Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ისრაელი ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობაზე აწერს ხელს

4108658795-israel-signe-un-accord-de-collaboration-avec-l-agence-spatiale
30 იანვარს ისრაელმა ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან მშვიდობიანი მიზნებისათვის თანამშრომლობას მოაწერა ხელი. საქმე ეხება აქამდე არარსებულ, ამ ტიპის პირველ შეთანხმებას ებრაულ სახელმწიფოსა და ESA (European Space Agency - ევროპული კოსმოსური სააგენტო)-ს შორის.

როგორც საიტი JSSnews იუწყება, შეთანხმებას მთავრობის სახელით დოქტორმა ზვი კაპლანმა (Zvi Kaplan), ისრაელის კოსმოსური სააგენტოს (ISA)  დირექტორმა და ESA-ში მისმა კოლეგამ, ჟან ჟაკ დორდენმა (Jean Jacques Dordain) მოაწერეს ხელი. სამშვიდობო მიზნებისათვის თანამშრომლობაზე შეთანხმება გულისხმობს ორმხრივი ინტერესების პროექტებს, ითვალისწინებს  ინფორმაციის, მეცნიერებისა და ინჟინრების გაცვლას, ასევე კომუნიკაციების გაღრმავებას. საკვლევი საკითხები ისევე ეხება ასტროფიზიკას, როგორც კოსმოსურ ინჟინერიას, სატელიტურ ტელეკომუნიკაციებს, მზის სისტემის კვლევასა თუ გარემოს მეტეოროლოგიას, ბუნებრივი კატასტროფების მართვას, საინჟინრო მასალებსა და კოსმოსურ ბიოლოგიას.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://fr.news.yahoo.com/68/20110131/tsc-isral-signe-un-accord-de-collaborati-04aaa9b.html