Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

განახლებული ჟურნალ ”მასწავლებლის” პრეზენტაცია გაიმართა

განახლებული ჟურნალ”მასწავლებლის” პრეზენტაცია გაიმართა -

Jurnalis%20Prezentacia%20-%2027.2.11
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა განახლებული ჟურნალ ”მასწავლებლის” პრეზენტაცია გამართეს.
ჟურნალი ”მასწავლებლი” საქართველოში ერთადერთი საგანმანათლებლო ჟურნალია, რომლის ტირაჟი 10 000 ეგზემპლარია. ჟურნალი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ მიეწოდება და ყველა მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომია. დღეისათვის, ”მასწავლებელს” 7 000-ზე მეტი ხელმომწერი ყავს.

მასწავლებელთა პროფესიული ჟურნალის პირველი ნომერი განახლებული დიზაინითა და ექსკლუზიური, სპეციალურად ”მასწავლებლისთვის” შექმნილი შრიფტით, თებერვალში გამოვიდა. ჟურნალი უფრო თანამედროვე, კომპაქტური და ტევადი გახდა, დაემატა ახალი რუბრიკები. ამიერიდან, ჟურნალის ყველა ნომერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თავისი გვერდი ექნება, რომელშიც ის პედაგოგებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრება.

სამინისტროს მიერ ინიცირებული სიახლეების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგთა სწორი ინფორმირება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სერტიფიცირება, პროფესიული განვითარება და სწავლების თანამედროვე მეთოდები. ამ კუთხით ჟურნალ ”მასწავლებელს” მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება.

კვლევამ აჩვენა, რომ პედაგოგთა 85%-სთვის ჟურნალი საჭირო და მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსია. მასში განთავსებულია ექსპერტთა მოსაზრება პრობლემებსა თუ ინოვაციებზე, იბეჭდება ინტერვიუები ცნობილ ადამაინებთან, პედაგოგები წერენ თავისი გამოცდილების შესახებ. ჟურნალს თან ახლავს ”პრაქტიკული დანართი”, რომელიც წარმოადგენს სამოდელო გაკვეთილების აღწერასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, და რაც მთავარია, ჟურნალის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პროფესიაში ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების მოზიდვა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
საიტიდან: [სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]

მასწავლებელი

ASTRONAVIGATOR : LAGvilava Gia M.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს და ჟურნალს უსასყიდლოდ ვაწვდი ჩემს XXI-საუკუნის აქტუალურ აქსიომას:_ დედამიწის მოსახლეობის ტექნიკური აღჭურვილობის მატების ტემპების  ზრდასთან ერთად, ძვირდება საკვები სურსათი, რადგან კომფორტაბელური ცხოვრების ტენდენცია განაპირობებს პოპულაციის შობადობის შესაძლებლობის მატებას, რის შედეგადაც პროპორციულად მატულობს მჭამელი პირების აღსაზრდელთა რაოდენობა და მცირდება არსებული ბუნებრივი რესურსების სივრცე.

P.S. სექსუალური განათლების გაკვეთილი?!

http://lag-vi-lava.ucoz.org