Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

დამტკიცდა მისია მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტების შესასწავლად

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ მხარი დაუჭირა 400 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების მისიას მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტების შესასწავლად, რომელსაც უხელმძღვანელებს UCL (ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯი). მისიის მთავარი მიზანია მოიძიოს სიცოცხლის ნიშნები იმ პლანეტებზე, რომლებიც მზის სისტემის ახლოს მდებარე ვარსკვლავების ორბიტებზეა.
EChO - მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტების შემსწავლელ ობსერვატორიას - ხელმძღვანელობს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფიზიკისა და ასტრონომიის კათედრის დოქტორი ჯოვანა ტინეტი. მასთან თანამშრომლობს ევროპის 150 -ზე მეტი წამყვანი ასტრონომი.
ობსერვატორიაში ინსტალირებულია 1.2 მეტრის სიმაღლის ტელესკოპი, მზის სისტემის გარეთ არსებული მთელი რიგი პლანეტების ატმოსფეროს სპექტროსკოპიის განსახორციელებლად. ეს პლანეტებია - დაწყებული გიგანტური გაზის (მზის სისტემის პლანეტა იუპიტერის მსგავსი) პლანეტით, დამთავრებული - ზოგიერთი ვარსკვლავის ორბიტაზე, ”საცხოვრებლად ვარგის ზონაში” შემავალი პლანეტებით.
ტელესკოპი 2020-2022 წლებში ამუშავდება და აწარმოებს დაკვირვებას იმ პლანეტების ატმოსფეროზე, რომლებიც მოძრაობენ მათივე ვარსკვლავური ორბიტის ”საცხოვრებლად ვარგის ზონაში”, სადაც შესაძლებელია, წყალი არსებობდეს.

ვრცლად (ინგლ.): www.eurekalert.org
მეტი ინფორმაცია ამ პროექტზე შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://sci.esa.int/science-e/www/object/index.cfm?fobjectid=48467