Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

Google-ის პროექტი ხელოვნების შესახებ –Google Art Project

420ace0005bb

http://www.googleartproject.com/ ეს საიტი-პროექტი არის  Google-ის მიერ მსოფლიოს ცნობილ ხელოვნების მუზეუმებთან უნიკალური თანამშრომლობის შედეგი. იგი საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ და დავათვალიეროთ ხელოვნების საოცარი ნიმუშები "street view"-ის პრინციპით ვირტუალურად, ბერლინიდან ვერსალამდე, სანკტ-პეტერბურგის გავლით. აგრეთვე ვიმოგზაუროთ და შევისწავლოთ ყველა აქ წარმოდგენილი მუზეუმების ინტელექტუალური სამყარო. საიტის საშუალებით შეგვიძლია მოვიძიოთ ხელოვნების ნიმუშები და დავათვალიეროთ შესაბამისი ვიდეოები You Tube-ში.
პრადოს მუზეუმთან (ესპანეთი) ერთად განხორციელებული პირველი ექსპერიმენტის შემდეგ უკვე ჩვიდმეტი მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი, ყველაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ 1060 რეპროდუქცია ძალიან მაღალი, 7 მილიარდი პიქსელის ზომითაა ფოტოგრაფირებული. საიტი იძლევა ხელოვნების ნიმუშების დეტალების გადიდების საშუალებას. თუმცა დასანანია რომ რომ ავტორებისა და ნამუშევრების შესახებ  კომენტარი არ არის მოცემული და პროექტისათვის ყველა მიმდინარეობის ნამუშევრები მუზეუმებიდან არ იქნა შერჩეული.
საიტი  საშუალებას გვაძლევს მოვიძიო 1000 ნაშრომი და შევქმნათ პერსონალური კოლექცია (Create your own collection). ყველა ნიმუშს შეიძლება გაუკეთოთ კომენტარი და მოვახდინოთ მთელი კოლექციის გაზიარება.
საიტი ინგლისურენოვანია, ღიაა და იგი დახმარებას გაუწევს ხელოვნებით დაინტერესებულ მომხმარებელს.