Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი : სამოგზაურო სახელმწიფო გრანტების მოსაპოვებლად კონკურსის შესახებ

rustaveli_0

მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო გრანტების მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა 2011 წლის 16 თებერვლიდან შესაძლებელია მხოლოდ ფონდის ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირების შემდგომ

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტების ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები საკონკურსო განაცხადის წარდგენამდე აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ ფონდის ელექტრონულ ბაზაში.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადებია:

ა) 2011 წლის მაისი-ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 21 მარტისა;
ბ) 2011 წლის ივლისი-აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 20 მაისისა;
გ) 2011 წლის სექტემბრი-ოქტომბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 20 ივლისისა;
დ) 2011 წლის ნოემბერი-დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 20 სექტემბრისა.

კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებ-გვერდის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

პროგრამის კოორდინატორი ეკეტერინე ბუთლიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: დ. უზნაძის ქ. #68, IV სართული
ტელ: + (995 32) 95 47 40;
ელ-ფოსტა: eketerine@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge