Homo Sapiens-მა 127.000 წლის წინ დატოვა აფრიკა?
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აღმოჩენილმა ქვის იარაღმა კვლავ წამოწია კითხვა თანამედროვე ადამიანის აღმოსავლეთ აფრიკიდან, მემკვიდრეობითი სამშობლოდან მიგრაციის შესახებ. აქამდე მიაჩნდათ, რომ ადამიანები აფრიკაში 200.000 წლის წინ გაჩნდნენ და 50.000 წლის წინათ კი მსოფლიოს მოედნენ.
მაგრამ თუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გერმანელი მკვლევარების მიერ აღმოჩენილი ქვის იარაღი ადამიანების ნახელავია, ეს ნიშნავს, რომ მათ აფრიკა ბევრად ადრე დაუტოვებიათ: 127.000 წლის წინ.აღმოჩენა შთამბეჭდავია, მაგრამ უამრავ კითხვას ბადებს, პასუხები კი არ ჩანს, განმარტავს გაზეთი New York Times: ადამიანებმა, რომლებმაც მიაღწიეს ჯებელ ფაიამდე (Djebel Faya), სადაც ხელსაწყოებია აღმოჩენილი,იყვნენ კი Homo Sapiens-ები? თუ ეს ასეა, გააგრძელეს მათ მოგზაურობა, თუ იქვე დაიხოცნენ?
აღმოჩენილი ხელსაწყოები ზოგიერთ პალეონთოლოგს საწინააღმდეგო თეორიასაც უჩენს, ისინი მიიჩნევენ, რომ სოციალური, კულტურული თუ ევოლუციური წინსვლისათვის აჭირო იყო, Homo Sapiens-ებს დაეტოვებინათ აფრიკა.
ვრცელი ტექსტი ფრანგულად:
http://fr.news.yahoo.com/- Login to post comments