Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

NASA-მ 50-ზე მეტი საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინა

Nasa-ს (ამერიკის კოსმოსური სააგენტო) ორბიტალურმა ტელესკოპმა 50-ზე მეტი პლანეტა აღმოაჩინა, რომლებიც შეიძლება საცხოვრებლად ვარგისი იყოს. ზუსტად ერთ წელიწადში ტელესკოპმა კეპლერმა (Kepler) მოახდინა 1235 შესაძლო პლანეტის იდენტიფიცირება ჩვენი მზის სისტემის გარეთ. მათ შორის 54 შეიძლება სასიცოცხლო ზონად ჩაითვალოს (მას დაარქვეს "Goldilocks zone" ინგლისურად, «zone Boucles d'or» ფრანგულად – ქართულად „ოქროს რკალის ზონა“, რადგანაც ის არც ძალიან ცივია და არც ძალიან ცხელი), განუმარტავს კეპლერის პროექტის ხელმძღვანელი Associated Press-ს.
აქამდე მიაჩნდათ, რომ მზის სისტემის მიღმა მხოლოდ ორი პლანეტა არსებობდა, სადაც შეიძლება სასიცოცხლო პირობები არსებობდეს და ეს ორი აღმოჩენაც სადაო იყო. და უცებ – 54... „ეს უზარმაზარი რიცხვია, შეუსაბამოდ დიდი რაოდენობა. არაორდინალურია ამდენად გაზრდილი რიცხვის დანახვა მაშინ, როცა აქამდე მხოლოდ ნული გვქონდა“.

ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რომ აღმოჩენილი ეს 1200 ციური სხეული პლანეტაა. კაპლერის პროექტის ხელმძღვანელის აზრით,  მათ შორის 80% შეიძლება იყოს პლანეტა. შემდეგში კი იმის დამტკიცება გახდება საჭირო, რომ რომელიმე დადგენილ პლანეტას გააჩნია საბაზისო პირობები ცოცხალი ორგანიზმებისათვის: ზომა, შემადგენლობა, ტემპერატურა და მანძილი, რომლითაც თავისი ვარსკვლავიდანაა დაშორებული. და აქ არ გაგვითვალისწინებია უფრო მეცნიერული ასპექტები, როგორიცაა ატმოსფერული პირობები, ან წყლისა და ნახშირდადის არსებობა, ამის გასარკვევად ისეთი ტელესკოპებია საჭირო, რომლებიც ჯერ არ შეუქმნიათ.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://fr.news.yahoo.com/79/20110205/tsc-la-nasa-a-dcouvert-plus-de-50-plante-be0b1cf.html