მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ოპტიკური მიკროსკოპი, რომელსაც შეუძლია ვირუსების გამომწვევი მიზეზების დადგენა
ჟურნალ „Nature Communications“–ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მეცნიერთა ჯგუფმა გამოიგონა მიკროსკოპი, რომელიც ხსნის აქამდე არსებულ რეკორდს - გარკვევით ხედავს უმცირესი ობიექტების გამოსახულებებს და, ამგვარად, უგულებელყოფს სინათლის დიფრაქციულ ზღვარს.
დღემდე, სტანდარტული ოპტიკური მიკროსკოპის მეშვეობით შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთ მიკრო–მეტრის -- 0,001 მილიმეტრის ზომის ობიექტების გარჩევა.
მაგრამ ამჟამად, ოპტიკური მიკროსკოპის გამჭვირვალე მიკროსფეროსთან კომბინირებით, ე.წ. „მიკროსფერული ნანოსკოპით“, მანჩესტერის მკვლევარებს უკვე შეუძლიათ 20–ჯერ უფრო მცირე ზომის -- 50 ნანო–მეტრის (5 x 10-8m) გამოსახულების დანახვა ჩვეულებრივ სინათლეზე. ეს კი ოპტიკური მიკროსკოპიის თეორიულ ზღვარს სცდება.
ვრცლად (ინგლ.): Science Daily - Science News
წყარო: Zengbo Wang, Wei Guo, Lin Li, Boris Luk'yanchuk, Ashfaq Khan, Zhu Liu, Zaichun Chen, Minghui Hong. Optical virtual imaging at 50 nm lateral resolution with a white-light nanoscope. Nat. Commun., 01 Mar, 2 : 218 DOI: 10.1038/ncomms1211
- Login to post comments