Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჩვენი გამოცემის შესახებ : გაზეთი "საქართველოს რესპულიკა", 21 იანვარი 2011. N12

მან თავს იდო დიდი მამულიშვილური მისია

"საქართველოს რესპულიკა", 21 იანვარი 2011. N12.

chitaia

ქართული ეთნოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადების 120 წლისთავთან დაკავშირებით წიგნის თაროს შეემატა დიდი მეცნიერის ბიობიბლიოგრაფია, რომელიც სერიით "ქართველი მეცნიერები" სამენოვნად (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) გამოსცა ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით. ბიობიბლიოგრაფიაში თავმოყრილია 1924-2008 წლების მასალა, გ. ჩიტაიას სამეცნიერო შრომები, სამეცნიერო პოპულარული სტატიები, მისი რედაქციით გამოცემული შრომები და ლიტერატურა მის შესახებ.
მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის გიორგი ჩიტაიას სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა (ავტორი პროფ. თამილა ცაგარეიშვილი), ერთვის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი თარიღები, სახელთა და გეოგრაფიულ სახელწოდებათა ანბანური საძიებელი.
აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია (1890- 1986) XX საუკუნის დასაწყისის იმ რჩეულ ქართველ მოღვაწეთა პლეადას მიეკუთვნება, რომელთაც თავს იდეს დიდი მამულიშვილური მისია: ივანე ჯავახიშვილის ხელდასხმით დადგნენ ფუნდამენტურ მეცნიერებათა ეროვნული სკოლების სათავეში. გიორგი ჩიტაიას წილად ხვდა ეთნოლოგიური მეცნიერების მოთავეობა საქართველოში, მან საფუძველი ჩაუყარა ეთნოგრაფიის, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბება-განვითარებას.
გიორგი ჩიტაიას მრავალწლიანი ოცნების ასრულება იყო 1966 წ. თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ დაარსება. ყოველი მისი გამოკვლევა ემსახურება ქართველი ხალხის ეთნოგენეზის, კულტურულ-ისტორიულ და გენეტიკური კავშირის ძიებას წინა აზიის უძველესი ცივილიზაციის სამყაროსთან. მაგრამ მის სამეცნიერო მოღვაწეობაში მაინც გამოიკვეთა ერთი და ძირითადი: ქართველი ხალხის სამიწათმოქმედო კულტურა - მისი გენეზისი, ეთნოსპეციფიკა და კულტურულ-ისტორიული ღირებულება. გამოვლინდა ქართველი და კავკასიის ხალხთა მდიდარი კულტურა, მაღალი მიღწევები სამეურნეო საქმიანობაში, ცხადყო, რომ კავკასიის ხალხთა ყოფა და კულტურა შეიცავს თავისთავადი ხასიათის ნიშნებს, რომლებიც გამოყოფენ მას სხვა ცივილიზაციებისგან.
ბიობიბლიოგრაფიის შემდგენლები არიან ვ. გოგოლაშვილი და ე. დოლიძე, რედაქტორები - ი. ღარიბაშვილი და თ. ცაგარეიშვილი, ბიბლიოგრაფიული რედაქტორი - ნ. ბაღათურია.

სანდრო ალექსიძე

საიტიდან: http://www.open.ge/index.php?m=12&y=2011&art=718