Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

დაბადების დღეს გილოცავ, სიმონა!

28.01.2011
ავტორი: გიორგი ძნელაძე

1mj111v5cek2icl 

9 იანვარს, სიმონა დე ბოვუარის დაბადებიდან 103 წელი გავიდა. სწორედ 1908 წლის 9 იანვარს დაიბადა ლეგენდარული "მეორე სქესის" ავტორი. მე პირადად, ამ თარიღს ვერასოდეს ვხვდები მშვიდად და ამიტომ, გადავწყვიტე, სტატია დამეწერა და ამგვარად კიდევ ერთხელ გამეხსენებინა ის. რა გავლენას ახდენს დღეს სიმონას მიერ 1949 წელს გამოცემული ,,მეორე სქესი'' სხვადასხვა ფემინისტურ თეორიებზე, მწერლებსა და გენდერულ თეორიებზე? პასუხი ცალსახაა: გავლენა უდიდესია. ის იყო მეოცე საუკუნის ყველაზე სკანდალური ფემინისტი მწერალი და ასევე, ყველაზე სკანდალური წიგნის ,,მეორე სქესის'' ავტორი.

1949 წლის ივნისში ამ წიგნის მხოლოდ პირველი ტომი 22 000 ეგზემპლარად გაიყიდა. წიგნი საყოველთაო პოლემიკისა და კრიტიკის საგანი გახდა. საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ის ერთი ნაწილისათვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელიც კი აღმოჩნდა, მეორე მხრივ კი, ის აღფრთოვანების და სიყვარულის საგანი გახდა. მწერალი ქალი უამრავ წერილს იღებდა შინაარსით: ,,თქვენ შეცვალეთ ჩემი ცხოვრება'', ,,თქვენ მე სიმართლე დამანახეთ'',,,მადლობელი ვარ თქვენი''. ნაწარმოების მთავარი თემა იყო ქალის პრობლემატიკა, მისი დისკრიმინირებული მდგომარეობა პატრიარქალურ საზოგადოებაში. სიმონა დე ბოვუარი ამბობდა, რომ ისტორიის იმ მომენტში, როცა დაემხო ე.წ. "დიადი-დედის'', "დედა-ბუნების'' და საერთოდ, ქალის კულტი, რასაც მატრილინეალურ კულტზე პატრიარქატის, ფალოცენტრიზმის გამარჯვება მოჰყვა, ამან მოიტანა ქალის მამაკაცისადმი იძულებითი დამოკიდებულების მდგომარეობაში ჩაყენება.

ქალი მამაკაცთა მიერ მოდელირებულ საზოგადოებაში აღიქმება, როგორც ,,მეორე'', ,,სხვა''. იმ სოციუმში, სადაც მამაკაცები დომინირებენ და მათ უპყრიათ მართვის სადავეები, სახელმწიფო, საკანონმდებლო სისტემა, რელიგია და ა.შ. ცხადია, ქალი მამაკაცთან მიმართებაში უუფლებო მდგომარეობაში იმყოფება, მათ შორის მკაცრი იერარქიული დაყოფა არსებობს და ერთმანეთისაგან მკვეთრადაა გამიჯნული ,,ქალური'' და ,,მამაკაცური'' სფეროები. სიმონა დე ბოვუარის ერთ-ერთი მიზანი იყო მითებისა და კლიშეების დამსხვრევა, რომლის მეშვეობითაც ქალი საუკუნეების განმავლობაში იზღუდებოდა და მისი პიროვნული თავისუფლება იხშობოდა. მან თქვა,რომ ის ე.წ. ,,მარად ქალურის''(ეტერნელ ფემინინ) ხატი იყო ის მითი და დომინაციის მთავარი იარაღი, რომელიც მამაკაცებმა გამოიგონეს, რათა ქალი არასრულფასოვან მდგომარეობაში ჩააყენონ და მისი დისკრიმინირება მოახდინონ. ეს ,,მარად ქალურის'' ხატი კი ასე გამოიყურება: ქალი-ოჯახის მზრუნველი მზარეული, მისი სანთელი ღამით არ ქრება, ის დგება ჯერ კიდევ მაშინ, როცა ღამეა. ის ფუტკარივით საქმიანად დაფუსფუსებს სახლში და ზრუნავს ქმრის, შვილებისა და ოჯახის კეთილდღეობაზე, არის მუყაითი, გამრჯე და ეკონომიური. ასეთია მამაკაცის მიერ ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში შექმნილი ,,მარად ქალურის'' ხატი, ქალისა, როგორც ,,სხვისა'' და ,,მეორეხარისხოვანის''.

....

სრული ტექსტი: http://www.azrebi.ge/index.php?m=734&newsid=284