Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სად ვრცელდება ისლამი

ისეთი ავტორები როგორიც ტილო სარაცინია, ევროპის ისლამიზაციაზე შიშებს აბუქებენ. ამერიკაში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს იმას, რომ მსგავსი ვარაუდი ძალიან არარეალისტურია. მართალია, მსოფლიოში მუსულმანების რიცხვი გაიზრდება, თუმცა ეს ზრდა მოსალოდნელზე გაცილებით ნელი ტემპით წარიმართება
მას სურს, რომ მისი შვილიშვილები გერმანიაში ცხოვრობდნენ – წერს ტილო სარაცინი მის წიგნში, რომელსაც ბევრი კამათი მოჰყვა. „მე არ მინდა, რომ ჩემი შვილიშვილების და შვილთაშვილების ქვეყანა უპირატესად ისლამური გახდეს; არ მინდა, რომ მისი ტერიტორიის დიდ ნაწილზე თურქულად და არაბულად საუბრობდნენ; არ მინდა ქალები ჩადრს ატარებდნენ და ცხოვრების რიტმს მუეძინების კივილი განსაზღვრავდეს“.
ევროპაში მუსულმანთა ჰეგემონიის სცენარი უსაფუძვლოა. მართლია ევროპის მუსულმანური მოსახლეობა უახლოესი 20 წლის განმავლობაში გაიზრდება, თუმცა ვერცერთ ჩრდილო ან დასავლეთ-ევროპულ სახელმწიფოში მუსულმანთა მომდევნო თაობები უმრავლესობად ვერ იქცევიან. ასეთია ახალი მასშტაბური ამერიკული კვლევის დასკვნა, რომელიც ინსტიტუტმა Pew Research Center on Religious and Public Life გამოაქვეყნა.
ჩატარებული კვლევის მთავარი შედეგი ასეთია: მართალია მუსულმანური მოსახლეობის რაოდენობა მთელს მსოფლიოში 2030 წლამდე გაიზრდება, მაგრამ ზრდა წარსულზე გაცილებით ნელა წარიმართება. მიზეზი: შობადობის მუდმივად კლებადი კოეფიციენტი, ქალებისა და გოგონებისთვის განათლების დონის გაზრდა და ქალაქებში მიგრაციაა.
რიცხოვნებით ყველაზე დიდი მუსულმანური სახელმწიფოს რანგში ინდონეზიას პაკისტანი შეცვლის
აი ამერიკელი მეცნიერების ზოგიერთი უფრო დეტალური დასკვნა:
....

foreignpress.ge

SPIEGEL