Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მცირე ზომის ნაწილაკები აღმოაჩინეს „ირმის ნახტომის“ გალაქტიკაში – დასაბუთებულია ბოლო პერიოდის დაკვირვების შედეგად

milky-way-galaxy-eating-new-stream_32020_600x450

მერწყულის ვარსკვლავური ნაკადის მოდელირება (სურათზე ნაჩვენებია ვარდისფრად) „ირმის ნახტომში“

აღმოაჩინეს ვარსკვლავების ახალი ნაკადი, რომელიც მერწყულის თანავარსკვლავედში მიედინება და ასტრონომები ფიქრობენ, რომ ეს ის ჯგუფია, რომელიც ჩვენი გალაქტიკის მიერ ეხლახანს შთანთქმული გაცილებით პატარა გალაქტიკიდან შემორჩა.

ჩვენი გალაქტიკა – „ირმის ნახტომი“ მოიცავს ათობით, ან უფრო მეტ ცნობილ ვარსკვლავურ ჯგუფებს, სატელიტური გალაქტიკებისგან დარჩენილ ნაწილაკებს, რომლებიც მიზიდულობის ძალის მოქმედებით ნაფლეთებად გაიხლიჩნენ და შთაინთქნენ. სხვა ჯგუფების უმეტესი ნაწილი ჩვენი დისკის ფორმის სიბრტყის გარშემოა მარყუჟისებურად მიმაგრებული, რაც შეიძლება შევადაროთ რვაფეხას, რომელიც საცეცებით ეჭიდება სადილის თეფშს.

(იხილეთ სურათები: "სპირალური გალაქტიკები შთანთქავენ ჯუჯა გალაქტიკებს")

მაგრამ მერწყულის ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავური ნაკადი უნიკალურია, რადგან უშუალოდ გალაქტიკის სიბრტყეშია.

მერწყულის ვარსკვლავური ნაკადი არის დედამიწასთან ყველაზე ახლოს არსებული ვარსკვლავური ჯგუფი ჯერ-ჯერობით აღმოაჩენილთაგან. იგი გადაჭიმულია 1500–დან 30000-მდე სინათლის წელიწადის მანძილზე, თავისი მოსახელე თანავარსკვლავედის მიმართულებით. ეს არის ვარსკვლავურ ჯგუფებს შორის ყველაზე ახალგაზრდა, რადგან 700 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა ჯუჯა გალაქტიკის ნაფლეთებად ქცევის შედეგად, რაც კოსმიური განზომილებებით, თვალის დახამხამებაში მოხდა.

ვრცლად: NATIONAL Geographic- Daily News

წყარო: Astrophysical Journal.