Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჰარუკი მურაკამი, უნივერსალური მწერალი

1478866_5_c399_haruki-murakami

ჰარუკი მურაკამი საგამომცემლო ფენომენია. ეს არის იაპონელი მწერალი, რომელსაც ყველაზე მეტად კითხულობენ და თარგმნიან მთელ მსოფლიოში. მისი ბოლო რომანი 1Q84 (სამტომეული) 4 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა იაპონიაში. სამხრეთ კორეაში გამომცემლები ერთმანეთზე უკეთეს წინადადებებს იძლეოდნენ, რათა თარგმნის უფლება მიეღოთ. 2010 წლის ოქტომბრიდან ჩინურ ენაზე პირატული თარგმანები ცირკულირებს.

მთლიანობაში ორმოცამდე ქვეყანამ მიიღო ამ ტრილოგიის თარგმნის უფლება. ფრანგულ ენაზე პირველი ტომი აგვისტოს თვეში გამოვა ბელფონდთან (ფრანგული გამომცემლობა Belfond).
და მიუხედავად ასეთი წარმატებებისა და იმ ჭორებისა, რომელიც ყოველწლიურად ვრცელდება მისთვის ნობელის პრემიის მინიჭების შესაძლებლობის შესახებ, ჰარუკი მურაკამი გასაოცარი უბრალოებით გამოირჩევა - თითქოს უცხო ლიტერატურული ფიგურა იყოს.
ეს არ არის მედიის ადამიანი: ის არასოდეს გამოდის ტელევიზიით, არ უყვარს ინტერვიუები და ფოტოები, ამ ინტერვიუს დაგვიანებისათვის მოსაბოდიშებლად კი ამბობს:  „ თუ ვიწყებთ, ვეღარ ვჩერდებით  ხოლმე და ეს არ არის მაინცდამაინც სახალისო“.

ტოკიოში Aoyama-ს ელეგანტურ პატარა შენობაში განთავსებულ მის პატარა ბინაში ორმოცდაათიოდე წლის თავაზიანი და მომღიმარე იაპონელი მამაკაცი გვიღებს თავის კაბინეტში. მას ჯინსი და პულოვერი აცვია, ახალამოსული წვერი აქვს და ერთი შეხედვით ჯაზის ბარის მფლობელს მოგვაგონებს. იყო კიდეც უწინ.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://www.lemonde.fr/week-end/article/2011/02/11/haruki-murakami-ecrivain-universel_1477916_1477893.html