Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საოცარი ჩინური რუკა

chinmap

ეს საოცარი რუკა ჩვენი ბიბლიოთეკის ვებსაიტის (უფრო ზუსტად ჩემი კოლეგების მიერ მომზადებული მიმოხილვის და გეოგრაფიული საიტის) დათვალიერებისას ვიპოვე შემთხვევით.

რუკის შესახებ

ჩინურად ამ რუკას თურმე ჰქვია "კუნიუ ვანგუო ქუანტუ", ანუ "ათი ათასი ქვეყნის რუკა". ეს დედამიწის უძველესი გადარჩენილი ჩინური რუკაა, რომელზეც ნაჩვენებია მთელი მსოფლიო – აზიაც, ევროპაც, აფრიკაც, ამერიკაც...
იგი ქსილოგრაფიის მეთოდითაა დაბეჭდილი (ხის ბლოკების ბეჭდვით) ქაღალდის გრაგნილზე, რომლის საერთო ზომაა 182 x 365 სმ.
მის შექმნას 1602 წელს მიაწერენ რამოდენიმე პიროვნებას. მათ შორის მთავარი წვლილი შეიტანეს:
1. ლი ჩიზაომ (Li Zhizao) (1565-1630) – ჩინელი მათემატიკოსი, ასტრონომი და გეოგრაფი, იყო ჩინეთის მინგის იმპერატორის კარტოგრაფი, რომელმაც მოამზადა ეს რუკა (მისი გრავიურა ხეზე).
2. იტალიელმა იეზუიტმა ბერმა მათეო რიკიმ (Matteo Ricci) – რომელიც ჩავიდა ჩინეთში 1583 წ და შექმნა პირველი ქრისტიანული მისია. მას სხვა რუკებიც აქვს შექმნილი – კონტინენტების აღწერილობები, მთვარის რუკა, და პლანეტების მოძრაობის ასტრონომიული ცხრილები. მისი მოღვაწეობა უნიკალური იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობების მხრივ ადრეულ მე -17 საუკუნეში.
3. ჟანგ ვენტაო (Zhang Wentao), საიმპერატორო კარის ტიპოგრაფი.

რუკა ინახება მინესოტას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და მათ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, სადაც შეგიძლიათ მთელ ეკრანზე გაადიდოთ (ზუმით) და კარგად შეისწავლოთ:
https://www.lib.umn.edu/bell/riccimap

ჩემი აზრით სრულიად საოცარი რუკაა: ისეთ დეტალებშია ნაჩვენები ყველა კონტინენტის მთები, ტბები, მდინარეები... აზია აღარ მიკვირს, მაგრამ აფრიკის ან ამაზონიის სივრცეშიც?!

ან ავსტრალია და ანტარქტიდა...!
ასე ცოტა ვიცით შორეული აღმოსავლეთის კულტურაზე, რომ ის, რასაც ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ ამ კონტინენტების აღმოჩენაზე, ამდენად არ შეესაბამება ჩინურ გეოგრაფიულ ცნობებს?
თანამედროვე ინფორმაციით (თუნდაც ვიკიპედიიდან): ავსტრალია (ევროპისათვის) აღმოაჩინეს მე-17 საუკუნეში, ხოლო მისი რუკა დააზუსტა კაპიტანმა კუკმა მე-18 საუკუნის ბოლოს.
ანტარქტიდას პირველად ყველაზე ახლოს ისევ იგივე კუკი მიუახლოვდა (დაახლ. 1773 წელს 120 კილომეტრში ჩაუარა) და ეს სულაც არ ნიშნავდა მის აღმოჩენას. აღმოჩენად ოფიციალურად ითვლება 1820 წლის ბელინსგაუზენ-ლაზარევის ექსპედიციის მიერ ამ კონტინენტის სანაპიროსთან 20 კილომეტრით მიახლოვება.
აქ კი (1602 წლის ჩინურ რუკაზე) ანტარქტიდის ფორმაც კი ისეთია, რაც თანამედროვესთან ძალიან ახლოა!!

chinmap3

ანტარქტიდა. ვიკიპედიიდან

სურათი ვიკიპედიიდან.

რას უნდა ნიშნავდეს ეს?! გენიალური სამეცნიერო წინასწარმეტყველებაა თუ 5 საუკუნის წინ ჩინელები (გინდაც იეზუიტების მონაწილეობით) ახერხებდნენ ანტარქტიდის გარშემო ზღვაოსნობას და სანაპიროს ფორმის დადგენას?

საქართველო ცხადია ამ ფონზე ძალიან პრიმიტიულად გამოიყურება – მთა (კავკასიონი) და ორი მდინარე (როგორც ჩანს მტკვარი და არაგვი ან ალაზანი), კასპიის ზღვა უცნაური ფორმისაა, სამაგიეროდ შავი და აზოვის ზღვები უფრო დეტალურადაა დახატული.

chinmap1
თუმცა, ცხადია მიხარია, რომ რაღაც მაინც არის ორ ზღვას შუა!
ნეტავ ვინმემ გამაგებინოს რა წერია!!