Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბიოინფორმატიკოსები ადამიანის წარმოშობის თეორიას გადახედავენ

Homo sapiens-სა და უფრო არქაულ სახეობებს შორის შეჯვარება არ არის გენეტიკური მონაცემების ერთადერთი ახსნა.

არსებობდა შეჯვარება Homo Sapiens-სა და ევროპაში ნეანდერტალელი ადამიანის და აზიაში Homo Erectus-ის ანუ მანამდე არსებულ Homo archaïques-ის პოპულაციებს შორის? არა დანამდვილებით - გვპასუხობს ორი ბიოინფორმატიკოსი, ერთი - სამედიცინო ინჟინერიისა და სირთულეთა ტექნიკური ლაბორატორიიდან - გრენობლის უნივერსიტეტიდან - ინფორმატიკა, მათემატიკა და გამოყენებითი მეცნიერებები (TIMC-IMAG) და მეორე - უფსალას (შვედეთი) უნივერსიტეტიდან. მათი გამოთვლითი მოდელირება გვიჩვენებს, რომ სხვა დემოგრაფიულ მოვლენებსაც შეეძლო მოეხდინა გავლენა ჩვენი სახეობის გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე.

მას შემდეგ, რაც დნმ-ის თანმიმდევრობას იცნობენ, გენეტიკოსები და ბიო-ინფორმატიკოსები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან ადამიანის წარმოშობით. ორმა მკვლევარმა, ერთმა - სამედიცინო ინჟინერიისა და სირთულეთა ტექნიკური ლაბორატორიიდან - გრენობლის ინფორმატიკა, მათემატიკა და გამოყენებითი მეცნიერებები (TIMC-IMAG) და მეორემ - Uppsala-ს (შვედეთი) უნივერსიტეტიდან გააანალიზა დნმ-ის მონაცემთა საჯარო ბაზა, რათა გამოეთვალათ X ქრომოსომაზე და არასქესობრივ ქრომოსომებზე დაყრდობილი საერთო წინაპრების ასაკი. მათ დაადგინეს ამ წინაპრების ასაკი: 1 მილიონი ან 1,5 მილიონი წელი. ამგვარად, ასეთი სიძველე შეიძლება უშვებდეს ჰომო საპიენსის (Homo Sapiens) შეჯვარებას უფრო არქაულ ადამიანებთან, რაც უკანასკნელ საერთო წინაპარის ასაკს გადაწევს იმ ეპოქაში, როცა არქაული პოპულაციები ერთმანეთს დაშორდნენ.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://www.grenoble-univ.fr/jsp/fiche_actualite.jsp?CODE=1296551790701&LANGUE=0&RH=GUGIP

წყარო (ინგლ.): Blum M., Jakobsson M., (2011). Deep Divergences of Human Gene Trees and Models of Human Origins, Molecular Biology and Evolution, Vol. 28 n°2, pp. 889-898.