Pentatone-ს ლეიბლზე რიჰარდ ვაგნერის 10 ოპერის ჩანაწერს გამოუშვებს. ჩანაწერებს სორის იქნება ოპერები: „ლოენგრინი“, „ტანჰეიზერი“, „ტრისტანი და იზოლდა“, „ნიბელუნგების ბეჭედი“ და სხვა. უნდა ითქვას, რომ ყველა ოპერა სიმფონიური ორკესტრის შესრულებით ცოცხლად ჩაიწერება, რომელსაც ბერლინის რადიო ჩაიწერს და მისი ხელმძღვანელი იანოვსკი იქნება. პირველი ოპერა - „მფრინავი ჰოლანდიელი“ 2011 წლის შემოდგომაზე გამოვა, ხოლო წლის ბოლოს საზოგადოებას „პარსიფალსაც“ შესთავაზებენ. აღნიშნული პროექტის ინიციატორები ფიქრობენ, რომ ჩანაწერის სრული ვერსია 2013 წელს, რიჰარდ ვაგნერის 200 წლისთავისთვის იქნება მზად.


მარეკ იანოვსკი დირიჟორებს შორის რიჰარდ ვაგნერის შემოქმედების მთავარი სპეციალისტია. ამ კომპოზიტორის ოპერები მას უკვე ჩაწერილი აქვს - „ნიბელუნგების ბეჭედი“ RCA-ს ლეიბლზე 1980-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა.


როგორც ცნობილია, რიჰარდ ვაგნერი 1813 წელს ლაიპციგში დაიბადა. დიდი კომპოზიტორი საკუთარ ნაწარმოებებს თვითონ დირიჟორობდა და თავადვე წერდა ლიბრეტოებს საკუთარი ოპერებისთვის. 15 წლის ასაკში ვებერისა და ბეთჰოვენის მუსიკით შთაგონებულმა, ტრაგედია „ლეიბალდი და ადელაიდა“ შექმნა. 1831 წელს ლაიპციგის უნივერსიტეტში მუსიკალური განხრით ჩააბარა. სამი წლის შემდეგ მაგდენბურგის თეატრში დირიჟორის ადგილი დაიკავა  და სწორედ იქ გაიცნო მსახიობი მინა პლანერი, რომელიც ცოლად შეირთო. თუმცა მინა მისი ერთადერთი მეუღლე არ ყოფილა. ვაგნერის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული როლი ფერენც ლისტის ქალიშვილმა, კოზიმამ ითამაშა, რომელიც კომპოზიტორმა ცოლად 1870 წელს შეირთო. კოზიმა 25 წლით პატარა იყო ვაგნერზე, თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც მათ ურთიერთობაზე თავის დროზე და მას შემდეგაც ბევრს საუბრობდნენ. კოზიმას პირველი მეუღლე რიჰარდ ვაგნერის უმცროსი მეგობარი და მოსწავლე ჰანს ფონ ბიულოვი იყო.

შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, რიჰარდ ვაგნერი ფილოსოფიაზე და ხელოვნების თეორიაზე სტატიებსაც წერდა. 1935 წელს გაზეთში „ელეგანტური შუქი“ გამოაქვეყნა წერილი „გერმანული ოპერა“ და სხვა არაერთი.
პარიზში მუშაობის პერიოდში შექმნა სიმფონიური უვერტიურა „ფაუსტი“, აგრეთვე დაამთავრა „მფრინავი ჰოლანდიელის“ ლიბრეტო და ახალი ოპერების „ტანჰეიზერისა“ და „ლოენგრინის“ დაწერა დაიწყო. მისი „რეინცის“ პრემიერა 1842 წლის 20 ოქტომბერს შედგა და კომპოზიტორს დიდი წარმატებაც მოუტანა. რიჰარდ ვაგნერის სახელი დაკავშირებულია აგრეთვე მსოფლიოში ყველაზე გრძელ არიასთან, რომელიც „ღმერთების სიკვდილის“ ბრიუნგილდის მსხვერპლშეწირვის სცენაში 15 წუთის განმავლობაში ჟღერს და ყველაზე გრძელ ოპერასთან - „ნიურნბერგის მაისტერზინგერი“ 5 საათი და 15 წუთი გრძელდება. ცნობილი ოპერების ავტორი 1883 წელს, ვენეციაში გულის შეტევით გარდაიცვალა.