Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

იაპონია მალე რობოტ ჰუმანოიდს გაგზავნის კოსმოსში

ჰუმანოიდი R2
იაპონიის კოსმოსურ სააგენტოს რამოდენიმე წელიწადში მოლაპარაკე რობოტ ჰუმანოიდის გაგზავნა სურს საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაკენ.
2013 წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ასტრონავტები თავს ნაკლებად მარტოსულად იგრძნობენ. იაპონურმა კოსმოსურმა სააგენტო JAXA-მ განაცხადა, რომ ორ წელიწადში რობოტი ჰუმანოიდის გაგზავნას აპირებს სადგურის ეკიპაჟისათვის კომპანიონობის გასაწევად. გარდა იმისა, რომ ის იქნება კარგი მეგობარი, ის ასევე შეძლებს მისიის მეთვალყურეობას, სანამ ასტრონავტებს ეძინებათ და მათი ჯანმრთელობისა და სტრესის დონის გაკონტროლებასაც. უფრო მეტიც, მას ექნება უნარი, ისრგებლოს Twitter-ის სოციალური ქსელით ახალი ამბების რეგულარულად გადასაცემად და დედამიწასთან კომუნიკაციისათვის.

თუ იაპონია ლიდერი ქვეყანაა რობოტების დარგში, JAXA არ არის პირველი, ვისაც ასეთი იდეა დაებადა. სინამდვილეში ის ნასას (NASA) მიერ ახლახანს დასრულებული პროექტითაა შთაგონებული, რომლის დაკონკრეტებაც ახლა მიმდინარეობს. მომავალ კვირას ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს თავისი "Robonaute 2" უნდა გაეგზავნა "დისქავერის" ხომალდზე. მას ჰქვია R2 და გააჩნია ხელები და მკლავები, ამიტომაც შეუძლია ყველა იმ ხელსაწყოს გამოყენება, რომელსაც ეკიპაჟი იყენებს. ამგვარად ის უნდა დახმარებოდა ასტრონავტებს ტექნიკური ამოცანების შესრულებაში და გაეიოლებინა სახიფათო და განმეორებადი ოპერაციები.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://www.maxisciences.com/