Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

პარიზის მერია-სამეცნიერო კვლევა პარიზში

პარიზის მერია-სამეცნიერო კვლევა პარიზში -

ბოლო ვადა : 10-03-2011

პროგრამის აღწერა: ცხადდება კონკურსი პარიზის მერიის პროგრამის ”სამეცნიერო კვლევა პარიზში” ფარგლებში ფრანგულ და ინგლისურენოვან მკვლევართა შესარჩევად.

2003 წლიდან პარიზის მერია უცხოელ მკვლევარებს, პოსტდოქტორანტებსა და გამოცდილ სპეციალისტებს სთავაზობს შერჩევით პროგრამებს პარიზის სახელმწიფო ლაბორატორიებში განსაზღვრული  დროით სამუშაოდ. პროექტში მონაწილეობს პარიზში არსებული ყველა სახელმწიფო კვლევითი ლაბორატორია. პროგრამა ეხება ყველა სამეცნიერო სფეროს.

კანდიდატებს მოპოვებული უნდა ჰქონდეთ დოქტორის აკადემიური ხარისხი და კვლევით დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

უპირატესობა ენიჭებათ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებსაც სადოქტორო ხარისხი დაცული აქვთ არაუმეტეს ხუთი წლის წინ. თუმცა სტიპენდიების გარკვეული ნაწილი განაწილდება გამოცდილ მეცნიერებზე, რომლებსაც ხუთ წელზე მეტი ხნის წინ აქვთ დაცული სადოქტორო ხარისხი.

პროგრამის ხანგრძლივობა:
- პოსტდოქტორანტებისთვის: - 3-12 თვე
- გამოცდილი მეცნიერებისთვის: 2-3 თვე

სამეცნიერო კვლევის დაწყების პერიოდი: 1 სექტემბერი 2011 – 28 თებერვალი 2012.
...

 [განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]