Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მარია შნაიდერის, „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ -ს გმირის, გარდაცვალება

G3723749185739 

ფრანგი მსახიობი მარია შნაიდერი, მარლონ ბრანდოსთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში "უკანასკნელი ტანგო პარიზში", 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ხუთშაბათს პარიზში.

ის ყოველთვის ცნობილი იქნება ბერნარდო ბერტოლუჩის სკანდალურ ფილმში მარლონ ბრანდოს გვერდით ნათამაშევი კინოს ისტორიის ყველაზე შთამბეჭდავი როლის გამო. მაშინ ის 19 წლის იყო.
საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, ფრედერიკ მიტერანმა (Frédéric Mitterrand) პატივი მიაგო „კინოს სიმბოლოს“.
„მისი აღმომჩენი ფილმის გამოსვლიდან 38 წლის შემდეგაც ის კვლავ მარლონ ბრანდოს ერთდროულად მომხიბვლელ, უმანკო და მკაცრ პარტნოირად დარჩა“, წერს ის ერთ-ერთ განცხადებაში.
მარია შნაიდერმა ერთნაირად ითამაშა მიქელანჯელო ანტონიონის „პროფესია: რეპორტიორი“-ში, რენე კლემანის „Baby-sitter“-ში და ჟაკ რივეტის „Merry Go-Round“-ში.
მსახიობ დანიელ ჟენილისა (Daniel Gélin) და რუმინული წარმოშობის მოდელ მარი-კრისტინ შნაიდერის (Marie-Christine Schneider) ქალიშვილის თეატრალური დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა.

 „უკანასკნელი ტანგო პარიზში“-ს  და კიდევ რამოდენიმე წარმატების შემდეგ მარია შნაიდერისათვის როლები გაიშვიათდა, როგორც ჩანს, რეჟისორებს აშინებდა მისი რეპუტაცია და თავადაც უარს ამბობდა კამერების წინ გაშიშვლებაზე.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://fr.news.yahoo.com/4/20110203/tts-france-cinema-schneider-deces-ca02f96.html