Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი- სამაგისტრო სტიპენდიები ესტონეთში

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი-სამაგისტრო სტიპენდიები ესტონეთში -

ბოლო ვადა : 01-05-2011

პროგრამის აღწერა:

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი  გთავაზობთ 16 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას ქართველ სტუდენტებს. ეს პროგრამები მოიცავს შემდეგ სპეციალობებს: ბიზნესი, სამართალი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგია.

ზოგიერთ პროგრამაზე სწავლა უფასოა და ზოგიერთ პროგრამაზე არსებობს სტიპენდიები.

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს და ეს არის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

www.ttu.ee/en

www.ttu.ee/georgia

2011 წლის იანვარში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის. ამ დოკუმენტის საფუძველზე წარმატებული ქართველი სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიებს შემდეგ პროგრამებზე:

1.        სამაგისტრო პროგრამა ინჟინერიასა და მენეჯმენტში

2.        სამაგისტრო პროგრამა გარემოსა და სუფთა წარმოების მენეჯმენტში

3.        სამაგისტრო პროგრამა კიბერ უსაფრთხოებაში

ეს სტიპენდიები ფარავს სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში და ასევე გამოყოფილია დამატებითი სტიპენდია ცხოვრების ხარჯების დასაფარად.

ტალინის ტექნოლოგიური  უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლების ცენტრში საბუთების  მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 აპრილი.

ამ სასტიპენდიო პროგრამებზე საბუთების მიღების პროცედურა არის ზუსტად ისეთივე როგორც სხვა პროგრამებზე. ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების და პროგრამებზე მიღების პროცედურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.ttu.ee/georgia

შენიშვნა: რადგან ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობს საქართველოს 21-დან 24 მარტამდე, თქვენ გეძლევათ საუკეთესო შანსი აქვე თბილისში, პირადად მათ გადასცეთ სტიპენდიების მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი . დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიწეროთ კითხვები ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Study@ttu.ee

დამატებითი ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://www.mes.gov.ge/content.php?id=667〈=geo

 

ამჟამად ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისწავლება 16 პროგრამა ინგლისურად:

ბაკალავრიატი ინგლუსრად ( 3 წელიწადი, 180 კრედიტი):

1.        საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება (სწავლა 1.5 წელი რუსულად და 1.5 წელი ინგლისურად)

2.        საერთაშორისო ურთიერთობები(შეგიძლიათ აირჩიოთ  ინგლისურად ისწავლოთ თუ რუსულად)

3.        სამართალი

სამაგისტრო სწავლება ინგლისურ ენაზე( 2წელი, 120 კრედიტი)

1.        საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება

2.        საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპათმცოდნეობა ( შესაძლებელია სწვლა რუსულ ენაზეც)

3.        სამართალი ( 1 წლიანი პროგრამაც არსებობს ამ სპეციალობაზე)

4.        ტექნოლოგიების მართვა*

5.        კიბერ უსაფრთხოება*

6.        პროგრამული ინჟინერია*

7.        ინდუსტრიული ინჟინერია და მენეჯმენტი*

8.        გარემოს მენეჯმენტი და და სუფთა წარმოება*

9.        ჯანმრთელობის მენეჯმენტი*

10.     დიზაინი და ინჟინერია *

11.     ატომური ენერგეტიკა და ატომური უსაფრთხოება*

შენიშვნა : ფიფქით აღნიშნულ პროგრამებიდან ზოგიერთ მათგანზე სწავლა უფასოა და ზოგიერთზე არსებობს სტიპენდიები. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ მიწეროთ ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Study@ttu.ee

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროგრამებში?

გთხოვთ იხილოთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი და მიღების პროცედურები შემდეგ ბმულებზე:

www.ttu.ee/admissions

www.ttu.ee/georgia

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის პირველი მაისი

--------------------------------------------------------------------------------

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთასორისო სწავლების ცენტრი

მის:  Ehitajate tee 5 - III 211A, Tallinn, 19086, Estonia

ელ-ფოსტა: study@ttu.ee

ტელ: (+372) 620 2022      end_of_the_skype_highlighting

ფაქსი: (+372) 620 2020

ვებ-გვერდი: www.ttu.ee/en

Facebook: Tallinna Tehnikaülikool/Tallinn University of Technology

Twitter: TUT_Estonia

Skype: tut.international (available Mo-Fri 8:00 - 9:00 GMT)

MSN: study@ttu.ee (available Mo-Fri 9:00 - 10:00 GMT)

საიტიდან [განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]