Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

რელიგია და კანონმდებლობა

 logo 01.02.2011 ავტორი  მათე ახალაია

j6xwp0in0jv0hn1

   განხილულია ვალერი ლორიას, ბაადურ გელაშვილისა და მანანა ბენდელიანის წიგნი "ადამიანის უფლებები და რელიგია", (გამომცემლობა "თობალისი" თბილისი 2006). წიგნი ერთგვარი საკანონმდებლო გზამკვლევია ადამიანის რელიგიური თავისუფლების დაცვის სფეროში. ავტორებს თანმიმდევრულად აქვთ აღწერილი ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო), ევროპის საბჭოსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ რელიგიის და რწმენის თავისუფლებისა და დაცვის საკითხში. წიგნში საუბარია არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების პრიორიტეტებზე აღნიშნულ სფეროში, არამედ საქართველოს კანონმდებლობაში გაწერილ იმ ნორმებზე და ვითარებებზე, რომლებიც აუცილებელია ადამიანის რელიგიის და რწმენის თავისუფლების დაცვისათვის.

...

პირველი ნაბიჯები, რომელიც რელიგიის დაცვის სფეროში გადაიდგა იყო XIX საუკუნის ლიბერალური რევოლუცია და როდესაც XX საუკუნეში ძირითადმა ქრისტიანულმა სახელმწიფოებმა ადამიანის რელიგიური თავისუფლება, სცნეს ქრისტიანული რწმენის განუყოფელ ნაწილად. საზოგადოება მიხვდა, რომ აუცილებელია რელიგიური შემწყნარებლობა სხვა აღმსარებლობის მიმართ. «ღვთის ნებას წარმოადგენს სწორედაც ის, რომ ადამიანებს მიეცეთ სინდისის, აღმსარებლობისა და ღვთისმსახურების უფლება» (როჯერ უილიამსი).

...

სტატია სრულად: http://www.azrebi.ge/index.php?m=734&newsid=287