არიზონას უნივერსიტეტის ექსპერტებმა განსაზღვრეს ასაკი იმ "წიგნისა, რომლის წაკითხვაც ვერავინ ვერ შეძლო“

არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამოხსნეს ე.წ. „მსოფლიოს ყველაზე საიდუმლოებითმოცული ხელნაწერის“ – ვოინიჩის ხელნაწერების გარშემო არსებული მხოლოდ ერთ-ერთი თავსატეხი. ეს წიგნი მოიცავს ნახატებს და ხელნაწერებს, რომლიდანაც აზრის გამოტანა დღემდე ვერავინ შეძლო.

ქრისტინ მაკარტი იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკაში უყურებს გრეგ ჰოჯინს, რომელიც ჭრის ვოინიჩის საიდუმლოებით მოცული ხელნაწერის პერგამენტის ნიმუშს, რადიო-ნახშირბადული მეთოდით მისი თარიღის დასადგენად.
რადიო-ნახშირბადული მეთოდის გამოყენებით, არიზონას უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის მკვლევართა ჯგუფმა, გრეგ ჰოჯინსის (Greg Hodgins) ხელმძღვანელობით, აღმოაჩინა ხელნაწერის პერგამენტის ფურცლის გვერდები, რომლებიც მე–15 საუკუნით თარიღდება, რაც ერთი საუკუნით ადრეული პერიოდია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ვარაუდობდნენ.
იელის უნივერსიტეტის ბეინეკის სახელობის იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკის საკუთრებაში მყოფი ეს ხელნაწერი აღმოაჩინა უძველესი იშვიათი წიგნების დილერმა – უილფრიდ ვოინიჩმა, რომთან ახლოს, ვილა მონდრაგონეში, 1912 წელს, როდესაც იესო ქრისტეს საზოგადოების მიერ გასაყიდად შეთავაზებულ წიგნებს ათვალიერებდა. ვოინიჩმა მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე ამ წიგნის წარმოშობის საიდუმლოს ამოხსნას და მისი მნიშვნელობის გაშიფვრას მიუძღვნა. იგი 18 წლის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა ამ წიგნის ვერცერთი საიდუმლო ვერ ამოხსნა.
ამ ხელნაწერის 240 გვერდის მაღალი ხარისხის გამოსახულებები, ყველაზე საინტერესო მომენტები და განსაკუთრებული ფიგურები და სიმბოლოები განთავსებულია და ხელმისაწვდომია ინტერნეტ-მისამართზე: http://voynichcentral.com/gallery
სტატიის ტექსტი ვრცლად: www.eurekalert.org
- Login to post comments